| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ზომხა-ახალი წლის დღესასწაული სვანეთში (გვ.6.) | |
| დასახელება (ორიგ.): | ზომხა | |
| ავტორისეული აღწერა: | მასალა ჩაწერილია მულახის თემის სოფელ ჟამუშში. 1946 წელს | |
| შინაარსი: | ახალი წლის მეორე დღეს რატომღაც არავის უნდა, არ სურს არც მგზავრობა და არც მგზავრობიდან დაბრუნება. ახალი წლის დღეს წესად გვაქვს დაბედება, დამთვარევება (ლიდშდოლე): ხარებს დავადგამთ უღელს და წავალთ ტყეში, ხარებს მოვუბამთ მარხილს. იქ მოვჭრით რბილ საშეშეს, ან ფიჭვის ტოტებს (ფურისს), ან არყის ხეს, დავდებთ იმას მარხილზე და მოვიტანთ შინ. ამით დავიბედებთ ხოლმე ახალი წლის მუშაობას კარგ მთვარეზე. დამბედებელს (მუდშდულის) დასაბედებლად, დასამთვარევებლად წამსვლელს ხელს აუხსნიან მთავარი სარიტუალო პურით (ფუსტის წინამძღოლით) (ფუსნა მუჟეღით) და თომის (წერექვის) კონით და ხარებსაც იგივენაირად. ასე ეტყვიან ხოლმე ხელის ახსნისას: „დრო–ჟამთ და წელიწადის მცვალებელო ღვთაებავ, კარგი წელი ახალი გაუთენე ჩვენი სახლისა კაცსაც და ხარსაც, კარგ მთვარეზე დაგვაბედე, გვიმარჯვე დაბედება (ლიდშდოლე)! მთელი წლის ნაშრომი მხოლოდდამხოლოდ ლხინში დასახარჯი გაგვიხადე. დაბედების ამ რიტუალის შესრულების მერე მთავარ სარიტუალო პურს (ფუსნა მუჟეღს) დააქუცმაცებენ ისე, რომ ნამცეციც კი არ უნდა დავარდეს ძირს და არ ოჯახის გარეთ, სხვა კაცმა ნახოს ვინმემ და ასე შეჭამენ, ამგვარად მიირთმევენ. ბევრი ახალი წელიმც მოგსწრებოდეთ მშვიდობით. | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | მულახის თემი | |
| სოფელი: | ჟამუში | |
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | 1946 | |
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 20სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | აშიაშეხ ლიდშდოლეზომხალეზომახლიდშდოლელიშიაშიმეკვლემეშიაშიმოჭშხალანაჭუშხვარნაჭშხუნვარირიდეელიმზირეუეხფუსნა მუჟეღუსქორქორა მჭშხიშიმი ლიფუშდეხული | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ჟამუში, ზემო სვანეთი)
ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათ საღამოს როცა ყველა სახლშია, ბავშვები ადგებიან, ერ...
ელობ (ელიაობა)- პერპოლაშიდან (პეტრე-პავლობიდან) სამი კვირის შემდეგ მოდის ელობ (...
იმ დღეს ცხრა ლემზირი გვჩვევია და დიდ ღმერთს შევალოცავთ: „ღმერთო, შენ მ...
არაყს დალევენ იმ დღეს. მოგროვებული ფულის ნაწილის არაყში იხდიან, ნაწილს კ...
ლამპრობა (ნამპრობ) ამ ღამეს გვჩვეოდა სეფისკვერების დაცხობა: კაცის სულადობ...
ლილაშუნედან ისგლინჩალამდე არის ერთი კვირა და სამი დღე. ისგლინჩაალის დღეს...
აღდგომის მეორე დღეს არის მიცვალებულთა დღე – კურთხევის ორშაბათი. იმ დღეს ...
ქალები გააკეთებენ ლიფაანეს და მხოლოდ თვითონ მიირთმევენ ხოლმე. სარიტუალო კ...
თეთრი ფხუ არის ხორცის აღაბის მერე ორშაბათს, ლოცვა სრულდება დიდი ღმერთი...
05/04 ქაშçათობ 18/04 მერე, „უფლიშის საფტინ“ - ია და იმართება „ქაშçìთობ“-ა. ორ კ...
ახალი წლის დილას რიჟრაჟზე, გამთენიისას დგებიან მეკვლეები. ამ დროს სახლ...
ამაღლება დღეს, დილით ერთი კაცი ადგება ხმისამოუღებლად, ულაპარაკოდ, უბრად ა...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ჟამუში, ზემო სვანეთი)
ქალების ქვევით ვედრების რიტუალი - ჩუბავ ლიმზირ, ჯგირანის სალოცავის შიგნით ...
ბეჩოს თემის ქალების სალოცავი ჯგერან, რომელშიც ინახება ნაყოფიერების (მომტანი) ქვე...
კერა...
გარდაცვლილის გამოსახულება წლისთავის სუფრასთან...
ბეჩოს საავადმყოფოდან ეცერის თემის გარდაცვლილი მამაკაცის სულის გადაყვანის რიტუა...
ქვაბში ხორცის ამოსარევი ხის ჯოხი ...
ხის მორისგან გამოთლილი წყლის ჭურჭელი ...
ფოტოზე აღბეჭდილნი არიან მულახელები...
ფოტოზე გამოსახულია მონადირე ბათლომ ნავერიანი, იარაღით და მთაში სასიარულო ჯოხით ...
ეპიზოდი დღესასწაულიდან აღბა-ლაღრალი, საქმისაი ფალოსით და მისი ამალა...
ქალები, ბავშვები და მამაკაცები მულახის თემიდან...
სამეურნეო იარაღი თოხი...