| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | მაცხუარი თახაშ | |
| დასახელება (ორიგ.): | მაცხუარ თახაშ | |
| ავტორისეული აღწერა: | ||
| შინაარსი: | 01/04 მაცხუარ თახაშ 14/04 მერე სამშაბათს, მაცხუარ თახაშია. ოჯახიდან თითო კაცი მივდივართ და იქ საკლავს დავკლავთ. ამ ხარს ყველა ლატალელი ყიდულობს ერთად ერთი ოჯახიდან. ოჯახი ამისთვის გაიღებს „ლახნისგ“ (საწყაოა) ხორბალს. ამ ხორბალს მოაგროვებენ მწიფობისას, ახალი მოსავლისგან. ხარს დაკლავს რვა კაცი, რომლებიც ამ საქმისთვის არიან არჩეულები სოფლისგან. ჰქვიათ მელეღç. ერთ-ერთი მათგანი სანთელს დაანთებს, ხარს შუბლზე ბალანს შეუტრუსავს, მერე მარჯვენა მხარზე, მერე მარჯვენა ბარძაყზე და შეავედრებენ ზვარაკს ლატალის მშვიდობისათვის. მერე ამ საკლავის ხორცს მოხარშავენ. ამასობაში თითო ოჯახიდან მოაქვთ ლესკარი და ლემზირები. მათ ისევ აღუვლენენ მაცხვìრს ლატალის მშვიდობისათვის საკლავის გულ -ღვიძლთან ერთად. მერე ფერხულ - საგალობლები საღამომდე იმღერება და საღამოს დავიშლებით. ლემზირებს სტაროსტა ააგროვებს მღვდლისთვის და თავისთვის. | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე | |
| თემი: | ლატალი | |
| სოფელი: | ||
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 40სმ × 21სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | გულღვიძლიმაცხუარ თახაშმელეღç ლახნისგსაგალობელისანთელიხარი | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ზემო სვანეთი)
შეშხვამის დღეს ტახს დავკლავთ და დაკვლისას ვამბობთ; -„წელი, უკეთესი წლით შეგვიცვ...
მესარაბი ყოველთვის შაბათ დღეს ხვდება. წინა დღეს, პარასკევ საღამოს დაკ...
მოეტანოს და დაებრუნებინოს თქვენთვის. მზიან–თაფლიანიმც ყოფილიყოს თქვენი...
აღდგომას მამლების ყივილზე ავდგებით. ვისაც წირვაზე წასვლა გვინდა მივდივართ „სახრა...
ბარბარობის ღამეს ქალები პირველად დააცხობენ ცარიელ პურებს. ივახშმებენ, დაპუ...
იმ დღეს მუშაობა არ შეიძლება. ხარება დღე ძალიან საპატიო, ძალიან საკრალურ...
ეკლესიის მინაშენის (ლადბაშის) გარეთ ერთ ადგილას და დაანთებდნენ ვეებრეთელა ...
აიღებენ ხატს, ეკლესიას სამჯერ შემოუვლიან ირგვლივ, მღერიან, ასრულებენ საგა...
ლემზირებს ვაცხობთ და შიგ ვურევთ ახალდაკლული საკლავის ბადექონს. ამა ჰქვი...
გიორგობის მერე პირველი ორშაბათი უქმეა. სახლიდან რაიმეს გატანა გვეკრძალება. დაძახ...
ბარბარობის მერე სამი კვირა რომ გავა, მაშინ არის შობა. შობის ღამეს აკეთ...
ლიბლაურე//ლიჩდუში „ლიბლაურე“ ყოველთვის ხვდება მაშინ როცა ხვნა გვაქვს დამთავრებ...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ზემო სვანეთი)
ფოტოზე აღბეჭდილია ,,ბემბღუს " რიტუალი, გამომშრალი ხის ტოტზე , საახალწლო ,,ხულ-"...
ახალი წლის დილა გუარამ გირგვლიანის ოჯახში, მეკვლე ( მეჭშხი) ულოცავს ოჯახის წევრ...
ფოტოზე აღბეჭდილია ტრაპეზი ლალცხატის მინდორში, დღეობა სიკობზე, მსხვერპლშეწირვის შ...
მარანი...
მიცვალებულის სულის მოსახსენებლად წლისთავზე (სურვილის მიხედვით) არაყის სმა ეზოში ...
არყის ხისგან სამამაკაცო ლამპრების დამზადება მიცვალებულთა სულების მობრძანების დღ...
ფოტოზე გამოსახულია ლატალის თემის სოფ. იენაშის მკვიდრის ბიაზრუკ წერედიანის დატირ...
დღესასწაულ ,, ფუსნახან ლიძჰენი "-ის აღნიშვნა ლატალის თემის სოფელ იენაშში, საფერხ...
გარდაცვლილთა სულების მიღება-გამასპინძლება "ლიფანალის" დღეებში...
ფოტოზე მოცემულია ბეჩოს უღელტეხილი...
ფოტოზე მოცემულია მესტიის ხიდი (1927 წელი) ...
ფოტოზე მოცემულია მესტიის თემი. სოფელი ლაღამი ...