უფლიში

ტიპი: ხელნაწერი
დასახელება: უფლიში
დასახელება (ორიგ.): უფლიშ
ავტორისეული აღწერა: "06/ 04 უფლიშ 19/04
შინაარსი: მერე, კვირა დღეს არის „უფლიშ“. ამ დღეს მოლასკრენი ხარებს და ვერძებს კლავენ ლასკარში. ლასკარი 5-8 ოჯახისაგან შედგება, არის უფრო მეტი რაოდენობაც. „ლასკარი“ ძალიან ახლობელი ოჯახების ერთობაა. ესენი ლასკრის დღეს მორიგეობით დაკლავენ საერთო ზვარაკად ხარს - „ლეçფალიშ“ -ს. ამ ხარს შაშიშობიდან უფლიშამდე ვაჭმევთ რაც შეიძლება ბევრს და მეტს, სხვა საქონლისგან განსხვავებით, გასასუქებლად. ზვარაკს გაიღებს მორიგე ოჯახი თავისი მორიგეობისას. დილით შეიკრიბებიან ადრე და შეუდგებიან ზვარაკის დაკვლის რიტუალს. შეიყვანენ ხარს „ქორ“-ში და იქ სალოცავი სარკმლის წინ შეავედრებენ ხოშა ღერბეთს, რომელსაც ამ ჟამს „ფუსდ ნêბçასდ“-ით მოიხსენიებენ, ზვარაკს. ორივე რქაზე დაუმაგრებენ სანთელს და ისე ხელაპყრობილები ევედრებიან „ფუსდ ნაბუასდი“- საო შენ შეივედრე ჩვენი ლასკარი და ლასკარის სტუმარი ყველა. ჩვენ არ დავივიწყებთ შენს ხსენებას და არც შენ დაივიწყო ჩვენი შველა“ ამ სავედრებლის თქმის შემდეგ ერთი სანთლით რომელიც რქაზე ჰქონდა მიმაგრებული, ბალანს შევუტრუსავთ რქებს შუა, მერე მარჯვენა მხარზე და ბოლოს მარჯვენა გვერდზე. ამის მერე, ან სახლში დავკლავთ, ან გარეთ ეზოში. გავატყავებთ, დავაჩარექებთ, მოსახარშს ჩავადგამთ მოსახარშად და სადილობისას მივირთმევთ სტუმრებთან ერთად. საღამოს სტუმრებსაც გავისტუმრებთ სახლში. ხარებას ან ორთაშუას (Îêრნესგაში, იგულისხმება აღდგომის მსგეფსი) შევაგროვებთ გçიზისთვის ხორბლის მარცვალს, თითო ჩêფლêშს სულზე. ამას აგროვებს მორიგე ოჯახის ერთ-ერთი წევრი. ამ დროს ერთი ჩაფლაში დიდი ღმერთისთვისაა, მეორე ჯგèრìგისთვის, მესამე მèქემ თìრინგზელისთვის, მეოთხე ლამარიასთვის, მეხუთე სიკობისთვის, მეექვსე ბაპისთვის. ( ე.ი. ექვსი ჩაფლაში გროვდება ერთი კაცის სახელზე, ექვსი მეორის, ექვსი მესამის და ა. შ. 10 სულიანი ოჯახისთვის 60 ჩაფლაში და ა. შ. ამდენი ხორბლის მარაგი იყო აღნიშნული დღესასწაულისთვის 10 სულიანი ოჯახისთვის საჭირო და აუცილებელი) "
დამატებითი ინფორმაცია: ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ნინო წერედიანმა
თემი: ლატალი
სოფელი:
ტერიტორია: ზემო სვანეთი
წელი:
მასალა: ქაღალდი, მელანი
ზომები: 40სმ × 21სმ
მდგომარეობა: დამაკმაყოფილებელი
დაზიანებები:
თეგები: გçიზივერძილასკარისაკლავიუფლიშჩაფლაშხარიჯგრაგ

ამავე ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ზემო სვანეთი)


...
მიცვალებულის დატირების რიტუალი

მიცვალებულის დატირება. კარგი მოგონებების გახსენება, კარგი ფეხის დატოვება ...

...
ლითოდრი (გვ.5.)

