| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ისგლილჩალ (გვ.2.) | |
| დასახელება (ორიგ.): | ისგლილჩალი | |
| ავტორისეული აღწერა: | ||
| შინაარსი: | ლილაშუნედან ისგლინჩალამდე არის ერთი კვირა და სამი დღე. ისგლინჩაალის დღეს ცერცვს მოხარშავენ და იმ ღამეს ცერცვიან პურებს აცხობენ. თითო სეფისკვერს აცხობენ სულდგმულთა სახლზე. გამოცხობის მერე შეალოცავენ საქონლის სახელზე და ისგლინჩაალის წმინდა გიორგის ევედრებიან მუნისა და ფსორიაზის (ხვარს–მახერას) აშორებას; (ხვარს –საქონლის დავადებაა!). ევედრებიან ასე: „ისგლინჩაალის წმინდაო გიორგი, გვიმრავლე საქონელი, არაფერი გამოგვაკლო ამ წლის განმავლობაში, ცუდი დაავადებები (ხვარსი და მახეერა) არ მოგვაკარო“. ამის მერე თითო სეფისკვერს ოჯახის წევრები ყველანი ხელში დაიჭერენ: მამაკაცები ხარების წინ ხარების სასაჭმელეებთან ჩამოსხდებიან, ქალები ძროხების წინ ძროხების სასაჭმელეებთან ჩამოსხდებიან, ბავშვები ცხვრების წინ სასაჭმელეებთან ჩამოსხდებიან. ეს სეფისკვერები ყველამ უნდა შეჭამოს ბოლომდე ხმის ამოუღებლად. წესები მკაცრ დაცვას საჭირეობენ, იმიტომ რომ თუკი მამაკაცები დათქმულზე ადრე ამოიღებენ ხმას, მაშინ ხარების კლება იცის, ხარებით ზარალი გარდაუვალია; თუკი ქალები დაარღვევენ დათქმას და ხმას დროზე ადრე ამოიღებენ, მაშინ ძროხების კლება და მარცხი იცის. ხოლო ბავშვები თუკი ამოიღებენ ხმას, მაშინ ცხვრების კლება იცის. იმ ღამეს სტუმრის მოსვლა არ შეიძლება. გარე კაცის შემოსვლა ოჯახში არ არის სასურველი. კი არადა, ოჯახის წევრისთვისაც კი, რომელიც ახალი წლის ღამეს არ იყო შინ, ამ დროს მისთვისაც კი არ შეიძლება სახლში, აქ, ამ რიტუალში მონაწილეობა. ისგლინჩაალის დღეს მიცემა არაფრისა არ შეიძლება და საციქველის მიცემაც არ შეიძლება (მად შიდ!). | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | იფარი | |
| სოფელი: | ნაკიფარი | |
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | 1930 | |
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 20სმ × 15სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | გუიზდიდმარხვაისგლილჩალნნიარ (მეზუ მანგარ ლადიარალ ხვარხან | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (იფარი, ნაკიფარი, ზემო სვანეთი)
20/01 ლიმპარიშ დეშდი ლêდეღ 02/02 ლიმპარობის ორშაბათს ლაჰილელების ერთი ჯგუფი სოფ...
მიცვალებულის სახლეზე რასაც გაამზადებენ საკურთხს (საჭმელსაც და სამოსსაც), ი...
ჴეობ- მოდიოდა ლალხორის შემდეგ კვირას. მთელი სოფლით ხდიდნენ არაყს. ლესკარები აცხ...
ლიფანაალი 0.5.0.1 ადგომ 18. 01 ლიფანალის პირველ დღეს ჰქვია ადგომ. ადგომ ყოველ...
მუხობ- ანღლაბის შემდგომ პირველი კვირა. აღწერილია ამ დღეს შესასრულებელი წეს-ჩვეუ...
ცხრა მარტი უქმეა და მუშაობა არ შეიძლება ...
თავთავის წილ ულუფას (თაინს). ლამპრობა არის კვირა დღეს და კვირა საღამოს, ...
მეორე დღეს, შაბათს, დილით, ღამე ერთი საათი რომ იქნება დარჩენილი ავდგებით, ფანჯ...
ხარისას შეალოცავენ, შესწირავენ. იმ დღეს საკლავს არ კლავენ. მუშაობა არ შე...
ლიმერჭლურ როცა სათიბს ყველგან მოვთიბავთ, მაშინ „ლიმერჭლურეს“ ვიზამთ ვილოცებით „-...
მეორე დღეს არის ნათლისღება, წყალკურთხევა (განცხდაბი). (შდრ. ძველი ქართ. ...
ბარბალობის კვირეულში სამი დღის განმავლობაში ყველა ჭოლაშელი ქალი მიდის...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (იფარი, ნაკიფარი, ზემო სვანეთი)
მღვდელი წლისთავზე აკურთხებს გარდაცვლილი ქალისთვის მიძღვნილ სუფრას...
ფარცხი - მოხვნის შემდეგ მიწის მოსასწორებელი...
სამიწათმოქმედო იარაღები-გუთანი და გუთნის ნაწილები განმარტებებით ...
გარდაცვლილის სულის მოსახსენიელბელ დღეს მოხარშული ხორცით გაკეთებული საკურთხი ...
ფოტოზე მოცემულია ხიდი მდ. ენგურზე ...
კერა...
მარანი...
მაგიდა გარდაცვლილის თავთან; გარდაცვლილის საყვარელი საყოფაცხოვრებო ნივთებით და ...
შრომის იარაღები საფარცხავი, ნაჯახი, ბარი, წერაქვი ...
ფოტოზე გამოსახულია ლატალის თემის სოფ. იენაშის მკვიდრის ბიაზრუკ წერედიანის დატირ...
დაკრძალვა იფარის თემში, სოფ. ნაკიფარში.ფოტოზე აღბეჭდილია სოფ. ნაკიფარის ეკლესია,...