| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ისგლილჩალ (გვ.2.) | |
| დასახელება (ორიგ.): | ისგლილჩალ | |
| ავტორისეული აღწერა: | ||
| შინაარსი: | ისგლილჩალი ყოველთვის ოთხშაბათ დღეს ხვდება დიდმარხვაში. იმ ღამეს იმდენ გვიზის სეფისკვერს ვაცხობთ, რამდენი წევრიც არის ოჯახში. ამ სეფისკვერებს შიგნით ურევენ ღერღილს, რომელშიც ურევია კანაფის თესლის ფქვილი (ნნიარ ). ამ ღამეს სტუმრის სახლში მოსვლა არ შეიძლება. სტუმარმა, გარედან მოსულმა არ შეიძლება ნახოს გვიზი. ცხობის დამთავრების შემდეგ, სანამ სეფისკვერებს არ შევალოცავთ, და მერე ვიდრე არ გეახლებით, ვიდრე არ შევჭამთ, ვიდრე არ ვიტრაპეზებთ მანამდე სახლში ლაპარაკი არ შეგვიძლია. „ისგლილჩალის ღვთაებავ, ღმერთო, ჩვენი საქონელი დაიფარე და მარცხისა და დაღუპვისთვის არ გაიმეტო“. მერე ჩამოსხდებიან ქალები ძროხების მხარეს, მამაკაცები – ხარების მხარეს, ბავშვები მოზარდ (მეზუ მანგარ ) სულდგმულებთან, საქონლების სასაკვებეებთან (ლადიარალ), თითო სეფისკვერი ყველას ხელში უჭირავს და უხმოდ, ულაპარაკოდ ჭამენ. ამის მერე უკვე შეუძლიათ საუბარი, ლაპარაკი. ამ დღეს სახლში ერთმა ქალმა უნდა იშიმშილოს (ის არ სჩვევიათ ყველა ოჯახში). მხოლოდ ზოგიერთ მოსახლეებს აქვთ ეს წესი და ტრადიცია. ამ დღეს მართებთ ლოცვა ფსორიაზისგან (ხვარხან) დასაცავად. ამ დღეს საქონელსაც აშიმშილებენ, ეს წესს ყველა არ მისდევს. იმ დღეს უქმეა ყველასთვის. | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | მულახის თემი | |
| სოფელი: | ||
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 20სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | გუიზდიდმარხვაისგლილჩალნნიარ (მეზუ მანგარ ლადიარალ ხვარხანსეფისკვერი | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
ჭინკების კვირეულის მერე არის დიდი ხუთშაბათი იგივე აღდგომის ხუთშაბათი (თანფ...
ახლა, კვირა დღეს, ღერთა ლამპრობია, მაგრამ ის ყოველთვის კვირა დღეს არ ხვდება. მი...
კვირას ლალჩა არის. საღამოს ლალყêჯს დავკლავთ. ზოგს (იენაშელებს) გოჭი სჩვევიათ. ამ...
მიცვალებულის დატირება. სარიტუალო პურების ცხობა და შესაწირის გაცემა...
იქვე მოიყვანენ მღვდელს. მღვდელი რომ აკურთხებს ტაბლებს, კურთხევისთვის აძ...
ლალაშს (გობს) ჩამოიღებს და დადგამს ფიქალზე (ღუმელზე). მერე უკვე მეორე...
გაზაფხულის გიორგობა ყოველთვის ოცდასამ აპრილსაა. იმ დღეს, ზეგნეშელები, ბოგ...
იმ დღეს იშიმშილებს ის ადამიანი, ვისაც ქარი სტკივა, ქარი აქვს. იმ ღამეს სე...
აიღებენ ხატს, ეკლესიას სამჯერ შემოუვლიან ირგვლივ, მღერიან, ასრულებენ საგა...
მარხვის მეხუთე კვირა არის აია. ეს დღეც უქმეა. ...
თეთრი ფხუს ორშაბათიდან კვირა საღამომდე არის ყველიერის კვირა. ყველი...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
სამეურნეო იარაღი თოხი...
მამაკაცების მიერ გარდაცვლილის დატირების მეორე მომენტი ...
ფარცხი - მოხვნის შემდეგ მიწის მოსასწორებელი...
ხის ჯამი ...
ფოტოზე მოცემულია მულახის თემის ტერიტორია...
ფოტოზე გამოსახულია ლატალის თემის სოფ. იენაშის მკვიდრის ბიაზრუკ წერედიანის დატირ...
ფოტოზე გამოსახულია მონადირე ბათლომ ნავერიანი, იარაღით და მთაში სასიარულო ჯოხით ...
ფოტოზე მოცემულია ბეჩოს მყინვარი ...
ფოტოზე აღბეჭდილია რაჟდენ ქალდანის კოშკიანი საცხოვრებელი სახლი, მულახის თემის სოფ...
ყაუ - კერაზე ჩამოსაკიდი კავი ლაფთან - ხარის კუდისგან დამზადებული ბუხრის საწმენდ...
საფუარის დასაყენებელი ხის კასრი ...