| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ზომხა. ახალი წელი სვანეთში (გვ.3. დასასრული). ზომხა. ახალი წელი სვანეთში (სოფელი იფხი) | |
| დასახელება (ორიგ.): | ზომხა | |
| ავტორისეული აღწერა: | ||
| შინაარსი: | ახლა მეორე დღეს არის ზომხა. დილით ახალგათენებულზე სამი მეეკვლე; ერთი ხარი, ერთი ქალი და ერთი კაცი, გადიან წყაროზე. მამაკაცს გაყავს ხარი, ქალს წყლის ჭურჭელი და სათესლე. სათესლეში დევს საფერხავი პურები, თომის კონა, ღორის ყბა, არაყი, ულემზირო ბურთულა კვერები (პუხçêრ) ფუსნამუჟეღç - დიდი ღმერთის სახელობის ლემზირი და ლესკêრი - მოზრდილი პური. წყაროზე შეიკრიბებიან ბევრი მეეკვლე და იქ დაულოცავენ ერთმანეთს ახალი წლის მობრძანებას. დალევენ არაყს, წყლით აავსებენ ჭურჭელს, რომელსაც ამ დღეს რძეს ეძახიან. მერე წამოვლენ სახლში. კარში შემოსულები გუიზს და ყველს აიღებენ ლალაშიდან ხელში და მიადგებიან სახლის კარებს. დაიძახებენ: - „კარი გამიღეთ“ ამ სიტყვების მერე სახლიდან გამოსძახებენ: - „ შემოდი, შე, სულო, შემოდი, რა მოგაქვს? - ადამიანის მშვიდობა, წლის სიბეჯითე, ხარი მყავს, ძროხა მყავს, ფული და განძი მაქვს, სპილენძის განძი მაქვს, უხვად და ბარაქიანად, მოვდივარ, მოვდივარ და ძლივს მოვდივარ! - შემოდი შე სულო, შემოდი! ამ სიტყვების მერე კარს ფეხით გააღებენ და შევლენ. კერას წაღმა შემოუვლიან „ - ო,ო, კარგი ფეხი შემოგვეტანოს, კარგი წლის შეცვლა“ მერე ლალაშს მოიხსნის ზურგიდან და იქვე საფუართან დადებენ. ხარს ლანნუნêლზე -თივის ჩამოსაყრელ ადგილას- დააბამენ, თივას დაუყრიან. მერე მოტანილი რძით ხელებს დაიბანენ და სხვასაც დაბანენ. ამის მერე მეეკვლე ყველას დალოცავს. ხელში დაიკავებს ლესკარს, ფუსდამუჟეღუს და ღორის ყბას და სასკამზე ჩამომჯდარი იწყებს მათ დალოცვას თან ამ სამეკვლეოს წაღმა ატრიალებს: „წლის ძალის შემცვლელო, კარგი წელი შეუცვალე, საქონლის ზრდით და მატებით, ჯანის სიმრთელით, მთასა თუ ბარში მთელი წელი მშვიდობით მოუვლინე“; ამის მერე შემოვა სახლის მეეკვლე. ლალაშს გაუტანენ კართან და როცა შემოვა შინ ამ ლალაშით, დაგორდება კერასთან - ამას ეძახიან წლის გაგორებას. ამის მერე ეს მეეკვლე იწყებს ლიშიაშìლის. მერე მათ, ლაშიაშìლის, მიცვალებულის სუფრაზე დადებენ და სხვა სანოვაგესთან ერთად ახსენებენ მიცვალებულებს. მერე ამ სანოვაგეს შესჭამენ და არაყს დალევენ. სანამ ისაუზმებენ კარ-ფანჟრის გაღება არ შეიძლება. როცა მოვრჩებით, ფანჯრებს გავაღებთ. ამ პროცესისას ფანჯარასთან გავშლით თეთრ მიტკალს რომ სინათლეს დავანახოთ და ვიტყვით - ასეთი თეთრი წელი გვქონოდეს. ამის მერე ხორცს ჩავადგამთ მოსახარშად. კის ქვეშ ცეცხლს შევუნთებთ, პურს დავაცხობთ, ღერღლაარს დავაცხობთ, ჭიშდუარს დავაცხობთ, კუახ პურებს. თუ ზომხა კვირა დღეს მოხვდა, მაშინ ლიფანე არ შეიძლება (დაღამებულზე შეიძლება) მეორე დღეს ვახსენებთ მიცვალებულებს. ზომხა დღეს თუ კარგი მთვარე მოხვდა, დავიბევებთ მუშაობას. ქალი თავის საქმეს, კაცი თავისას. ფუსდა მუჟეღუის ჭამა, მხოლოდ მამაკაცს შეუძლია. ლესკრის - ყველას მუჟეღუს შეჭამენ, როცა ნაახალწლევს პირველად გაიყვანენ ხარებს სამუშაოდ ( ტყეში, შეშაზე) ზომხას მეორე დღეს ჰქვია კუიმტობ. ყოველთვის კვიმატია ეს დღე. ცუდი მთვარეა და ამიტომ. სოფელ იფხში ზომხა დღე, ჩვენ ნანსყანებს, ერთად გვაქვს. იმ დღეს ვიკრიბებით. სახლში შესვლისას არყის ხეს ტოტს მოვატეხთ და შინ შემოვიტანთ, ჯაჭვზე მივამაგრებთ: -„კარგი წელით შეცვილიყოს ძველი“ ვიტყვით. ამ ღამეს სამ კაცს შინ შემოგვაქვს âული. ორს იქით აქით ხელი გვიკიდია, მესამე ზემოდანაა გადამჯდარი შემოსვლისას ვამბობთ: -„ âიში, âიში, ბამბღუ, გუემი ყოორჟი ჩçêრგაილა, თრიხ!. ამ დროს ყველა ვპწკენთ âულზე მჯდომს თან ყველფის ირგვლივ მარჯვნივ უვლიან. „კაçეშგიმ“ ხაჭაპურს მისცემს მერბიელი. ამ ხაჭაპურს დანით დაჩხვლეტს ერთერთი და ამბობს : ხარი, ხარი, ძროხა, ძროხა, ...... | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ნინო წერედიანმა | |
| თემი: | ლატალი | |
| სოფელი: | იფხი | |
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 25სმ × 21სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | არაყიდალოცვაზომხალესკირიმეეკვლერიტუალისათესლეფუსდა მუჟეღუიხარი | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, იფხი, ზემო სვანეთი)
თეთრი ფხუ არის ხორცის აღაბის მერე ორშაბათს, ლოცვა სრულდება დიდი ღმერთი...
„ლიღუნწçრე“ როცა ოჯახი ხვნას მორჩება, იმ დღეს ლიღუნწçრე ჰქვა და ლამარიას ვევედრ...
ლიჯგრი საფტინს არის მიცვალებულთა ხსენება. ლიფანეა ხორცით, პურით და არაყით. ძველა...
ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათ საღამოს როცა ყველა სახლშია, ბავშვები ადგებიან, ერ...
კვირა ღამეს „ თაში აღაბ“ ჰქვია. ამ დღეს, დილით, კუბდარებს და ხაჭაპურებს წაუდგამე...
ლიურაში ერთი, იარნესგაში მარხვით უნდა აღასრულო და მეორე - აღბიერში, ლიმპარის მო...
მიცვალებულის დატირება. სარიტუალო პურების ცხობა და შესაწირის გაცემა...
მეორე დღეს, შაბათს, დილით, ღამე ერთი საათი რომ იქნება დარჩენილი ავდგებით, ფანჯ...
სხვაც, რაც კი რამ სამარხო იქნება. გარედან ავეჯის შემოტანისას ერთ პატარა სა...
თეთრი ფხუს ორშაბათიდან კვირა საღამომდე არის ყველიერის კვირა. ყველი...
20/7 იელიობ 2/8 ლატალის ზედა სოფლელების (ჟიქìნქას) ახანახას მერე ორ კვირაში ა...
ახლა მეორე დღეს არის ზომხა. დილით ახალგათენებულზე სამი მეეკვლე; ერთი ხარი, ერთი ...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, იფხი, ზემო სვანეთი)
ხის ჯამი ...
ყველის საწური კალათა ...
მღვდელი წლისთავზე აკურთხებს გარდაცვლილი ქალისთვის მიძღვნილ სუფრას...
დღესასწაულ ,, ფუსნახან ლიძჰენი "-ის აღნიშვნა ლატალის თემის სოფელ იენაშში, საფერხ...
ფოტოზე აღბეჭდილია მომლოცველი მამაკაცები სარიტუალო პურების შეწირვის პროცესში ,,უ...
ახალი წლის დილა გუარამ გირგვლიანის ოჯახში, მეკვლე ( მეჭშხი) ულოცავს ოჯახის წევრ...
ლიმერიეს დღეს ახალი გარდაცვლილებისთვის საკურთხის გარდა იციან სამოსის მიძღვნაც, რ...
წმ.ღვია და წმ.მსხალი ფარის თემში. ...
მართკუთხა ფორმის ქაღალდზე შავი ფანქრით ჩახატული ტაბლა ...
სარიტუალო, ხელებით გადაჭაჯვული საფერხულო ცეკვა , დღესასწაულის მასპინძლის კერიის...
სახლების დიდებით შემოვლა გარდაცვლილ სულთა წასვლის დღეს (ლიფანალის დასრულებისას)...
ფოტოზე აღბეჭდილია ლატალის ხედი. ზემო სვანეთი ...