ამაღლება

დასახელება: ამაღლება
დასახელება (ორიგ.): ამაღლება
ავტორისეული აღწერა: ღდგომის მერე ორმოცი დღე რომ გავა, მაშინ არის ამაღლება. ამაღლების წინა დღეს, ოთხშაბათ დღეს ყველა მოსახლე ამზადებს, აკეთებს გიმუნდებს. ოჯახიდან ერთი კაცი წავა ტყეში, და იქ გააკეთებს ზუსტად იმდენ გიმუნდს, რამდენი ყანაც აქვს: ერთ გიმუნდს აკეთებს კალოში, ეზოში დასადებად, მეორეს – აივანზე, მესამეს – სახლის სახურავზე და მეოთხეს ლადბაშში მისატანად და დასამაგრებლად. საღამოს ამ გიმუნდებს მოიტანს სახლში და შეინახავს.
შინაარსი: აღდგომის მერე ორმოცი დღე რომ გავა, მაშინ არის ამაღლება. ამაღლების წინა დღეს, ოთხშაბათ დღეს ყველა მოსახლე ამზადებს, აკეთებს გიმუნდებს. ოჯახიდან ერთი კაცი წავა ტყეში, და იქ გააკეთებს ზუსტად იმდენ გიმუნდს, რამდენი ყანაც აქვს: ერთ გიმუნდს აკეთებს კალოში, ეზოში დასადებად, მეორეს – აივანზე, მესამეს – სახლის სახურავზე და მეოთხეს ლადბაშში მისატანად და დასამაგრებლად. საღამოს ამ გიმუნდებს მოიტანს სახლში და შეინახავს. ერთ გიმუნდს ეკლესიის მინაშენთან, ლადბაშთან დადებს. ამ დიდ ჯოხს, ჭოკს (ლაყულას) დებენ (ლაბაბაზე) გასანიავებელზე. ბზესა და გასანიავებელს (ლებაბეს) შორის. აღდგომის ხუთშაბათს თუკი არ მოიტანს მოსახლე ლაყულას ტყიდან, მაშინ აუცილებლად ამაღლება დღეს უნდა მოჭრას და მოიტანოს ტაბიკებიც და გასაყოფი, გასამიჯნი ჭოკიც (ლაყულა). ამაღლება დღეს, დილით ერთი კაცი ადგება ხმისამოუღებლად, ულაპარაკოდ, უბრად აიღებს გიმუნდებს და წაიღებს თავის ყანებში. ყანებში ზუსტად იმ ადგილებში, სადაც დიდ ხუთშაბათს (აღდგომის ხუთშაბათს) ქვიშა, კენჭები და ეკალი დადეს, ჩაარჭობს ამ გიმუნდებს. სახლში დაბრუნების მერე ერთ გიმუნდს ეზოში დადებს, მეორე – აივანზე, მესამე გიმუნდს სახურავზე ააგდებს. ოჯახის მეორე კაცი წავა ტყეში და ისიც ასევე უხმოდ, ულაპარაკოდ, ხმის ამოუღებლად, უბრად ხორბლის ლეწვისას, მარცვლეულისა და ჩალის აღებისას გამოსაყენებელ სპეციალურ დიდ ჯოხს, ჭოკს (ლაყულას) მოჭრის. ეს ჯოხი შეიძლება იყოს არყისა ხის, ან ნაძვისას ან ფიჭვის. ასევე ხმისამოუღებლად მოჭრის იფანის ხის ტაბიკებს ხარებისთვის და უხმაუროდ მოიტანს სახლში.
დამატებითი ინფორმაცია:
გვერდები:
  1. ამაღლება (გვ.1.)
  2. ამაღლება (გვ.2.)
  3. ამაღლება (გვ.3.)
თემი: იფარი
სოფელი: ნაკიფარი
თეგები: ამაღლებაბზერიტუალი