| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ზომხა-ახალი წლის დღესასწაული სვანეთში (გვ.1) | |
| დასახელება (ორიგ.): | ზომხა | |
| ავტორისეული აღწერა: | მთხრობელი ემზა გუჯეჯიანი | |
| შინაარსი: | ახალი წლის დილას რიჟრაჟზე, გამთენიისას დგებიან მეკვლეები. ამ დროს სახლში ლაპარაკი არ შეიძლება და არც ცეცხლის დანთება შებერვით. ამიტომ ქუდით (ქუდის ქნევით) უნდა დავანთო ცეცხლი. ხოლო ცეცხლს თუკი შეუბერავ, მაშინ ცუდი წელი იცის. ახლა მეკვლე გამოუშვებს კარგ ხარს და გამოიყვანს ეზოში. მამაკაცს ხელი აქვს ხარზე მოკიდებული, ქალი კი სათესურს (ლალაშს) აძლევს, მოაგროვებენ თოვლს. იმ ადგილას, სადაც სათოვლეა, სადაც თოვლი მოაგროვეს (ლამშუნა), იქ ხულთან ერთად მოიტანენ ნაძვს და თოვლის გროვის შუაში ჩაარჭობენ. ახლა უკვე სეფისკვერებს და სამეკვლეოებს (ნაჭშხუნვარებს) შეალოცავს, შესწირავს მამაკაცი იქვე: „დრო–ჟამის მცვალებელო ღვთაებავ, მეორე წლის მცვალებელო ღვთაებავ, კარგი ახალი წელი გაგვითენე, კარგი ახალი წელი გვინაცვალე. ამ წლის განმავლობაში კირის მწიკვის (ქათვექალისა) გარდა არაფერი მოგვაკლო. ბედნიერი წელი დაგვიყენე (კარგ ახალ წელს მიგვაყენე), ადამიანი და სულდგმული, ზრდით და მატებით გაგვახარე ჩვენი სახლისა ყველა – დიდიც და პატარაც“. ამის მერე შემოვლენ კარში ძახილით: „კარი ღიაა, შე ბედნიერო“. შინიდან გადმოსძახებენ: „რა ბედნიერება მოგაქვს? | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | მულახის თემი | |
| სოფელი: | ჭოლაში | |
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | 1930 | |
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 20სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | აშიაშიზომხალალაშ ხულთალემზირლოცვამუჟეღნაჭშხუნვარებფუსნ | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ჭოლაში, ზემო სვანეთი)
„უბნა კçეცნა ლიკედ“ როცა ხორბლის მარაგს პირველად ვიწყებთ, მაშინ დიასახლისი გავა ...
ლამპრობა (ნამპრობ) ამ ღამეს გვჩვეოდა სეფისკვერების დაცხობა: კაცის სულადობ...
ამ დღეს ზოგი მარხულობს ავადმყოფობაზე. საღამოს აღუვლენენ ხორბლის პურის ლემზირს ხა...
ერთ გიმუნდს ეკლესიის მინაშენთან, ლადბაშთან დადებს. ამ დიდ ჯოხს, ჭოკს (ლაყუ...
ქრისტეშობის წინა ღამეს ჩვენ ვეძახით შობას. ამ დღეს ვაკეთებთ ხორბლის ფაფას. ...
მერე სამშაბათს, მაცხუარ თახაშია. ოჯახიდან თითო კაცი მივდივართ და იქ საკლავს დავკ...
ლიკლაურე როცა ოჯახი კალოობას მორჩება, ლიკლაურე ჰქვია. საკლავს დავკლავთ და შევავე...
სინნოხსნაბ - ხადობის შედეგი პირველი შაბათი, რომლიც მიცვალებულის სულის დღედ ითვლ...
ლიმერჭლურ როცა სათიბს ყველგან მოვთიბავთ, მაშინ „ლიმერჭლურეს“ ვიზამთ ვილოცებით „-...
24/05 ჰèლშა საფტინ 06/04 ალèნგვერის მერე პირველი შაბათი არის ჰèლიში. . იმ კვირაშ...
„ადამიანის მშვიდობა და სიმრავლე, სულდგმულის, საქონლის სიმრავლე: სახარე არი...
ლიჰლომალი ყოველთვის ორშაბათ დღეს ხვდება. ორშაბათ დილას ძალიან ადრე ვდ...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ჭოლაში, ზემო სვანეთი)
ფოტოზე ხის ძველი წისქვილია აღბეჭდილი...
ერთ-ერთი ეპიზოდი აღბალაღრალის დღესასწაულის რიტუალიდან...
ეპიზოდი დღესასწაულიდან აღბა-ლაღრალი, საქმისაი ფალოსით და მისი ამალა...
ქვაბში ხორცის ამოსარევი ხის ჯოხი ...
მიცვალებულის სულის მოსახსენებლად წლისთავზე (სურვილის მიხედვით) არაყის სმა ეზოში ...
მამაკაცების მიერ გარდაცვლილის დატირების მეორე მომენტი ...
სამეურნეო იარაღი თოხი...
საფუარის დასაყენებელი ხის კასრი ...
მღვდელი წლისთავზე აკურთხებს გარდაცვლილი ქალისთვის მიძღვნილ სუფრას...
ბეჩოს საავადმყოფოდან ეცერის თემის გარდაცვლილი მამაკაცის სულის გადაყვანის რიტუა...
ლიმერიეს დღეს ახალი გარდაცვლილებისთვის საკურთხის გარდა იციან სამოსის მიძღვნაც, რ...