# 16 შინ თავთავიანთ სახლებში წავლენ. ლითოდრი დღეს „ცხენებს დააცხობენ“ ხ...

...
ჭაბიკი

მერე, ოთხშაბათს, ჭაბგობ ჰქვია. უქმე გვაქვს „ჭაბიკç“ - ის სახელზე. იმ ღამეს ლოცვა...

...
ჰèლშა საფტინ (გვ.2.)

24/05 ჰèლშა საფტინ 06/04 ალèნგვერის მერე პირველი შაბათი არის ჰèლიში. . იმ კვირაშ...

...
ტარიჯმაშის დღესასწაული (გვ.3)

მოცემულია ტარიჭაბუგვის // taritabűgv// tabgom-ის სახელით ცნობილი, აღდგომის შემდ...

...
ხატი ცხოველი

იმ დღეს იშიმშილებს ის ადამიანი, ვისაც ქარი სტკივა, ქარი აქვს. იმ ღამეს სე...

...
ლითხêრ

"15/04 ლითხêრ 28/04 მერე, სამშაბათ დღეს, „ლითხêრ: ჰქვია. იმ დღს მწყემსებს ხაჭა...

...
ნათლისღებაგანცხდაბ (გვ.2.)

მერე გამოვიდოდდა წყლის ნაპირთან. აქ სავსე კარდალაში ან ღობში მღვდელი აკუ...

...
სენი მოხსნაბ

17/05 სენიმოხსნაბ 30/05 მერე „სინმოხსნაბ - სულთმოფენობა ყოველთვის ხვდება შაბათს....

...
ცუდი პარასკევი

ცუდი პარასკევი ჰქვია პარასკევს აღაპების კვირეულში. იმ დღეს რომ არ შეიძ...

...
ბერიკაობა-ყეენობა (აღბალაღრალი) (გვ.7.)

გუნუაანთ ჩამეგიანთა ერთ–ერთი წინაპარი (ხოშა) დაჭერილი ყოფილა კახეთ...

...
ლალხორის შაბათი

ლალხორის შაბათ დღეს სულები მიდიან ლახორში (საკრებულოში) და იქ მსჯელობე...

სხვა ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ზემო სვანეთი)


...
ლიფანაალი, მიცვალებულთა სულების გაცილება

ფოტოზე აღბეჭდილია უთენია, ხალხის მსვლელობა სასაფლაოსკენ ...

...
მოსავლის ასაღები შრომის იარაღები

ნიჩაბი, ფოცხი, თოხი,ხორბლის სახვეტი ნიჩაბი, მცირე ზომის ხის ურო, ტყავის დასამუშა...

...
გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი სუფრა

გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად გარეთ გაშლილი სუფრები...

...
ფარცხი

ფარცხი - მოხვნის შემდეგ მიწის მოსასწორებელი...

...
თხის შეწირვის რიტუალი ,,განცხდაბ''დღეს

ფოტოზე აღბეჭდილია გუარამ გირგვლიანის ოჯახში, ლიფაანალის პირველ ,,განცხდაბ" დღეს,...

...
ქვაბში ხორცის ამოსარევი ხის ჯოხი

ქვაბში ხორცის ამოსარევი ხის ჯოხი ...

...
სამეურნეო იარაღები

სამეურნეო იარაღები მარცვლეული კულტურების მოსავლის ასაღებად. კევრი და უღელი, ღვლე...

...
წლისთავის სუფრის კურთხევა

მღვდელი წლისთავზე აკურთხებს გარდაცვლილი ქალისთვის მიძღვნილ სუფრას...

...
დღესასწაული ,,უფლიშ

მომლოცველი მამაკაცების მიერ, ხარის გულ-ღვიძლის შეწირვა და ლოცვა ლატალში დღესასწა...

...
მოსახსენებელი სუფრები საფლავებზე მარიამობა დღეს

საკურთხი სუფრები საფლავებზე მარიამობა ( ლიმერიე) დღეს. ...

...
უფლის ხარის დღეობა, ,,ფუსნახა ლითუალი

დღესასწაულ ,, ფუსნახან ლიძჰენი "-ის აღნიშვნა ლატალის თემის სოფელ იენაშში, საფერხ...