მესტია

მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიაში სვანეთის საბოქაულოს სახელით, 1921-დან — ზემო სვანეთის მაზრა, 1930-დან — მესტიის რაიონი.

მესტიის მუნიციპალიტეტი მაღალმთიანია. მის ტერიტორიაზე არსებული მსხვილი ოროგრაფიული ერთეულებია: კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი, სვანეთის ქედი, ეგრისის ქედი, კოდორის ქედის ნაწილი და მდინარე ენგურის ხეობა. ტერიტორია — 3045 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 1010 კვ.კმ. მუნიციპალიტეტში 200-მდე მყინვარია, რომელთა საერთო ფართობია 285 კვ.კმ. მთავარი მდინარეა ენგური, მისი შენაკადები — ადიშისჭალა, მულხრა, დოლრა, ნენსკრა, იფარი, ხაიშურა და სხვა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა ბარიტი, მარმარილო, ტყვია-თუთია, მინერალური წყლები.

მოსახლეობის რიცხოვნობა — 9316 კაცი; სიმჭიდროვე — 3,06 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 153 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 152 სოფელი.

წყარო: wikipedia

სოფლები

...
ლახამი

2 ექპონატი

...
სეტი

8 ექპონატი

ექპონატები თემიდან მესტია, რომელთა სოფლებიც არ არის ცნობილი: