ლიქვრეში (გვ.5.)

ტიპი: ხელნაწერი
დასახელება: ლიქვრეში (გვ.5.)
დასახელება (ორიგ.): ლიქვრეში
ავტორისეული აღწერა:
შინაარსი: ეს სოლომი არის გამძლეობის და ძალის მიმცემი და მიმნიჭებელი. ამ კათხას შესწირავენ, შეალოცავენ სოლომს და მერე ღველფს და ნაღვერდალს აურევენ ლალსებაზე, ფიჩქის წინ და ყანწიდან გადაასხამენ ცოტაოდენ ჭაჭის. ამას ლურჯად მოეკიდება ხოლმე და ალებსაც მოლურჯოს აუშვებს. ამის მერე უკვე ამბობენ სადღეგრძელოებს, სამლოცველოებს, დასალოცებს და სვამენ. და ღველფს და ნაღვერდალს კი უწყვეტად (ვიწყუდ) უკიდია და ანთია. ეს სოლომის კათხა (სოლმის კათხა), ეს ყანწი ძალიან ცუდი დასალევია. თანაც, როგორც წესი, უნდა დაილიოს ერთი მოსმით, წყვეტის გარეშე, რაც ძალიან ძნელია, ამიტომ ყველა ვერ ბედავს ჭაჭის დალევას. თუკი კაცს საკუთარი თავის იმედი არ აქვს, მაშინ ის ამას ვერ ბედავს, ვერ ენდობა ყანწს. ქალები იშვიათად ასრულებენ ამ რიტუალს, იშვიათად ენდობიან ყანწს. ერთი წყება, ერთი რიგი რომ მორჩება ჭაჭის, მაშინ მეორე ენაცვლება და სვამენ ხოლმე იგივე წესების დაცვით და თანმიმდევრობით. ფიჩქზე, სამფეხა პატარა მაგიდაზე წასახემსებელი და მისატანებელი ყოველთვის ბლომად არის. რაც გირჩევნია ხორცი თუ ყველი... ამას დალევის მერე შეატანენ ხოლმე. სუფრის წევრები (ხალხი) უკვე საკმაოდ მთვრალები სხედან ტაბლებთან. ეს ტაბლები სავსეა ხორცით, ყველით, პურით, კუბდარით... მაგრამ ჭაჭის დალევისას ყველა უყურებს ჭაჭის დამლევს. უკვე როდესაც ჭაჭის დალევის რიგსა და ჯერს მოილევს ყველა, მერე უკვე იტყვიან ხოლმე წარმატება– მომატების სადღეგრძელოს და ასე მთავრდება სუფრა. იღებენ ტაბლებსაც და გვარიანად ნაქეიფარი და საკმაოდ შეზარხოშებული სუფრის წევრები ტკბილად იშლებიან და მიდიან
დამატებითი ინფორმაცია: ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე ქეთევან მარგიანმა
თემი: მულახის თემი
სოფელი:
ტერიტორია: ზემო სვანეთი
წელი:
მასალა: ქაღალდი, მელანი
ზომები: 20სმ × 17სმ
მდგომარეობა: დამაკმაყოფილებელი
დაზიანებები:
თეგები: ლიქვრეში

სხვა გვერდები:


ამავე ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)


...
შიხარ ცააშ (გვ.1)

იმ დღეს დილით გვჩვევია: ერთი კაცი ადრე ადგება და გავა ეკლის მოსაჭრელად. დავუვლით...

...
ლიფანაალი გაცხდაბ (გვ.1.)

ადგომის მერე მეორე დღეს განცხდაბ ჰქვია. საკლავს დავკლავთ და აღვუვლენთ ლიმზირს სა...

...
ლიâდçში// ლიქçრეში (გვ.2.)

მერე, კვირა დღეს ჰქვია ლიâდუში. ამ დღეს გირგვლიანები, სტეფლიანები და თამლიანები ...

...
ისგლილჩალ (გვ.1.)

