ტიპი: | ხელნაწერი | |
---|---|---|
დასახელება: | ბერიკაობა-ყეენობა (აღბალაღრალი) (გვ.4.) | |
დასახელება (ორიგ.): | აღბალაღრალი | |
ავტორისეული აღწერა: | (ეს საქმე, მოწმედებები ჩავწერე მუჟაბეშელი ბოთლომე ნავერიანის ნაამბობის მიხედვით აღბალაღრალის დღეს, სოფ. ჟაბეში 22 / II / 31 | |
შინაარსი: | გუნუაანთ ჩამეგიანთა ერთ–ერთი წინაპარი (ხოშა) დაჭერილი ყოფილა კახეთში. არ უშვებდნენ თურმე. ეს დაჭერილი კაცი შეევედრა თურმე ღმერთს, ოღონდაც როგორმე სვანეთამდე ჩამაღწევინე, ოღონდაც სვანეთში გამიშვი და მე იქ აუცილებლად გავაკეთებო აღბალაღრაალს. ამ გულწრფელი ვედრების მერე მართლაც გაუშვიათ თურმე. სამჯერ ამოსულა ზეგანზე და იმდენჯერვე დაბრუნებულა უკან. ავიწყდებოდა თურმე. მერე უკვე, როგორც იქნა, მიუღწევია თავის ოჯახამდე და თავისი სოფლისთვის გაუკეთებია ეს სახალხო დღესასწაული – აღბალაღრაალი. აღაპების კვირეულის ხუთშაბათ დღეს სოფლის მამაკაცები იწყებენ თოვლის კოშკის აგებას. პარასკევ დღეს კოშკის აგება, მშენებლობა ცოტაღა რჩება. კოშკს შუაში ჩაარჭობენ ნაძვის გრძელ ჭოკს (ჭეერს), რომელსაც წვერზე გამოაბამენ ნაწნავს, ჩვეულებრივი ჭვავის გამხმარ ტოტებს ადამიანის ხელ–ფეხის მსგავსად, სახით და ფორმით. იმას თავზე ქალის თმებს გაუკეთებენ ხოლმე. ამ გრძელ ჭოკს (ჭეერს) ფეხებშუა შეუდგამენ / ჩაუდგამენ ყველის საწურ ჩეჩოს (ზერდს) და ჩამოჰკიდებენ ფალოსს (ხუემ–ყურნას!) ამ ჭოკზე გამოსახულ კაცს მოაბამენ ასევე, ხელში დააკავებენ მშვილდ–ისარს, იქვეა მიმაგრებული ფარი (ფაარ). როგორც წესი ეს ფარი არის ამ შემთხვევაში ძველი საცერი. შაბათ დღეს მთლიანად მთავრდება კოშკის მშენებლობა. ბოლოს უკვე კოშკს კიდეზე თოვლისგან გამოთლილ შაქრის თავს დავადგამთ ხოლმე, იმაზე სამ თოვლის გუნდას დავდებთ. კოშკი დამთავრებულია! შაბათ საღამოს სოფლის დასავლეთით შეიკრიბება მუჟალის სოფლების დიდი და პატარა, ქალი და კაცი. ამ სახალხო დღეობის მონაწილენი მოდიან განიერი და ფარტო ბარებით (ლახირებით ) და თოვლის ნამქერობა, ნამქეცვენა (ლიქსალ ) იწყება: ჟაბეშელები და ჩვაბიანელები ერთმანეთს თოვლს აყრიან ჯიბრით: ჩვაბიანი მოერევა, მოუგებს თუ ჟაბეში. მიაჩნიათ, რომ მოგება, მორევა კარგად მოქმედებს წელიწადზე. (აი, რომელი სოფელიც მოერევა, იმას ექნება (მოუვა) უკეთესი წელიწადი). ნამქერობის, ნამქერცვენის (ლიქსალ) რიტუალის დასრულების მერე ხალხი ირჩევს საქმისაის და ყაენს. ამის მერე საქმისაი თვითონ ირჩევს თავის ამხანაგებს. ეს „არჩევნები“ რომ დამთავრდება, მერე იმართება ფერხული იმ ადგილას, სადაც ნამქერობის, ნამქერცვენის რიტუალი ჩატარდა. იმ დღეს ჩვაბიანშიც და ჟაბეშსიც იმართება (ლიტბლი). ტაბლების შეწირვა, ტაბლაობა. (ლიტბლი – ღვთისადმი სალოცავი პურების, ტაბლების, საკლავის მსხვერპლად შეწირვა (თოფურია, ქალდანი, სვანური ლექსიკონი, 2000: