| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ლიფანაალი-ადგომ (გვ.1.) | |
| დასახელება (ორიგ.): | ლიფანაალი-ადგომ | |
| ავტორისეული აღწერა: | ||
| შინაარსი: | ადგომი არის ნაახალწლევს ხუთი დრე რომ გავა მაშინ. ადგომი ისე უქმე არ არის, მაგრამ ამ დღეს გვჩვევია ძალიან უცხოდ, საკრალურად, ღრმად საიდულოდ ლიფაანე (ლოცვით საკურთხი სუფრების წადგმა მიცვალებულებისათვის), ამიტომ სახლის შიდა საქმეებს უნდება ყველა და ამიტომ სხვა საქმეს არავინ არაფერს არ აკეთებს. ამ დღეს გაურეცხავი და გამოუხარშავი არაფერი არ უნდა დარჩეს. დილას, როგორც კი ოჯახი, მოსახლე წამოდგება, ხელათ იწყებს ყველაფერ იმის გარეცხვა–გაწმენდას, რაც კი სახლში ჯამ–ჭურჭელი, ბარგი, ავეჯი და დგამეული იქნება. რა თქმა უნდა, ადგომის რელიგიური დღესასწაული იმართება ზამთარში, ყოველთვის ხუთ იანვარს (ძველი სტილით) ხვდება. და მაინც მიხედავად ამისა, მოსახლე გასარეცხად გარეთ გამოიტანს ხოლმე საკარცხულებს, სკამლოგინებს, (ლერგიმებს) და გარაცხავენ ძალიან მაგრად. გარდა ამისა სახლში ჯამ–ჭურჭლეულს და ქვაბებს ყველაფერს გახეხავენ და გამოხარშავენ მდუღარე წყლით და თომით. მერე უკვე შეიტანენ საღამოს გარეცხილ–გაკრიალებულ ავეჯს და ჯამ–ჭურჭლეულს სახლში, მხოლოდ იმ დროს, როცა უკვე შინ მცხობელი ამთავრებს ცხობას. ამ დღეს მარხვაა, არ ხსნილდება, ამიტომ ადგომის საკურხთის სუფრაზე ხსნილი აკრძალულია, არ შეიძლება, ყველაფერი მხოლოდ სამარხო უნდა გქონდეს სახლში: ხორბლის პური, კორკოტი და წანდილი თაფლით, ლობიო, კარტოფილი, ხილეული, სხვადასხვა ჩირი, | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | მულახის თემი | |
| სოფელი: | ||
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 20სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | ადგომლოცვარიტუალიფიჩქწყალკურთხევახული | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
მელღçê ლიკულთხêნი 10/02 მეორე დღეს, სამშაბათს, ჰქვია მელღçê ლიკულთხანი. ამ დღეს...
ს. იფხი დავით çოტაშერ ნანსყანი. მეისარობა დღეს, პირველად, ღორის ხორცის ჭამა ჩვენ...
აღბიერში პირველ პარასკევს ჰქვია ტახრე უებიშ. ლალჩადან ლიმპარიმდე ერთი კვირის მან...
იმ დღეს დილით გვჩვევია: ერთი კაცი ადრე ადგება და გავა ეკლის მოსაჭრელად. დავუვლით...
03/02 ყçილიერე დოშდიშ 16/02 მერე, მეორე დღეს, ყველიერის ორშაბათია. ამ კვირაში...
გაზაფხულის გიორგობა ყოველთვის ოცდასამ აპრილსაა. იმ დღეს, ზეგნეშელები, ბოგ...
პარპოლაში დგება 29 ივნისს. ამ დღეს სოფელი საერთო ხარჯით ყიდულობს შესაწირავ საკლა...
20/01 ლიმპარიშ დეშდი ლêდეღ 02/02 ლიმპარობის ორშაბათს ლაჰილელების ერთი ჯგუფი სოფ...
სათითაოდ დაუყენებენ სამ სეფისკვერს (ტაფ ლემზირს). ამის გარდა აცხობენ ერთ...
აიას მერე მეორე კვირადღეს ბაია (ბა) ჰქვია. იმ დღისთვის ქალები ხორბლის ...
ისგლილჩალი ყოველთვის ოთხშაბათ დღეს ხვდება დიდმარხვაში. იმ ღამეს ი...
ცუდი პარასკევი ჰქვია პარასკევს აღაპების კვირეულში. იმ დღეს რომ არ შეიძ...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
სულის მოსახსენებელი სუფრა მიცვალებულის სახლში ...
ქალების ქვევით ვედრების რიტუალი - ჩუბავ ლიმზირ, ჯგირანის სალოცავის შიგნით ...
ერთ-ერთი ეპიზოდი აღბალაღრალის დღესასწაულის რიტუალიდან...
ეპიზოდი დღესასწაულიდან აღბა-ლაღრალი, საქმისაი ფალოსით და მისი ამალა...
სამეურნეო იარაღები მარცვლეული კულტურების მოსავლის ასაღებად. კევრი და უღელი, ღვლე...
ლიმერიეს დღეს მღვდლის მიერ არყის მიწაზე ლიბაცია და სასაფლაოზე მიტანილი სანოვაგის...
სცენები აღბალაღრალის დღესასწაულიდან, საქმისაი ფალოსით, ნიღბით, ,,იარაღით" თავის ...
ფოტოზე მოცემულია ხიდი მდ. ენგურზე ...
საკურთხი სუფრები საფლავებზე მარიამობა ( ლიმერიე) დღეს. ...
ფოტოზე მოცემულია მესტიის თემი. სოფელი ლაღამი ...
ფოტოზე აღბეჭდილნი არიან მულახელები...
სამეურნეო იარაღი თოხი...