შინაარსი: |
23/01 ხვალმობ 0 5/02
ხვალმობა ყოველთვის ხუთშაბათსაა. დილით, ახალგათენებულზე ადგებიან. პირველად პატარა კუბდარებს დააცხობენ ღორის ხორცისას და გაიტანენ დერეფანზე. იქ აღუვლენენ ჯგèრაგ ხვალმისას. ევედრებიან: - „შენი გაშვებული მავნე და მაწყინარი, ზევით ქარს გააყოლე და ქვევით მდინარეს“ ამის მერე სამი ცალი ლემზირი და ღორის მწვადი აღათის სახელზე ისევ არის აღსავლენი ისევ დერეფანზე. აღათი ერთ წელს ძალიან ცუდად იყო და იმის მერე ყოველ წელს ყოველთვის ვლოცულობთ მისთვის. იქ ერთი არყის ხის ლამპარია ამ დროს ანთებული. დერეფნის აღმოსავლეთის მხარეს. აღვლენის მერე ყველა გავდივართ და შევსჭამთ იქ ამ აღვლენილს. ამის მერე შემოვდივართ შინ და აღმოსავლეთის სარკმელთან აღვავლენთ მამალს. ერთი მამალი გვევალება ქავზაის სახელზე ხველების საჭინააღმდეგოდ და მის აღვლენისას ვევედრეებით ავადმყოფობისაგან ქავზაის დაცვას. ამის მერე დავკლავთ ამ მამალს და ისევ აღვავლენთ ლემზირებს სამ ცალს და აღვუვლენთ ისევ ჯგრაგ ხვალმისას ახლა უკვე მთელი ოჯახის სახელზე. ვევედრებით ხველებისაგან ყველას დაცვას.
დილით, როგორც კი ადგება ოჯახი უფროსი ქალი , საწოლის თივა-ნამჯას გამოასუფთავებს და გაიტანს ეზოში, სახლისგან მოშორებით, კვარით ცეცხლს წაუკიდებს და იძახის, ასე დამწვარიყოს ჩვენი ავადმყოფობა.
|