გვ. 449). შეალოცავენ და შესწირავენ (ლესკარს) სარიტუალო პურს და არაყს ბლომად. ფერხულის შესრულების მერე კვლავ ნამქერობის, მშრალი თოვლის მიყრა–მოყრის თამაშია. ამ დროსაა ყველა მეტად მორევა – ჯობნება თავგამოდებით. ამის მერე უკვე ჟაბეშელები და ჩვაბიანელები დაზავდებიან, დაშორდებიან, გაეცლებიან ერთმანეთს. ჩვაბიანელები (აქ კნინობითი ფორმითაა!) შინ წავლენ. ჟაბეშელები დაბრუნდებიან თავიანთ სოფელში და კოშკთან იმსჯელებენ, გადაწყვეტენ, ვინ უნდა გამოაცხოს აღბის დღისთვის (ლესკარი) დიდი სარიტუალო პური. და ლესკარზე ასევე უნდა იდოს ერთი წველა ყველი (ქივ). ამის მერე ჟაბეშელები უკვე დაიშლებიან. კვირა დღეს მზის ამოსვლამდე საქმისაი და მისი ამხანაგები შეიკრიბებიან საქმისაის სახლში. ის გამოიტანს არაყს და დააცხობს სეფისკვერებს. საქმისაი სადღეგრძელოებს ამბობს შეცვლილი ხმით. სხვები კი ეუბნებიან „ამინს“. უკვე იწყება ხალხის მოსვლა კოშკის სვიფში. ისინი იქ საქმისაის მოსვლამდე ასრულებენ ფერხულს. ასრულებენ კოშკთან, და ასრულებს ექვსი–შვიდი კაცი. ფერხულის მერე ხალხი განაგრძობს მხიარულებას საქმისაის მოსვლამდე და მერეც, თითქმის დაღამებამდე. საქმისაითან რომ მორჩება საქმე, მერე თანასოფლელები, მოსახლეები ჰპატიჟობენ საქმისაის და მის ამხანაგებს. ზოგჯერ ხდება ისეც, რომ შეიძლება ათ ოჯახზე მეტმაც კი დაპატოჟოს. დაპატიჟებები რომ მთავრდება, ამ დროს მზე უკვე დასავლეთისკენაა გადაწეული. ამ დროს უკვე საქმისაი და მისი ამხანაგები და მომლხენი ადამიანები ყველანი იკრიბებიან ერთად. ამათ შეუერთდებიან ხოლმე ძლიერი და შეძლებული ვაჟკაცები ჩვაბიანიდან, რომელთაც თან მოაქვთ დროშები (დურშაიალ) წიწვოვანი ხეებისა. საქმისაი და კოშკის სვიფში მოსულები ამ დროშებს (დურშაიალს) წვერეობზე წითელ ნაჭრებს გამოაბამენ ხოლმე. დროშა (დურშაი) მხოლოდ ერთ კაცს უჭირავს, სანამ გაძლებს იქამდე. გაძლება მკლავის ძალაზეა დამოკიდებული. დურშაი მხოლოდ ხელის ძალით უნდა დაიჭიროს. თუკი წამოექცევა დურშაი, ის ცუდის ნიშანია. საბოლოოდ ამ დროშას კოშკის სვიფში, ქვის ზღუდის, ქვის გალავნის კიდესთან თოვლში ჩაასობენ. ცოტა ხანიც და საქმისაი და მისი ამხანაგებიც მოვლენ. ჯერ საქმისაი და მისი ამხანაგები მზად არ არიან. სვიფში შეკრებილი ხალხი საქმისაის მოციქულებს, შუამავლებს უგზავნის, რომ არავინ ერთთმანთს გული არ უნდა ატკინოს, არავის არაფერი არ უნდა ეწყინოს. ამაზე ყველა თანახმაა. ამი მერე უკვე საქმისაი თავის ამხანაგებიად შეერევა, გაერევა ხალხში. მრავალჯერ ისვრის და ისვრის ხალხში ცოცხებს. ყაენს ხელში უჭირავს ხის მაგარი დაშნა. ყაენიც ზოგს სად ურტყამს, და ზოგს – სად. ზოგიერთს დაასისხლიანებს კიდევაც, ზოგიერთს ტანსაცმელს შემოახევს ხოლმე... ვინც უკეთესადაა ჩაცმული, იმისკენ უფრო იწევა და იმასთან უფრო მეტ სიავეს ჩადის. ამის მერე საქმისაი