| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ლიფანაალი-ადგომ (გვ.2.) | |
| დასახელება (ორიგ.): | ლიფანაალი-ადგომ | |
| ავტორისეული აღწერა: | ||
| შინაარსი: | სხვაც, რაც კი რამ სამარხო იქნება. გარედან ავეჯის შემოტანისას ერთ პატარა სამფეხა მაგიდას, სკამტაბლას (ფიჩქს) ტოვებენ გარეთ ლილომალის დღემდე – ეს კი ყოველთვის ორშაბათს ხვდება. ყველა სხვა დანარჩენი ავეჯი უკვე შეტანილია სახლში, ოღონდ ამ სკამებზე დაჯდომა მანამდე არ შეიძლება, სანამ ლიფაანე (მიცვალებულებისთვის საკურთხი ტაბლის ლოცვით წადგმა) არ დამთავრდება. ახლა სახლში უკვე დააწყობენ ტაბლებს და დასაჯდომებს. პირველად დებენ პურებს, მერე ხორბალს, კანაფის კერძს (ქნაშს), ლობიოს, კარტოფილს, ხილს. ტაბლებზე დგამენ არაყს ბოთლებით და ჭიქებს. ყველა ჭიქაში ჩაასხამენ არაყს. ფიქალის,ღუმელის ქვემოთ შენთებულია ხული (ულ). ხულთან (ულცახან) ახლოს დგას ერთი პატარა ტაბლა. ამ ტაბლაზე ვდებთ საკურთხებლად ყველაფრის ცოტ–ცოტა ნაწილს, ყველაფრისა, რაც კი ოჯახს ექნება საკუთხის სუფრაზე. ეს არისო ბავშვებისთვის განკუთვნილი საკურთხი სუფრა. ამ ტაბლას ბავშვები დასტრიალებენო და ხულზე სხედანო. როცა ტაბლები უკვე გაწყობილია სრულად, მაშინ იწყებენ სანთლების დანთებას. ამ სანთლებს მთელ ტაბლებზე ჩაარჭობენ ყველგან, ზოგსაც ბოთლებზე მიამაგრებენ. ცხობისას მცხობელი პირველად სეფისკვერებს აცხობს. ამას ჩაუდებენ ერთ პატარა კალათში: წესად გვაქვს სამი ან ექვსი სეფისკვერი, პატარა ბოთლით არაყი, ერთი სანთელი, და ამას ყველაფერს წაიღებს ერთი კაცი, | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | მულახის თემი | |
| სოფელი: | ||
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ||
| ზომები: | - | |
| მდგომარეობა: | ||
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | ლოცვარიტუალიფუჩქწყალკურთხევახული | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
თეთრი ფხუს ორშაბათიდან კვირა საღამომდე არის ყველიერის კვირა. ყველი...
„ლიღუნწçრე“ როცა ოჯახი ხვნას მორჩება, იმ დღეს ლიღუნწçრე ჰქვა და ლამარიას ვევედრ...
მერე, კვირა დღეს, ფუსდის ხარის დაკვლის დღეა. სოფელი ამ დღისთვის გამოყოფს რვა ...
მეორე დღეს, ორშაბათს თçეთნე ფხუ ჰქვია. ამ დღეს ყველაფერი დასარეცხია: ტაბგა - მაგ...
სავ ნამგომ ურულდ ჰიწნი გულბიშნი რობ ლზგა ლავგუსტ ნაროგ გნწშრ გვარმნი ჟი...
ამაღლება დღეს, დილით ერთი კაცი ადგება ხმისამოუღებლად, ულაპარაკოდ, უბრად ა...
დღეს გობში (ლალშში „სათესურში“) ჩააწყობენ და ამაში აქვთ ასევე წერექვის...
ლასმანდარ – ტაბიკები იფრა – იფანი ლაყულა – გასაყოფი, გასამიჯნი ...
ლადბაშილი ჰქვია იმ სახლს, რომელშიც ქალები ნადბაშუნს აცხობენ და შეალოცავენ წ...
ახალი წლის ღამეს გვჩვევია ხულის მოტანა სახლში სარკმელების და ფანჯრების ...
კუენჩხის მომტან მოსახლეზე, ოჯახზე ამბობდნენ, რომ ამ მოსახლემ გააკეთ...
24/05 ჰèლშა საფტინ 06/04 ალèნგვერის მერე პირველი შაბათი არის ჰèლიში. . იმ კვირაშ...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
ყაუ - კერაზე ჩამოსაკიდი კავი ლაფთან - ხარის კუდისგან დამზადებული ბუხრის საწმენდ...
მღვდელი წლისთავზე აკურთხებს გარდაცვლილი ქალისთვის მიძღვნილ სუფრას...
ქალები, ბავშვები და მამაკაცები მულახის თემიდან...
სამეურნეო იარაღი თოხი...
ეპიზოდი დღესასწაულიდან აღბა-ლაღრალი, საქმისაი ფალოსით და მისი ამალა...
გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად გარეთ გაშლილი სუფრები...
ფოტოზე მოცემულია ბეჩოს მყინვარი ...
გარდაცვლილთა სულების მიღება-გამასპინძლება "ლიფანალის" დღეებში...
სამიწათმოქმედო იარაღები-გუთანი და გუთნის ნაწილები განმარტებებით ...
წლისთავზე გარდაცვლილი ქალისთვის სუფრის კურთხევა მღვდლის მიერ...
მარიამობა მულახში...
ფოტოზე აღბეჭდილია რაჟდენ ქალდანის კოშკიანი საცხოვრებელი სახლი, მულახის თემის სოფ...