შინაარსი: |
13/01 ჯçðდი ჰêმ 26/01
ჯოდი ჰამ ყოველთვის ორშაბათი დღეა. მამლის ყივილზე უნდა ადგე. მერბიელი პურებს აცხობს: ხაჭაპურებს, კუბდარებს, გვერდის ლემზირებს (ესენი ხაჭაპურია კანაფით) ფანჯრის გახსნამდე შესაჭმელია. სხვა კაცს არ შეუძლია მათი ნახვა და ამ პროცესის დასწრება.
როცა გავამზადებთ მაგიდებს, მიცვალებულებს ვახსენებთ. âულთან რძე დგას ჭიქით. âულს და âულთან დანთებულ სანთელს აიღებს ხოშა მარე და აქვე შეუნდობს რძით პირველად. რძეს დაასხამს კარის ზღურბლზეც, მერე გარე კარის, წინგარდის, ზღურბლზეც და იტყვის „ ქრისტე ფუსდ მაცხოვარო, კარგი ფეხი დაატოვებინე ჩვენს მიცვალებულებს“. იქიდან შემოვა და შინაში გაშლილ სუფრასთან კვლავ შევუნდობთ: ჯერ სასკამთან, მერე ქალების მერხთან, მერე ლèრგიმთან. ამის მერე შესანდობრები წავლენ იმქვეყნად.
აწი ჩვენც ვისაუზმებთ, გვერდის ლემზირებს შევსჭამთ. მანამ ამას არ მოვრჩებით სარკმლის დარაბას არ ვაღებთ. ეს ყველაფერი უნდა შეასრულო ჯðდი ჰêმს.
გათენებულზე ბავშვები (20 წლემდე ასაკის) ადგებიან და იკრიბებიან ტაძარში წასასვლელად. წაიღებენ ხის ჯუარს, შემოუვლიან სოფელს, შევლენ ყველა ოჯახში და დალოცავენ; მათგან ერთი დამლოცველია: -„ღმერთო, ამ ოჯახს წელი უბეჯითე, კაცი უმრავლე, ხარი უმრავლე, ძროხა უმრავლე, თხა და ცხვარი, თიკან - ციკანი, მისი მიმყოლი ადამიანი, კçირიìააა!!!! ამ დროს შინ მყოფი პურებს გამოვუტანთ იმდენს, რამდენი ბავშვიც არის ამ ოჯახიდან მონაწილე.
როცა ყველა ოჯახს შემოივლიან, ტაძარში წავლენ და რამდენი კუთხეც აქვს ტაძარს იმდენ კვირიას იტყვიიან -„ძე - კაცი ამრავლე ამ სოფელში“ ამის მერე ბავშვები შევლენ ლამარიაში//ლადბაშში და იქ არაკებს და ზღაპრებს ყვებიან. მერე გამოვლენ და სვიფში - სოფლის მოედანზე -მღერიან, მხიარულობენ, ციგაობენ და თუ ვინმე კაცი გამოივლის, შეესევიან და დააგორებენ მიწაზე.
ჯðდი ჰამს, ლიკურიელისას, ეს ბავშვები ვისაც კი მოიხელთებენ დაიჭერენ და მურში აზელილ ქონს წაუსვამენ - ამან მის თავს წლის სიბეჯითე და სიუხვე იცისო.
|