და მისი ამხანაგები ცემა–ტყეპით თანათან შორდებიან ხალხს, (გადიან ხალხისგან). ჟაბეშში ნასახლარი (ნალქორ) სადაც იქნება ხოლმე, იქ შევლენ. იქ მიდის მასპინძლობა და არყის დალევა. ამასობაში საქმისაი, ყაენი და დედოფლები გაემზადებიან ყველანი. საქმისაის უნდა ეცვას კანაფის საცვალ–პერანგი. აქამდე სულ გვქონდა კანაფის ასეთი ტანსაცმელი. სახეს მთლიანად მურით და ნახშირით შევუღებავთ. ზურგზე კანაფის (ნაგუედს ) აჰკიდებენ, მერე კი ფალოსს (ხუემ–ყურნას) გამოაბამენ. ყაენს გარედან უნდა ეცვას ნანადირევის ქურქი. სახეს გავუმურავთ, თავზე ადგას გუდა (გუდრა). ფალოსს შეაბამენ, ხელში დაშნა უჭირავს. დედოფლები არიან ბიჭები, მაგრამ ქალის ტანსაცმელები აცვიათ. ამის მერე უკვე ყველანი გამოდიან ამ სახლიდან. აქედან გამოსვლის მერე ღელის გადაღმა, ღელის დასავლეთით დაახვედრებენ ლესკარს და ერთ წყველა ყველს. იქვე ამას ყველაფერს საქმისაი შეალოცავს, შესწირავს ლამარიას. ლამარიას აქვე შესთხოვენ, რომ სიძლიერე (ლალღუზი ) და სიმდიდრე მიანიჭოს სარიტუალო პურის გამმოცხობ ოჯახს. საქმისაი ახლა შემობრუნდება ხალხში ისევ ცემა–ტყეპით, ფალოსს „ილესავს“ ცოცხით, და ემუქრება ქალებს და აშინებს ხმარებით. ხშირად ცისკენ აღაპყრობს სახეს, ზეცას ემუქრება ხელებით და გაიძახის: „ლამარია, ღვთისმშობელო, წლის მოსავლით, ჭირნახულით გაახარე მუჟალის სოფელი“. საქმისაის საქმის დაწყებამდე ხალხმა უნდა გზების ფერხული გააკეთოს. ამ დროს რომ მორჩებიან, მაშინ ყაენი დააწვენს ორ დედოფალს. ქვემოთ რამეს დაუფენენ ხოლმე, ზემოდან კი ნაბადს გადააფარებენ ამ დედოფლებს. ამ დროს ყაენი ზემოდან შემოაჯდება ამ დედოფლებს და უკეთებს „რიტმულ მოძრაობებს“ (ხოკზუნე). ახლა საქმისაის დარდი აქვს ამ დედოფლებისა. ამიტომ მივა დედოფლების საწოლთან და ჩუმ–ჩუმად მიაყურადებს, ნეტავ რას აკეთებენო. იმათთან ერთად მიასწრებს ყაენს. საქმისაი ცოცხით გატკუცავს ყაენს. მერე ვაზირებს გააგზავნის. ეს ვაზირები ყაენს წაართმევენ დედოფლებს და მოუყვანენ საქმისაის. ეს ძალიან მოსწონთ და სიამოვნებთ საქმისაის და მის ამხანგებს. ყაენს ძილში მოპარეს დედოფლები. და რომ გაიღვიძა, ვეღარ იპოვა ისინი თავის სიახლოვეს. ყაენი მეტისმეტად შეწუხდა, ძალიან დიდხანს ეძებდა. ყაენს ჰგონია, რომ დედოფლები მიწის ხვრელებში ჩაძვრნენ. ასეთი შეწუხებული ყაენი გამოდის ხალხში. დარდისგან ჯავრს სწორედ ამ ხალხზე იყრის და სცემს ხან აქეთ მყოფებს, ხან იქით, სცემს დაუზოგავად. ამის მერე საქმისაი და ყაენი ეტაკებიან ერთმანეთს ხელდახელ. საქმისაი ჩამოიგდებს, ძირს დასცემს ყაენს. მერე გავა განზე. გალავანთან შეჩედებიან ყველანი. აქ უკვე სამისაი ხელში აიღებს ლესკარს და შეალოცავს, შესწირავს ლამარიას წლის მოსავლის ბედზე და აქ მოსული ადამიანების სახლზე. ამის მერე საქმისაი კვლავ ქალებისკენ მიუშვერს თავის ფალოსს