ჯოდი ჰამ (გვ.1.)

ტიპი: ხელნაწერი
დასახელება: ჯოდი ჰამ (გვ.1.)
დასახელება (ორიგ.): ჯçðდი ჰêმ (გვ.1.)
ავტორისეული აღწერა: 13/01 ჯçðდი ჰêმ 26/01
შინაარსი: 13/01 ჯçðდი ჰêმ 26/01 ჯოდი ჰამ ყოველთვის ორშაბათი დღეა. მამლის ყივილზე უნდა ადგე. მერბიელი პურებს აცხობს: ხაჭაპურებს, კუბდარებს, გვერდის ლემზირებს (ესენი ხაჭაპურია კანაფით) ფანჯრის გახსნამდე შესაჭმელია. სხვა კაცს არ შეუძლია მათი ნახვა და ამ პროცესის დასწრება. როცა გავამზადებთ მაგიდებს, მიცვალებულებს ვახსენებთ. âულთან რძე დგას ჭიქით. âულს და âულთან დანთებულ სანთელს აიღებს ხოშა მარე და აქვე შეუნდობს რძით პირველად. რძეს დაასხამს კარის ზღურბლზეც, მერე გარე კარის, წინგარდის, ზღურბლზეც და იტყვის „ ქრისტე ფუსდ მაცხოვარო, კარგი ფეხი დაატოვებინე ჩვენს მიცვალებულებს“. იქიდან შემოვა და შინაში გაშლილ სუფრასთან კვლავ შევუნდობთ: ჯერ სასკამთან, მერე ქალების მერხთან, მერე ლèრგიმთან. ამის მერე შესანდობრები წავლენ იმქვეყნად. აწი ჩვენც ვისაუზმებთ, გვერდის ლემზირებს შევსჭამთ. მანამ ამას არ მოვრჩებით სარკმლის დარაბას არ ვაღებთ. ეს ყველაფერი უნდა შეასრულო ჯðდი ჰêმს. გათენებულზე ბავშვები (20 წლემდე ასაკის) ადგებიან და იკრიბებიან ტაძარში წასასვლელად. წაიღებენ ხის ჯუარს, შემოუვლიან სოფელს, შევლენ ყველა ოჯახში და დალოცავენ; მათგან ერთი დამლოცველია: -„ღმერთო, ამ ოჯახს წელი უბეჯითე, კაცი უმრავლე, ხარი უმრავლე, ძროხა უმრავლე, თხა და ცხვარი, თიკან - ციკანი, მისი მიმყოლი ადამიანი, კçირიìააა!!!! ამ დროს შინ მყოფი პურებს გამოვუტანთ იმდენს, რამდენი ბავშვიც არის ამ ოჯახიდან მონაწილე. როცა ყველა ოჯახს შემოივლიან, ტაძარში წავლენ და რამდენი კუთხეც აქვს ტაძარს იმდენ კვირიას იტყვიიან -„ძე - კაცი ამრავლე ამ სოფელში“ ამის მერე ბავშვები შევლენ ლამარიაში//ლადბაშში და იქ არაკებს და ზღაპრებს ყვებიან. მერე გამოვლენ და სვიფში - სოფლის მოედანზე -მღერიან, მხიარულობენ, ციგაობენ და თუ ვინმე კაცი გამოივლის, შეესევიან და დააგორებენ მიწაზე. ჯðდი ჰამს, ლიკურიელისას, ეს ბავშვები ვისაც კი მოიხელთებენ დაიჭერენ და მურში აზელილ ქონს წაუსვამენ - ამან მის თავს წლის სიბეჯითე და სიუხვე იცისო.
დამატებითი ინფორმაცია: ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ნინო წერედიანმა
თემი: ლატალი
სოფელი:
ტერიტორია: ზემო სვანეთი
წელი:
მასალა: ქაღალდი, მელანი
ზომები: 40სმ × 21სმ
მდგომარეობა: დამაკმაყოფილებელი
დაზიანებები:
თეგები: ბარაქაგვერდის ლემზირიდალოცვაკçირიìაკანაფიკუბდარილემზირიმურირიტუალირძეშენდობახოშა მარეჯოდი ჰამ

სხვა გვერდები:


ამავე ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ზემო სვანეთი)


...
ყველიერის სამშაბათი

ყველიერის სამშაბათს გვჩვეოდა ლოცვა. ველოცებოდით ქუთაისის ღვთისმშობელს ...

