| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | აღდგომა (გვ.3.) | |
| დასახელება (ორიგ.): | თანაფ | |
| ავტორისეული აღწერა: | ||
| შინაარსი: | ლემზირებს ვაცხობთ და შიგ ვურევთ ახალდაკლული საკლავის ბადექონს. ამა ჰქვია ყონცარი. ვთავაზობთ და ვასმევთ არაყს. დილას ლემზირებს შევწირავთ და შევალოცავთ დიდ ღმერთს, ვევედრებით, რომ გვამყოფოს კარგად და ცუდი გვაშოროს, აგვაცდინოს. საუზმის მერე, უკვე შუადღის დროს არის სადილობა. სადილისთვის აცხობენ კუბდარებს, პურს, ვხარშავთ ხორცს. ამ დროისთვის აღდგომის გამკეთებელ სახლში შეიკრიბება ყველა: აღდგომის მასპინძელი და დამხვდომიც და მოწვეულებიც. ელოცებიან დიდ ღმერთს, ევედრებიან მშვიდობას და კარგად ყოფნას. დიდი ღმერთის ვედრებისას და ლოცვისას ყველანი ჩავიმუხლებთ ხოლმე (ჩუ ხვიღულაიდ) , როცა საკლავს ვწირავთ დიდ ღმერთს. აღდგომის გადამხდელი ოჯახები იმის მიხედვით ერთიანდებიან ხოლმე, ვისაც ერთმანეთი მოსწონთ. თუკი ერთი ოჯახი უფრო მრავალრიცხოვანია მეორესთან შედარებით, მაშინ საჭიროა რომ ადღგომის გადამხდელმა ოჯახმა ცალკე წილი გაუგზავნოს იმ ოჯახს: ხორცის, პურის, არყის, რამდენი წევრითაც მეტი იქნება ოჯახში, ზუსტად იმდენი. პირველი აღდგომა არის კვირა დღეს და კვირა ღამეს. აღდგომის კვირეულში უქმე დღე არის ერთი. ორშაბათ დღეს არის კურთხევის ორშაბათი. | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | მულახის თემი | |
| სოფელი: | ||
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 20სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | კორკოტილოცვამიცვალებულიწანდილიხორბალი | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
მეორე დღეს, შაბათს, დილით, ღამე ერთი საათი რომ იქნება დარჩენილი ავდგებით, ფანჯ...
მერე, კვირა დღეს ჰქვია ლიâდუში. ამ დღეს გირგვლიანები, სტეფლიანები და თამლიანები ...
მიცვალებულის დატირება. კარგი მოგონებების გახსენება, კარგი ფეხის დატოვება ...
"სათიბების სახლები: ვიდერ, ნენგვლი, ჟვნიშ ჭიბ, ელვერ, ლემუნდ, ჭიბრილ, ლაჭვრი...
ლილაშუნედან ისგლინჩალამდე არის ერთი კვირა და სამი დღე. ისგლინჩაალის დღეს...
ამის მერე, ოთხშაბათს, არის ისგ ლილჩìლ (დიდმარხვის შუა პერიოდი) და ამ დღეს იციან ...
„ლინშდაქçრი“ ოჯახი, როცა მკას მორჩება, მაშინ „ლინშდაქçრე“ ჰქვია. იქ ღამე ლამარია...
ყველას, ყველას, ადამიანთა და სულდგმულთა მშვიდობიანობით გაგვახარე“. ამის მე...
შეალოცავენ და სწირავენ ისინიც გულბანების მსგავსად სამყაროს შემოქმედს (ფუს...
პეტრეპევლობის მერე 15 დღე უკლია კვირიკობამდე. იმ დღეს ყველა ოჯახი, ვისაც თხები ჰ...
გიმუნდი ჰქვია არყის ხის კარგად დაფოთლილ ტოტს, რომელსაც რგოლის, დისკოს ფო...
ლიჯგრი საფტინს არის მიცვალებულთა ხსენება. ლიფანეა ხორცით, პურით და არაყით. ძველა...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
ქალების სალოცავი ჯგირან სოფ. ჟამუშში, მულახის საზოგადოება ...
ლიმერიეს დღეს ახალი გარდაცვლილებისთვის საკურთხის გარდა იციან სამოსის მიძღვნაც, რ...
მართკუთხა ფორმის ქაღალდზე შავი ფანქრით ჩახატული ტაბლა ...
ფოტოზე გამოსახულია არყის ხისგან საქალებო ჩირაღდნების -ლამპრების გამოთლა მიცვალებ...
ფოტოზე მოცემულია ბეჩოს მყინვარი ...
ცეცხლის საჩხრეკი ორთითა ...
აღბა-ლაღრალის დღესასწაული, საქმისაი ფალოსით და ჯოხით...
ბეჩოს თემის ქალების სალოცავი ჯგერან, რომელშიც ინახება ნაყოფიერების (მომტანი) ქვე...
კერა...
შრომის იარაღები საფარცხავი, ნაჯახი, ბარი, წერაქვი ...
ქვაბში ხორცის ამოსარევი ხის ჯოხი ...