და ემუქრება იმათ, რომ იხმარს. ხალხში ამ დროს არის სიცილ–ხარხარი და მხიარულება. თუმცა ზოგიერთს თითქოს სრცხვენია და ერიდება კიდევაც. დედოფლები დასდევენ კარგ–კარგ, მოხდენილ–მოხდენილ ქალებს და კაცებს და პატარა ჯოხებით (თგრალ ) უღიტინებენ ინტიმურ ადგილებში (ბოქვენის მიდამოებში). ამასობაში საქმისაითან და მის ამხანაგებთან მოდის დამპატიჟებელი. ამ დროს საქმისაი ლამარიას კიდევ ერთხელ შეალოცავს ლესკარს და ყველს. მერე ყველს ოდნავად ჩაკბეჩს ხოლმე, დაღეჭავს, მერე ხალხისკენ გადააფურთხებს და თან ამბობს: „ჰე, კარგი ღამემც გქონდეთ აქაურებსაც და სტუმრებსაც, ყველიც ბლომად და უხვად გქონდეთ და პურიც“. ფალოსს ილესავს და კვლავ იქადნება ქალებისკენ. ამის მერე ხმაურით, შეძახილებით, ყვირილით წავლენ იმ ოჯახისაკენ, სადაც უნდა გამოიცვალონ ძველი ტანსაცმელები. დამპატიჟებელი ოჯახი ნასახლარში მიიყვანს დღეობის მონაწილეებს. იქ ძველ შესამოსელსაც გამოიცვლიან და არაყსაც ბევრს დალევენ ხოლმე. რა გასაკვირია, რომ ლესკარსაც იქვე დაჭრიან და შეჭამენ და ყველასაც. აქ, ამ სახალხო დღეობაში ბევრი ადამიანი გროვდება და იყრის თავს და კარგად ილხენენ და ატარებენ დროს. დღეობის ბოლო ეტაპამდე საქმისაი არ დათვრება არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოვალეობა აქვს, ბევრი საქმე ადარდებს. ახლა კი, უკვე აღბალაღრალის დასასრულისკენ საქმისაი და მისის ამხანაგებიც კარგა გვარიანად დათვრებიან. როცა საქმისაის მოქმედებები ეხება ხალხს, იმ დროს მონადირე კაცი დაალოცინებს ხოლმე საკუთარ თავს საქმისაის და მაშინ ჩუქნიან ზოგი ფულს, ზოგი ტყვია–წამალს. საჩუქრებიდან საქმისაი არაფერს არ აძლევს თავის ამხანაგებს. ***** საქმისაის ხალხში დაბრუნებამდე მუჟალის ახალ–ახალი ყმაწვილკაცები, ბიჭები ცდილობენ კოშკის ანძის წვერზე ასვლას. მაგრამ ყველა ვერ ახერხებს ასვლას. ყველა ვერ ადის. ათიდან ერთი ვერ გამოერევა ხოლმე ამსვლელი, ასვლისშემძლებელი. ვინც ადის წვერზე, ის ფარს ჩამოაჭრის. ამ ჩამოჭრილ ფარს ჟაბეშელი ჟაბეშისკენ მოისვრის ხოლმე, ჩვაბიანიშელი კი, როგორც წესი, ჩვაბიანისკენ აგდებს. რომელ მხარესაც გადაიტყორცნება ფარი, იმ მხარეს არის მოსალოდნელი კარგი მოსავალი და კარგი დროება (ხოჩა ზაობ). | |
დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე ქეთევან მარგიანმა | |
თემი: | მულახის თემი | |
სოფელი: | ||
ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
წელი: | 1931 | |
მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
ზომები: | 20სმ × 17სმ | |
მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
დაზიანებები: | ||
თეგები: | აღბალაღრალიბერიკაობა ყეენობა |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
"ტყეების სახლები: ურუ ჭალ, სარგობ, ანლ, აზაუ, კოჯრ, ლსილ, ლზქრ, კედერ,...
