| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ზომხა-ახალი წლის ტრადიციები სვანეთში (გვ.2.) | |
| დასახელება (ორიგ.): | ზომხა | |
| ავტორისეული აღწერა: | მასალები ჩაწერილია მულახის თემის სოფ. ჟამუშში მთხრობელი: რაჟდენ ქალდანი 1946 წ. | |
| შინაარსი: | თუკი გამოლევისა შეეშინდებათ (ხული ბოლომდე არ დაიწვასო), მაშინ გამოიღებენ და შგილში შეინახავენ ანუ მიცვალებულების სულების გაბრძანების (ლიჰლომალის) დილამდე. ლიჰლომალის ამ ხულს წავიღებთ ტაბლასთან ერთად ეზოში (ჰაგამში ) და ტაბლის, სუფრის ლიფანეს და კურთხევის მერე ამბობენ: „ ჩვენს მიცვალებულებს (მეცლაბუს) კარგი ფეხიმც დაგეტოვებინოთ. ხულის ნამწვავს, თუნდათ პატარა ნახშირს შევინახავთ ან ხვალჩაბში ( ხუალ–ჩაბისგა ) ან კედელში გაეთებულ პატარა უჯრაში, თაროში (სანაიში). მერე როცა ყანებში ნაკელის გატანას ვიწყებთ, მაშინ ნაკელთან ერთად ჩავაგდებთ სავ–ჩავ – ში და გავიტანთ ხოლმე ყანაში. როგორც ამბობენ, კარგი მოსავალი იცის თურმე ხნულში ხულის ნამწვავის შერევამ. თუკი ხული მთელი ლიფაანალის მანძილზე ცეცხლში შენთების მიუხედავად დიდი მოცულობით დარჩება, ის არ მოსწონთ ხოლმე. იმიტომ რომ (ლეჟგნემი ნაუზგრი). ყანაში სარეველა ბალახის მოშორების დაუმავრებლობა იცის თურმეო ანუ სარეველა ბალახის არ გამოლევა იცის თურმე. ამ ხულს ახვევია თურმე ბავშვთა სულები. მოზარდების, ჩვილების, ბავშვების სულები მხოლოდდამხოლოდ ხულს ახვევია, და ამიტომ გვჩვევია, რომ ლიფაანალიში ხულზე აუცილებლად ვანთებთ სანთელს, აქვე ვდებთ სამ პატარა სეფისკვერს (სემი პიტულდს), სხვადასხვა ხილს, რძეს (რძეუკას) ვდგამთ ჭიქით, ბავშვების სათამაშოებს, თოჯინებს, სხვა რამეებსაც, რასაც გაერთობიან ბავშვები. ხულთან ლიფანე წესად გვაქვს მაშინ, როცა ვაკურთხებთ (ჩაბდარს) დანარჩენ ტაბლებს, კერიასთან ბავშვებს, როგორც წესი, რძით შეუნდობენ ხოლმე, რძითვე აკურთხებენ ხულის ტაბლას. | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | მულახის თემი | |
| სოფელი: | ჟამუში | |
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | 1946 | |
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 20სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | ზომხალოცვარიტუალისაქონელისემიპიტულდსეფისკვერიხიცი ძუნე ბამბღუხული | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ჟამუში, ზემო სვანეთი)
ხორცის აღაპის მეორე დღეს ორშაბათ დღეს არის თეთრი ფხუ. იმ დღეს იფარ...
ქრისტეშობა დღეს გამთენიისას (გათენებამდე) ქალები აცხობენ კვანჭილებს, და ხაჭაპ...
ღუეშე ლიმერიე მარიამობის შემდეგი კვირაა, რომლის დროსაც კარგი მოსავლისთვის იწირე...
შაბათს საღამოს სულები ლალხორში მიდიêნ. მაშინ სკამზე და ბანდარზე დასხდომა შეუძლია...
კვირას ლალჩა არის. საღამოს ლალყêჯს დავკლავთ. ზოგს (იენაშელებს) გოჭი სჩვევიათ. ამ...
მაშინ სხვა ხალხმაც, დანარჩენებმაც მიანებს თავი. ათას ცხრაას ოცდაორ წლამ...
ახალი წლიდან, (ზომხანღო) მეხუთე დღეს არის „ხვდება“ ადგომი. წყალკურთხევი...
ლითოდრიელის მერე ორშაბათ დღეს არის ხატიცხოველი ანუ ხატი ცოცხალი. იმ დღეს...
აღდგომის ხუთშაბათს დღისით ვაკეთებთ ხორბლის ფაფას. საღამოს ვიტრაპეზებთ. ტრაპეზ...
„ლინშდაქçრი“ ოჯახი, როცა მკას მორჩება, მაშინ „ლინშდაქçრე“ ჰქვია. იქ ღამე ლამარია...
ბადექონს მიიტანენ ერთ რომელიმე ოჯახში, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ ოჯახ...
ერთ გიმუნდს ეკლესიის მინაშენთან, ლადბაშთან დადებს. ამ დიდ ჯოხს, ჭოკს (ლაყუ...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ჟამუში, ზემო სვანეთი)
მაგიდა გარდაცვლილის თავთან; გარდაცვლილის საყვარელი საყოფაცხოვრებო ნივთებით და ...
ოჯახების დიდების რიტუალით დავლა სულების წასვლის დღეს (ლიფანალის დასრულებისას)....
ბეჩოს თემის ქალების სალოცავი ჯგერან, რომელშიც ინახება ნაყოფიერების (მომტანი) ქვე...
აღბა-ლაღრალის დღესასწაული, საქმისაი ფალოსით და ჯოხით...
ფოტოზე მოცემულია ხიდი მდ. ენგურზე ...
საკურთხი სუფრები საფლავებზე მარიამობა ( ლიმერიე) დღეს. ...
წმ.ღვია და წმ.მსხალი ფარის თემში. ...
ხის მორისგან გამოთლილი წყლის ჭურჭელი ...
მარიამობა მულახში...
ნიჩაბი, ფოცხი, თოხი,ხორბლის სახვეტი ნიჩაბი, მცირე ზომის ხის ურო, ტყავის დასამუშა...
გარდაცვლილის გამოსახულება წლისთავის სუფრასთან...
სახლების დიდებით შემოვლა გარდაცვლილ სულთა წასვლის დღეს (ლიფანალის დასრულებისას)...