ზომხა-ახალი წლის ტრადიციები სვანეთში (გვ.1.)

ტიპი: ხელნაწერი
დასახელება: ზომხა-ახალი წლის ტრადიციები სვანეთში (გვ.1.)
დასახელება (ორიგ.): ზომხა
ავტორისეული აღწერა:
შინაარსი: ახალი წლის ღამეს გვჩვევია ხულის მოტანა სახლში სარკმელების და ფანჯრების დახურვის შემდეგ, სარიტუალო პურების ცხობის პერიოდში. ხული ეს არის არყის ხის მოკლე ტოტი, ნაჭერი. სახლში შემოტანისას ხულზე ხელი აქვს მოკიდბული ორ ადამიანს: ერთს წინ, თავში, მეორეს კი – ბოლოში. ხულზე დასვამენ, წამოასკუპებენ ხოლმე ერთ ბიჭს. ხულს ზედ წამომჯდარ ბიჭთან ერთად სახლს სამჯერ ირგვლივ, შემოატარებენ მარჯვენა მიმართულებით. სახლში მყოფები და ხულის შემმომტანები ამ დროს ამბობენ: „ხიცი–ძუნუ ბამბღუ“, და ამ ფრაზებს იმეორებენ, ვიდრე სამჯერ კერიას ირგვლივ არ შემოუვლიან წრეზე, მიარჯვენა მხარის მიმართულებით. ამ დროს ბავშვს (ბიჭს) პწკენენ და (თიგრებსაც ) აძგერებენ ხოლმე. სამჯერ კერიის ირგვლივ შემოვლა რომ დასრულდება, ბიჭს დავსვამთ კერიასთან, ხულს ჩამოვიღებთ ხოლმე მხრებიდან და შევუნთებთ ხოლმე კერიის ქვეშ ან შუაცეცხლის გვერდზე დავდებთ. ხულის ჩამოღების მერე კერიის სიახლოვეს შემოგვყავს პატარა თეთრი ვერძი, რომელსაც მატყლს ვაწიწკნით; ამ მატყლს ვდებთ ხულზე, ზედ გადავუსვამთ ხოლმე ცომს (ცომუკას! კნინ. ფორმა). ავიღებთ დანას. და დანის წვერით ვჩხვლეტთ ცომზეც და მატყლზეც და თან გავიძახით: „ხარი, ხარი, ხარი“, „ძროხა, ძროხა,ძროხა“, „ცხვარი, ცხვარი, ცხვარი“, „თხა, თხა, თხა“, „ცხენი, ცხენი, ცხენი“... და ასე ჩამოთვლიან საქონელს და სულდგმულს ყველას. მოსავლის და ჭირნახულის ჩამოთვლა კი წესი არ არის. ამ სულდგმულს იმიტომ ჩამოთვლიან ამდენჯერ, რომ საქონლის სიმრავლე იცისო და ამიტომაც ამბობენ ბევრჯერ. ეს ხული უკვე სულ შენთებულია ხოლმე ცეცხლში ლიფანალის დამთავრებამდე.
დამატებითი ინფორმაცია: ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე ქეთევან მარგიანმა
თემი: მულახის თემი
სოფელი: ჟამუში
ტერიტორია: ზემო სვანეთი
წელი: 1946
მასალა: ქაღალდი, მელანი
ზომები: 20სმ × 17სმ
მდგომარეობა: დამაკმაყოფილებელი
დაზიანებები:
თეგები: ზომხალოცვარიტუალისაქონელისემიპიტულდსეფისკვერიხიცი ძუნე ბამბღუხული

სხვა გვერდები:


ამავე ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ჟამუში, ზემო სვანეთი)


...
ზომხა-ახალი წლის დღესასწაული სვანეთში (გვ.3)

მეკვლე ჩამოჯდება სკამზე. აიღებს ფუსნ მუჟეღს მთავარ სარიტუალო პურს, და ...

...
ჭინკების, ეშმაკების, კუდიანების კვირეული (ჰერიაა მიიშუ) (გვ.2.)

ბაიას მეორე დღესვე, ორშაბათ დღეს ჭინკების, ეშმაკების, კუდიანების კვირეული...

