ზომხა. ახალი წელი სვანეთში (გვ.1.)

ტიპი: ხელნაწერი
დასახელება: ზომხა. ახალი წელი სვანეთში (გვ.1.)
დასახელება (ორიგ.): ზომხა
ავტორისეული აღწერა: 01.01 ზომხა 14.01
შინაარსი: ახლა მეორე დღეს არის ზომხა. დილით ახალგათენებულზე სამი მეეკვლე; ერთი ხარი, ერთი ქალი და ერთი კაცი, გადიან წყაროზე. მამაკაცს გაყავს ხარი, ქალს წყლის ჭურჭელი და სათესლე. სათესლეში დევს საფერხავი პურები, თომის კონა, ღორის ყბა, არაყი, ულემზირო ბურთულა კვერები (პუხçêრ) ფუსნამუჟეღç - დიდი ღმერთის სახელობის ლემზირი და ლესკêრი - მოზრდილი პური. წყაროზე შეიკრიბებიან ბევრი მეეკვლე და იქ დაულოცავენ ერთმანეთს ახალი წლის მობრძანებას. დალევენ არაყს, წყლით აავსებენ ჭურჭელს, რომელსაც ამ დღეს რძეს ეძახიან. მერე წამოვლენ სახლში. კარში შემოსულები გუიზს და ყველს აიღებენ ლალაშიდან ხელში და მიადგებიან სახლის კარებს. დაიძახებენ: - „კარი გამიღეთ“ ამ სიტყვების მერე სახლიდან გამოსძახებენ: - „ შემოდი, შე, სულო, შემოდი, რა მოგაქვს? - ადამიანის მშვიდობა, წლის სიბეჯითე, ხარი მყავს, ძროხა მყავს, ფული და განძი მაქვს, სპილენძის განძი მაქვს, უხვად და ბარაქიანად, მოვდივარ, მოვდივარ და ძლივს მოვდივარ! - შემოდი შე სულო, შემოდი! ამ სიტყვების მერე კარს ფეხით გააღებენ და შევლენ. კერას წაღმა შემოუვლიან „ - ო,ო, კარგი ფეხი შემოგვეტანოს, კარგი წლის შეცვლა“ მერე ლალაშს მოიხსნის ზურგიდან და იქვე საფუართან დადებენ. ხარს ლანნუნêლზე -თივის ჩამოსაყრელ ადგილას- დააბამენ, თივას დაუყრიან. მერე მოტანილი რძით ხელებს დაიბანენ და სხვასაც დაბანენ. ამის მერე მეეკვლე ყველას დალოცავს. ხელში დაიკავებს ლესკარს, ფუსდამუჟეღუს და ღორის ყბას და სასკამზე ჩამომჯდარი იწყებს მათ დალოცვას თან ამ სამეკვლეოს წაღმა ატრიალებს: „წლის ძალის შემცვლელო, კარგი წელი შეუცვალე, საქონლის ზრდით და მატებით, ჯანის სიმრთელით, მთასა თუ ბარში მთელი წელი მშვიდობით მოუვლინე“; ამის მერე შემოვა სახლის მეეკვლე. ლალაშს გაუტანენ კართან და როცა შემოვა შინ ამ ლალაშით, დაგორდება კერასთან - ამას ეძახიან წლის