| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ლიქვრეში (გვ.2.) | |
| დასახელება (ორიგ.): | ლიქვრეში | |
| ავტორისეული აღწერა: | ||
| შინაარსი: | მოსახლე დაკლავს ხოლმე ან ორ დიდ ტახს, ან ტახს და ვაცს (მამალ თხას), ან ტახს და ვერძს, ანდა სამი წლის მოზვერს. თუკი საკლავად მოზვერი ეყოლებათ, ის უკვე ნამდივილად საკმარისია ამ დღისთვის. ლიქვრეშიზე მიდის ორ–ორი თითოეული კომლიდან, ამის გარდა ლიქვრეშის მასპინძელ ოჯახს (მელქორეშს) უფლება აქვს (უფლობ) დაპატიჟოს გვარის ასულები და ბადიშები, ნათესავები და სხვა მოყვასნიც, ვისზეც გული შესტკივათ. თუკი სოფლის ლიქვრეშის აკეთებს მოსახლე, მაშინ შაბათ დღეს მლოცველ კაცებს შეჰკრებს ხოლმე ლიქვრეშის მასპინძელი ოჯახი (მელქორეში). მლოცველები დილას საკლავებს სანთლებით და ზედაშეებით შეალოცავენ დილას ლიქვრეშის წმინდა გიორგის ტანის სიმრთელის ვედრებით; ევედრებიან ასევე როგორც ადამიანთა მშვიდობას, სულდგმულის, საქონლის სიმრავლეს როგორც ლიქვრეშის რელიგიური დღესასწაულის მასპინძელი ოჯახის, ასევე მთალი სოფლის სახელით. საკლავების დაკვლისას სულდგმულებს – ვერძს, ვაცს ან მოზვერს სანთლით ბალანს შეუტრუსავენ თავზე, მარჯვენა მხარზე,კიდურზე (ბარჯჟი) და მარჯვენა გვერდზე და ზურგზე. ღორებს არ შეალოცავენ. საკლავის შეწირვისას და შელოცვისას ამბობენ ასე: „დიდება, დიდებამც ამოგსვლია, დიდებამც გქონდეს, მადლიმც გქონდეს, მადლიმც ამოგსვლია, წმინდა გიორგი ბატონს (ფუსდს) დიდებამც ამოგსვლია, დიდებამც გქონდეს, წმინდა გიორგი ბატონო (ფუსდ), შენი ლოცვა–ვედრება ყველაზე კარგად და ყველაზე ბედნიერად, უბედნიერესად თუკი ვინმეს გამოსვლოდეს და გამართლებოდეს, მეორედ ასევე ჩვენ გაგვიმარგჯვე და გაგვიმართლე, შენი მადლით და (ჟირინ) წყალობით გაგვახარე, შენი შესაწირი და შესალოცი არასდროს გამოგვილიო. | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | მულახის თემი | |
| სოფელი: | ||
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 20სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | გულღვიძლივაციზედაშეიტბაგალხკუბდარილიქვრეშილოცვამელქორეშჟირინსანთელისაყეანოსაყიანოსეფისკვერისოლმა კათხტახიფუსდხაჭაპური | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
ყველიერის სამშაბათს გვჩვეოდა ლოცვა. ველოცებოდით ქუთაისის ღვთისმშობელს ...
მერე სამშაბათს, მაცხუარ თახაშია. ოჯახიდან თითო კაცი მივდივართ და იქ საკლავს დავკ...
მოცემულია ტარიჭაბუგვის // taritabűgv// tabgom-ის სახელით ცნობილი, აღდგომის შემდ...
მერე, ხუთშაბათს ისევ ქალების დღეა - „ზურêლìრე ცაìშ, რომლის წესებსაც ისე აღასრულე...
იმ დღეს დილით გვჩვევია: ერთი კაცი ადრე ადგება და გავა ეკლის მოსაჭრელად. დავუვლით...
ქრისტეს შობასა და ზომხას შორის პერიოდს ჰქვია ÎêრნეÎსგა. ამ კვირაში უქმეა, მუშა...
ბაიას მეორე დღესვე, ორშაბათ დღეს ჭინკების, ეშმაკების, კუდიანების კვირეული...
ჯგერვანის დღის შემდეგ, მზე კარგავს თავის ძალას და ფერმკრთალდება. ამ დღეს, ვისაც ...
მეორე დღეს, შაბათს, დილით, ღამე ერთი საათი რომ იქნება დარჩენილი ავდგებით, ფანჯ...
მიცვალებულის დატირება და დაკრძალვა, სარიტუალო საკვების მომზადება და ქელეხი....
უფლიში ლიფხჟìლ გოცობის მერე, როცა დაგვიმთავრდება ლასკარის ხარჯი, ფქვილი და ხარი...
მერე ხუთშაბათს ლიმქèლდია და ყველა იქ მიდის ლახუშდში სალადბაშოდ - ოჯახიდან თითო ქ...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
შრომის იარაღები საფარცხავი, ნაჯახი, ბარი, წერაქვი ...
ფოტოზე აღბეჭდილნი არიან მულახელები...
ხის ჯამი ...
ლიმერიეს დღეს მღვდლის მიერ არყის მიწაზე ლიბაცია და სასაფლაოზე მიტანილი სანოვაგის...
მარანი...
საფუარის დასაყენებელი ხის კასრი ...
ქელეხის სუფრა ლატალის თემში, ეზოში სატრაპეზოდ სხედან მამაკაცები, ქალები და ბავშვ...
ყველის საწური კალათა ...
ფოტოზე მოცემულია ბეჩოს მყინვარი ...
მარიამობა მულახში...
ფოტოზე მოჩანს მაჩუბის ბაგის ორნამენტირებული ტიხარი...
მამაკაცების მიერ გარდაცვლილის დატირების მეორე მომენტი ...