...
ჭინკების, ეშმაკების, კუდიანების კვირეული (ჰერიაა მიიშუ) (გვ.2.)

ბაიას მეორე დღესვე, ორშაბათ დღეს ჭინკების, ეშმაკების, კუდიანების კვირეული...

...
ლამპრობა (გვ.2.)

მეისარაბის მეორე დღეს ჰქვია ლიმპარი. ლამპარს ვანთებთ ყველა მამაკაცი და მიგვაქვს ...

...
ლითოდრი (გვ.1.)

მეშხე ფხუს მერე არის ლითოდრი. ყოველთვის ლითოდრი ხვდება შაბათს. ლითოდრის ...

...
გაზაფხულის გიორგობა (გვ.4.)

მაშინ სხვა ხალხმაც, დანარჩენებმაც მიანებს თავი. ათას ცხრაას ოცდაორ წლამ...

...
ამაღლება (გვ.2.)

ერთ გიმუნდს ეკლესიის მინაშენთან, ლადბაშთან დადებს. ამ დიდ ჯოხს, ჭოკს (ლაყუ...

...
ლალხორის შაბათი

ლალხორის შაბათ დღეს სულები მიდიან ლახორში (საკრებულოში) და იქ მსჯელობე...

...
ბარბარობის დღესასწაული სვანეთში (გვ.2.)

ყველასთვის ნებადართული იყო. გზებზეც ბევრი არიგებდა სეფისკვერებს გობი...

...
ბაია (გვ.1.)

აიას მერე მეორე კვირადღეს ბაია (ბა) ჰქვია. იმ დღისთვის ქალები ხორბლის ...

...
ხრაბ, ლიგერგი (გვ.2)

კრაბ არის ლიგერგის წინადღე. სრულდება შესაწირავები დიდი ღმერთისთვის. მეორე დღეს ...

...
პარპოლაში (გვ2)

პარპოლაში დგება 29 ივნისს. ამ დღეს სოფელი საერთო ხარჯით ყიდულობს შესაწირავ საკლა...

...
ლიქშორალი

ლიქშორალი ჰქვია მდინარის პირას ქვიშაზე რიტუალებს. აღდგომის ხუთშაბათ დღეს...

სხვა ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ზემო სვანეთი)


...
ლაჰლა თახაშის დღესასწაულზე

ფოტოზე აღბეჭდილია "ლაჰლათახაშ" დღესასწაულზე , სოფელ ლაჰილში შეკრებილი ლატალის ს...

...
დიდების რიტუალი გარდაცვლილ სულთა გაცილების დღეს ლიფანალის დასრუებისას

ოჯახების დიდების რიტუალით დავლა სულების წასვლის დღეს (ლიფანალის დასრულებისას)....

...
ლატალის თემის მთის საძოვრები

ფოტოზე გამოსახულია ლატალელთა საძოვრები მთაში, შორს მოჩანს უშბის მთის მასივი ...

...
ხვამლობის დღსასწაული

სამსხვერპლო მამლის დაკვლა ხვალმობ-აზე, ხველების თავიდან ასაცილებლად ...

...
გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი სუფრა

გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად გარეთ გაშლილი სუფრები...

...
წლისთავის სუფრის კურთხევა

მღვდელი წლისთავზე აკურთხებს გარდაცვლილი ქალისთვის მიძღვნილ სუფრას...

...
მიცვალებულთა სულების მობრძანების დღეს საქალებო ჩირაღდნების გამოთლა არყის ხისგან

ფოტოზე გამოსახულია არყის ხისგან საქალებო ჩირაღდნების -ლამპრების გამოთლა მიცვალებ...

...
თხის შეწირვის რიტუალი ,,განცხდაბ''დღეს

ფოტოზე აღბეჭდილია გუარამ გირგვლიანის ოჯახში, ლიფაანალის პირველ ,,განცხდაბ" დღეს,...

...
ლოცვის აღვლენა საქონლის გასამრავლებლად

ფოტოზე აღბეჭდილია ოჯახის უფროსი მოსალოცი ფიჩქით ხელში, რომელზედაც ალაგია ლემზირი...

...
ყველის საწური კალათა

ყველის საწური კალათა ...

...
სამფეხა დაბალი მაგიდა-ტაბლა

მართკუთხა ფორმის ქაღალდზე შავი ფანქრით ჩახატული ტაბლა ...

...
მარანი

მარანი...