გაგორებას. ამის მერე ეს მეეკვლე იწყებს ლიშიაშìლის. მერე მათ, ლაშიაშìლის, მიცვალებულის სუფრაზე დადებენ და სხვა სანოვაგესთან ერთად ახსენებენ მიცვალებულებს. მერე ამ სანოვაგეს შესჭამენ და არაყს დალევენ. სანამ ისაუზმებენ კარ-ფანჟრის გაღება არ შეიძლება. როცა მოვრჩებით, ფანჯრებს გავაღებთ. ამ პროცესისას ფანჯარასთან გავშლით თეთრ მიტკალს რომ სინათლეს დავანახოთ და ვიტყვით - ასეთი თეთრი წელი გვქონოდეს. ამის მერე ხორცს ჩავადგამთ მოსახარშად. კის ქვეშ ცეცხლს შევუნთებთ, პურს დავაცხობთ, ღერღლაარს დავაცხობთ, ჭიშდუარს დავაცხობთ, კუახ პურებს. თუ ზომხა კვირა დღეს მოხვდა, მაშინ ლიფანე არ შეიძლება (დაღამებულზე შეიძლება) მეორე დღეს ვახსენებთ მიცვალებულებს. ზომხა დღეს თუ კარგი მთვარე მოხვდა, დავიბევებთ მუშაობას. ქალი თავის საქმეს, კაცი თავისას. ფუსდა მუჟეღუის ჭამა, მხოლოდ მამაკაცს შეუძლია. ლესკრის - ყველას მუჟეღუს შეჭამენ, როცა ნაახალწლევს პირველად გაიყვანენ ხარებს სამუშაოდ ( ტყეში, შეშაზე) ზომხას მეორე დღეს ჰქვია კუიმტობ. ყოველთვის კვიმატია ეს დღე. ცუდი მთვარეა და ამიტომ. სოფელ იფხში ზომხა დღე, ჩვენ ნანსყანებს, ერთად გვაქვს. იმ დღეს ვიკრიბებით. სახლში შესვლისას არყის ხეს ტოტს მოვატეხთ და შინ შემოვიტანთ, ჯაჭვზე მივამაგრებთ: -„კარგი წელით შეცვილიყოს ძველი“ ვიტყვით. ამ ღამეს სამ კაცს შინ შემოგვაქვს âული. ორს იქით აქით ხელი გვიკიდია, მესამე ზემოდანაა გადამჯდარი შემოსვლისას ვამბობთ: -„ âიში, âიში, ბამბღუ, გუემი ყოორჟი ჩçêრგაილა, თრიხ!. ამ დროს ყველა ვპწკენთ âულზე მჯდომს თან ყველფის ირგვლივ მარჯვნივ უვლიან. „კაçეშგიმ“ ხაჭაპურს მისცემს მერბიელი. ამ ხაჭაპურს დანით დაჩხვლეტს ერთერთი და ამბობს : ხარი, ხარი, ძროხა, ძროხა, ......
დამატებითი ინფორმაცია: ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ნინო წერედიანმა
თემი: ლატალი
სოფელი:
ტერიტორია: ზემო სვანეთი
წელი:
მასალა: ქაღალდი, მელანი
ზომები: 24სმ × 21სმ
მდგომარეობა: დამაკმაყოფილებელი
დაზიანებები:
თეგები: არაყიდალოცვაზომხალესკირიმეეკვლერიტუალისათესლეფუსდა მუჟეღუიხარი