...
ტარიჯმაშის დღესასწაული (გვ.9)

მოცემულია ტარიჭაბუგვის // taritabűgv// tabgom-ის სახელით ცნობილი, აღდგომის შემდ...

...
ლიქშორალი

ლიქშორალი ჰქვია მდინარის პირას ქვიშაზე რიტუალებს. აღდგომის ხუთშაბათ დღეს...

...
სეტყვის საწინააღმდეგო დღე

17/04 სკარხალხêნ 30/04 მერე, ხუთშაბათ დღეს სეტყვის საწინააღმდეგოდაა უქმე. მთე...

...
ლიგურკე. ახანახა (გვ.1)

ლიგურკე - ყოველთვის 15 ივლისს მოდის. ამ დღეს ყველა ოჯახი საკუთარ სახლში შესაწირ...

...
ლიმქელდი

მერე ხუთშაბათს ლიმქèლდია და ყველა იქ მიდის ლახუშდში სალადბაშოდ - ოჯახიდან თითო ქ...

...
გაზაფხულის გიორგობა (გვ.8.)

იმ ოჯახში, რომელიც კუბდარებს უცხობს. იქ ხარის გულ–ღვიძლს დასერავენ, დაჭრი...

...
გოცობ

20/04 გოცობ 30/05 ფუსნა ხარის დაკვლის მერე მოსულ კვირა დღეს ჰქვია „გოცობ“ გოცობ...

...
ლითოდრი (გვ.3.)

მეშხე ფხუს მერე არის ლითოდრი. ყოველთვის ლითოდრი ხვდება შაბათს. ლითოდრის ...

...
თეთრი ფხუ

ხორცის აღაპის მეორე დღეს ორშაბათ დღეს არის თეთრი ფხუ. იმ დღეს იფარ...

...
მეისრაბი (გვ.1.)

მეორე დღეს, შაბათს, დილით, ღამე, ერთი საათი რომ იქნება დარჩენილი ავდგებით, ფან...

სხვა ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ჟამუში, ზემო სვანეთი)


...
სახლების დიდებით შემოვლა გარდაცვლილ სულთა წასვლის დღეს (ლიფანალის დასრულებისას).

სახლების დიდებით შემოვლა გარდაცვლილ სულთა წასვლის დღეს (ლიფანალის დასრულებისას)...

...
მულახი

ფოტოზე მოცემულია მულახის თემის ტერიტორია...

...
ყველის საწური კალათა

ყველის საწური კალათა ...

...
ხის ჯამი

ხის ჯამი ...

...
დაკრძალვა იფარის თემში

დაკრძალვა იფარის თემში, სოფ. ნაკიფარში.ფოტოზე აღბეჭდილია სოფ. ნაკიფარის ეკლესია,...

...
მიცვალებულთა სულების მობრძანების დღეს საქალებო ჩირაღდნების გამოთლა არყის ხისგან

ფოტოზე გამოსახულია არყის ხისგან საქალებო ჩირაღდნების -ლამპრების გამოთლა მიცვალებ...

...
სვანი მონადირე ბათლომ ნავერიანი მულახის თემის სოფ. ჟაბეშიდან

ფოტოზე გამოსახულია მონადირე ბათლომ ნავერიანი, იარაღით და მთაში სასიარულო ჯოხით ...

...
გარდაცვლილის სულის მოსახსენებელ დღეს გაკეთებული საკურთხი მოხარშული ხორცით

გარდაცვლილის სულის მოსახსენიელბელ დღეს მოხარშული ხორცით გაკეთებული საკურთხი ...

...
სულის მოსახსენებელი სუფრა მიცვალებულის სახლში

სულის მოსახსენებელი სუფრა მიცვალებულის სახლში ...

...
კერა

კერა...

...
ქვაბში ხორცის ამოსარევი ხის ჯოხი

ქვაბში ხორცის ამოსარევი ხის ჯოხი ...

...
საავადმყოფოდან გარდაცვლილის სულის წაყვანის რიტუალი

ბეჩოს საავადმყოფოდან ეცერის თემის გარდაცვლილი მამაკაცის სულის გადაყვანის რიტუა...