ელიაობა ფერიცვალება

დასახელება: ელიაობა ფერიცვალება
დასახელება (ორიგ.):
ავტორისეული აღწერა: ელობ (ელიაობა)- პერპოლაშიდან (პეტრე-პავლობიდან) სამი კვირის შემდეგ მოდის ელობ (ელიაობა). ამ დღეს სოფელი შესაწირავ ცხვარს ყიდულობს. საკლავს სეფისკვერებთან და ხორბლის არაყთან ერთად სწირავენ ცის ელს კარგი ამინდისთვის და ყანისთვის. ლიმირიეს დღესასწაულამდე რჩება ორი კვირა. ფერცვლაბ (ფერიცვალება) 6 აგვისტო, მარხვა. ამ დღეს ფერიცვალების ლამარიას კარგი მოსავლისთვის სწირავენ პურებს. შესაწირავი პურების ფქვილში ურევენ ახალის მოსავლის თავთავების მარცვლებისგან დაფქვილ ფქვილს. თუ ამ დღეს ახალი მოსავალი მოუსწრებს, მაშინ ხორბლის მარცვლები იფქვება ხელის წისქვილით და მისგან კეთდება პატარა ბურთულების ფორმის ღვაბარი (ყველიანი პური).
შინაარსი: ელობ (ელიაობა)- პერპოლაშიდან (პეტრე-პავლობიდან) სამი კვირის შემდეგ მოდის ელობ (ელიაობა). ამ დღეს სოფელი შესაწირავ ცხვარს ყიდულობს. საკლავს სეფისკვერებთან და ხორბლის არაყთან ერთად სწირავენ ცის ელს კარგი ამინდისთვის და ყანისთვის. ლიმირიეს დღესასწაულამდე რჩება ორი კვირა. ფერცვლაბ (ფერიცვალება) 6 აგვისტო, მარხვა. ამ დღეს ფერიცვალების ლამარიას კარგი მოსავლისთვის სწირავენ პურებს. შესაწირავი პურების ფქვილში ურევენ ახალის მოსავლის თავთავების მარცვლებისგან დაფქვილ ფქვილს. თუ ამ დღეს ახალი მოსავალი მოუსწრებს, მაშინ ხორბლის მარცვლები იფქვება ხელის წისქვილით და მისგან კეთდება პატარა ბურთულების ფორმის ღვაბარი (ყველიანი პური).
დამატებითი ინფორმაცია: სვანური ტექსტი ჩაწერილია ქართულად.
გვერდები:
  1. ელიაობა ფერიცვალება (გვ.1)
  2. ფერიცვალება (გვ.2)
თემი: ბეჩოს თემი
სოფელი:
თეგები: ბეჩოზემო სვანეთილამარიამოსავალიფერიცვალებაშესაწირავიცის ელიაელიოაობასაკლავიშესაწირავი პურები