სხვა გვერდები:


ამავე ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ზემო სვანეთი)


...
ზომხა-ახალი წლის დღესასწაული სვანეთში (გვ.3.)

– „ყველაფერი მხოლოდდამხოლოდ კარგი: ადამიანის და საქონლის, სულდგმულის სიმრავლ...

...
ხრაბ, ლიგერგი (გვ.2)

კრაბ არის ლიგერგის წინადღე. სრულდება შესაწირავები დიდი ღმერთისთვის. მეორე დღეს ...

...
ლიფანაალი-ადგომ (გვ.2.)

სხვაც, რაც კი რამ სამარხო იქნება. გარედან ავეჯის შემოტანისას ერთ პატარა სა...

...
აღდგომა (თანაფ) (გვ.8.)

დიდ აღდგომას, ხოშა თანაფს ერთი გვარის წარმომადგენლები ერთად იკრიბებიან, ა...

...
„უბნა კçეცნა ლიკედ“

„უბნა კçეცნა ლიკედ“ როცა ხორბლის მარაგს პირველად ვიწყებთ, მაშინ დიასახლისი გავა ...

...
ლიჰევწარი (გვ.2.)

25/01 ლიჰეçცìრი 07/02 შაბათს ლიჰევწარი ჰქვია. მენენი ჩამოყრის თივას სათივიდან...

...
იარნესგა (გვ.1.)

ქრისტეს შობასა და ზომხას შორის პერიოდს ჰქვია ÎêრნეÎსგა. ამ კვირაში უქმეა, მუშა...

...
ტარიჯმაშის დღესასწაული (გვ.4)

მოცემულია ტარიჭაბუგვის // taritabűgv// tabgom-ის სახელით ცნობილი, აღდგომის შემდ...

...
დიდი ხუთშაბათი კარგი ხუთშაბათი (გვ.2.)

აღდგომის ხუთშაბათს დღისით ვაკეთებთ ხორბლის ფაფას. საღამოს ვიტრაპეზებთ. ტრაპეზ...

...
თანაფ

აღდგომას მამლების ყივილზე ავდგებით. ვისაც წირვაზე წასვლა გვინდა მივდივართ „სახრა...

...
ტარიჯმაშის დღესასწაული (გვ.6)

მოცემულია ტარიჭაბუგვის // taritabűgv// tabgom-ის სახელით ცნობილი, აღდგომის შემდ...

...
ბარბარობის დღესასწაული სვანეთში (გვ.3.)

სახლისა და საგვარეულოს (საძმოს) მიცვალებულებს, ვისგანაც ჩვენ ოდნავადაც კი ი...

სხვა ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ზემო სვანეთი)


...
ხვამლობის დღესასწაული

ხვამლობის დღესასწაულის დილას ოჯახის უფროსის მიერ ლოცვის აღვლენა და სარიტუალო პურ...

...
მიცვალებულთა სულების მობრძანების დღეს საქალებო ჩირაღდნების გამოთლა არყის ხისგან

ფოტოზე გამოსახულია არყის ხისგან საქალებო ჩირაღდნების -ლამპრების გამოთლა მიცვალებ...

...
ლიფანაალი, მიცვალებულთა სულების გაცილება

ფოტოზე აღბეჭდილია უთენია, ხალხის მსვლელობა სასაფლაოსკენ ...

...
სულის მოსახსენებელ დღეებში არყის სმა ეზოში მდგარ საერთო სათლიდან

მიცვალებულის სულის მოსახსენებლად წლისთავზე (სურვილის მიხედვით) არაყის სმა ეზოში ...

...
მიცვალებულების სულების გამასპინძლება ლიფანალის დღეებში

გარდაცვლილთა სულების მიღება-გამასპინძლება "ლიფანალის" დღეებში...

...
დღესასწაული უფლიშ - ხარის შეწირვის რიტუალი

ფოტოზე უფლიშ-ის დღესასწაულის მსხვერპლშეწირვის ის მომენტია აღბეჭდილი, როდესაც ხდე...

...
ახალი წლის დილის რიტუალი კერასთან

ფოტოზე აღბეჭდილია საახალწლო რიტუალი კერასთან, სადაც ალაგია სამეკვლეო, სარიტუალო ...

...
მოსახსენებელი სუფრები საფლავებზე მარიამობა დღეს

საკურთხი სუფრები საფლავებზე მარიამობა ( ლიმერიე) დღეს. ...

...
ხიდი მდ. ენგურზე

ფოტოზე მოცემულია ხიდი მდ. ენგურზე ...

...
წმ.ღვია და წმ.მსხალი

წმ.ღვია და წმ.მსხალი ფარის თემში. ...

...
დღესასწაული სიკუობ ლატალში

ფოტოზე აღბეჭდილია ტრაპეზი ლალცხატის მინდორში, დღეობა სიკობზე, მსხვერპლშეწირვის შ...

...
ყველის საწური კალათა

ყველის საწური კალათა ...