ისგლილჩალი ყოველთვის ოთხშაბათ დღეს ხვდება დიდმარხვაში. იმ ღამეს ი...

...
ცუდი ოთხშაბათი

ცუდი ოთხსაბათი არის ასეთივე, როგორც ცუდი პარასკევი. იმ დღეს არ შეიძლება ს...

...
ხორცის აღაპი (გვ.2.)

ხარისას შეალოცავენ, შესწირავენ. იმ დღეს საკლავს არ კლავენ. მუშაობა არ შე...

...
გაზაფხულის გიორგობა (გვ.1.)

გაზაფხულის გიორგობა ყოველთვის ოცდასამ აპრილსაა. იმ დღეს, ზეგნეშელები, ბოგ...

...
ქალების დღე

მერე, ხუთშაბათს ისევ ქალების დღეა - „ზურêლìრე ცაìშ, რომლის წესებსაც ისე აღასრულე...

...
გაზაფხულის გიორგობა

23/04 ლიგიერგი ლუფხêშ 06/04 გაზაფხულის გიორგობა ყოველთვის 23 აპრილს (ძვ. სტ) ხ...

...
ლამპარობა (ლაჰილი. გვ.1.)

20/01 ლიმპარიშ დეშდი ლêდეღ 02/02 ლიმპარობის ორშაბათს ლაჰილელების ერთი ჯგუფი სოფ...

...
ღუეშგე ლიმერიე (გვ.2)

ღუეშე ლიმერიე მარიამობის შემდეგი კვირაა, რომლის დროსაც კარგი მოსავლისთვის იწირე...

...
ზომხა-ახალი წლის დღესასწაული სვანეთში (გვ.3)

მეკვლე ჩამოჯდება სკამზე. აიღებს ფუსნ მუჟეღს მთავარ სარიტუალო პურს, და ...

სხვა ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)


...
მიცვალებულის ნეშტთან მამაკაცების დატირების ერთ-ერთი მომენტი

ფოტოზე გამოსახულია ლატალის თემის სოფ. იენაშის მკვიდრის ბიაზრუკ წერედიანის დატირ...

...
მულახი

ფოტოზე მოცემულია მულახის თემის ტერიტორია...

...
ახალგარდაცვლილის საფლავზე გასვლა

ლიმერიეს დღეს ახალი გარდაცვლილებისთვის საკურთხის გარდა იციან სამოსის მიძღვნაც, რ...

...
გარდაცვლილის სულის მოსახსენებელ დღეს გაკეთებული საკურთხი მოხარშული ხორცით

გარდაცვლილის სულის მოსახსენიელბელ დღეს მოხარშული ხორცით გაკეთებული საკურთხი ...

...
დიდების რიტუალი გარდაცვლილ სულთა გაცილების დღეს ლიფანალის დასრუებისას

ოჯახების დიდების რიტუალით დავლა სულების წასვლის დღეს (ლიფანალის დასრულებისას)....

...
დღესასწაული აღბა-ლაღრალ მულახში

აღბა-ლაღრალის დღესასწაული, საქმისაი ფალოსით და ჯოხით...

...
ყველის საწური კალათა

ყველის საწური კალათა ...

...
ცეცხლის საჩხრეკი ორთითა

ცეცხლის საჩხრეკი ორთითა ...

...
ქელეხის სუფრა სასაფლაოზე

ქელეხის სუფრა ლატალის თემში, ეზოში სატრაპეზოდ სხედან მამაკაცები, ქალები და ბავშვ...

...
ახალი გარდაცვლილის საფლავზე ტანსცმლის მიტანა, საფლავზე გაშლა და საფლავის კურთხევა

ლიმერიეს დღეს მღვდლის მიერ არყის მიწაზე ლიბაცია და სასაფლაოზე მიტანილი სანოვაგის...

...
კერა

კერა...

...
მულახელები

ფოტოზე აღბეჭდილნი არიან მულახელები...