მიცვალებულის დატირება. სარიტუალო პურების ცხობა და შესაწირის გაცემა...
მერე იმას ჯამში ჩადებენ, წყალს ჩაასხამენ და დააბრუნებენ (შეაცურებენ) სიღ...
მეორე დღეს, ორშაბათს თçეთნე ფხუ ჰქვია. ამ დღეს ყველაფერი დასარეცხია: ტაბგა - მაგ...
მეორე დღეს არის ნათლისღება, წყალკურთხევა (განცხდაბი). (შდრ. ძველი ქართ. ...
ხარისას შეალოცავენ, შესწირავენ. იმ დღეს საკლავს არ კლავენ. მუშაობა არ შე...
ახლა, კვირა დღეს, ღერთა ლამპრობია, მაგრამ ის ყოველთვის კვირა დღეს არ ხვდება. მი...
„ლიღუნწçრე“ როცა ოჯახი ხვნას მორჩება, იმ დღეს ლიღუნწçრე ჰქვა და ლამარიას ვევედრ...
აღბიერში პირველ პარასკევს ჰქვია ტახრე უებიშ. ლალჩადან ლიმპარიმდე ერთი კვირის მან...
მერე, კვირა დღეს, ფუსდის ხარის დაკვლის დღეა. სოფელი ამ დღისთვის გამოყოფს რვა ...
ბარბარობის ღამეს ქალები პირველად დააცხობენ ცარიელ პურებს. ივახშმებენ, დაპუ...
უფლიში ლიფხჟìლ გოცობის მერე, როცა დაგვიმთავრდება ლასკარის ხარჯი, ფქვილი და ხარი...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
ნიჩაბი, ფოცხი, თოხი,ხორბლის სახვეტი ნიჩაბი, მცირე ზომის ხის ურო, ტყავის დასამუშა...
ყაუ - კერაზე ჩამოსაკიდი კავი ლაფთან - ხარის კუდისგან დამზადებული ბუხრის საწმენდ...
ეპიზოდი დღესასწაულიდან აღბა-ლაღრალი, საქმისაი ფალოსით და მისი ამალა...
მიცვალებულის სულის მოსახსენებელი საკურთხი სუფრა გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს, მ...
გარდაცვლილის სულის მოსახსენიელბელ დღეს მოხარშული ხორცით გაკეთებული საკურთხი ...
მაგიდა გარდაცვლილის თავთან; გარდაცვლილის საყვარელი საყოფაცხოვრებო ნივთებით და ...
სამამაკაცო ლამპრების დაწვა საფლავზე ლამპრობაზე ...
მართკუთხა ფორმის ქაღალდზე შავი ფანქრით ჩახატული ტაბლა ...
სამეურნეო იარაღები მარცვლეული კულტურების მოსავლის ასაღებად. კევრი და უღელი, ღვლე...
სამეურნეო იარაღი თოხი...
საფუარის დასაყენებელი ხის კასრი ...
ფოტოზე აღბეჭდილნი არიან მულახელები...