| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | შობის დღესასწაული-ქრისდეეშ | |
| დასახელება (ორიგ.): | ქრისდეეშ | |
| ავტორისეული აღწერა: | მულახ–მუჟალი, ს. ჟაბეში 1946 წ. | |
| შინაარსი: | შობის მეორე დღეს არის ქრისტეშობა. ქრისტეშობა დღეს გვჩვევია ასე: ქრისტეშობის დღესასწაულს რიგრიგობით, ჯერობით აღვნიშნავთ კომლიდან კომლზე, ყველა მოსახლესთან. (სვანურად აქ ულამაზესი წინადადებაა, ქართულად პირდაპირ ვერ ვთარგმნე! ქ. მ.) მოქრისტეშობე მოსახლე, (მოქრისდეეშ), ის ოჯახი, ვინც ამ რელიგიური დღესასწაულის მასპინძელია, ამ დღეს დაკლავს ხოლმე ან ორ ტახს, ანდა ტახს და ერთ ცხვარს მაინც. დაპატიჟებენ სოფელში მოსახლეთა რაოდენობის შესაბამისად იმდენს, რამდენიც ეყოლებოდათ მოწვეული, მაგრამ, როგორც წესი, თითოეული კომლიდან ორი კაცი მაინც აუცილებლად უნდა ყოფილიყო. (მოქრისდეეშ) მოქრისტეშობე მოსახლე, ანუ ქრისტეშობის მასპინძელი ოჯახი დილას საკლავებს დაკლავდა, მოხარშავდნენ ხორცს, დააცხობდნენ პურს ერთი ან ორი კვიიდოლის მოცულობით, არაყსაც ჩამოასხამდნენ 7–8 ლერქვაშის რაოდენობას (1 ლერქვაში უდრის 5 ჩარექას). სადილობის დროისთვის მთელი სოფელი შეიკრიბებოდა და ხორცს, არაყს და პურს – ყოველივეს აკურთხებდნენ მთელი სოფლის მიცვალებულების სახელზე. მერე უკვე ხალხი დაეწყობოდა, ყველანი დასხდებოდნენ ოჯახში, სახლში და იწყებოდა პურობა და მხიარულება. საღამოს ყველანი კარგი გუნება–განწყობით იშლებოდნენ. მღვდელს სუფრის კურთხევისთვის აძლევდნენ: ღორის ბეჭს, ერთ ბოთლ არაყს და 3 პურს. სოფელმა უკვე იცოდა ის, მომავალი წლისთვის ვინ იქნებოდა ქრისტეშობის მასპინძელი, დამხვდური ოჯახი და შესაბამისად, ეს ოჯახი აქედანვე უკვე იწყებდა მზადებას რელიგიური დღესასწაულის დასახვედრად. | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | მულახის თემი | |
| სოფელი: | ჟაბეში | |
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | 1946 | |
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 20სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | კვიიდოლიკურთხებამიცვალებულიქრისტეშობა | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ჟაბეში, ზემო სვანეთი)
მაშინ სხვა ხალხმაც, დანარჩენებმაც მიანებს თავი. ათას ცხრაას ოცდაორ წლამ...
ჰჷლიშიერ - სინნოხსნაბის შემდეგ კვირას სამი დღის ( შაბათი, კვირა, ორშაბათი) აღნიშ...
მოცემულია ტარიჭაბუგვის // taritabűgv// tabgom-ის სახელით ცნობილი, აღდგომის შემდ...
ლიმპარობის ორშაბათს ლაჰილელების ერთი ჯგუფი სოფლის აღმოსავლეთ მხარეს (იენაშს და ლ...
მერე, კვირა დღეს ჰქვია ლიâდუში. ამ დღეს გირგვლიანები, სტეფლიანები და თამლიანები ...
მოცემულია ტარიჭაბუგვის // taritabűgv// tabgom-ის სახელით ცნობილი, აღდგომის შემდ...
ხორცის აღაპის მეორე დღეს ორშაბათ დღეს არის თეთრი ფხუ. იმ დღეს იფარ...
ამის მერე შედიან ეკლესიაში, მაშინ მღვდელი ამბობს: „ქრისდე აღსდგა!“ მრევლი (...
მოცემულია ტარიჭაბუგვის // taritabűgv// tabgom-ის სახელით ცნობილი, აღდგომის შემდ...
ახლა, მეორე დღეს, „ლიჯგრი დოშდიშ“ ჰქვია. იმ დღეს ჩავალთ ჯგèრაგში. სასაფლაოებზე ...
ცუდი ოთხსაბათი არის ასეთივე, როგორც ცუდი პარასკევი. იმ დღეს არ შეიძლება ს...
ცვილის სანთლებს ამატებენ ბევრს და ასე ნელ–ნელა გააქვთ კარში გარე გასასვლე...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ჟაბეში, ზემო სვანეთი)
ქალების ქვევით ვედრების რიტუალი - ჩუბავ ლიმზირ, ჯგირანის სალოცავის შიგნით ...
ლიმერიეს დღეს მღვდლის მიერ არყის მიწაზე ლიბაცია და სასაფლაოზე მიტანილი სანოვაგის...
მარანი...
ფოტოზე მოცემულია მესტიის ხიდი (1927 წელი) ...
დაკრძალვა იფარის თემში, სოფ. ნაკიფარში.ფოტოზე აღბეჭდილია სოფ. ნაკიფარის ეკლესია,...
სახლების დიდებით შემოვლა გარდაცვლილ სულთა წასვლის დღეს (ლიფანალის დასრულებისას)...
ფოტოზე მოცემულია ბეჩოს უღელტეხილი...
კერა...
ფოტოზე მოცემულია ბეჩოს მყინვარი ...
მიცვალებულის მოსახსენებელი დღე ლაგუან, გარდაცვლილის შემოსილი და იარაღასხმული მამ...
ფოტოზე აღბეჭდილია რაჟდენ ქალდანის კოშკიანი საცხოვრებელი სახლი, მულახის თემის სოფ...
ფოტოზე მოჩანს მაჩუბის ბაგის ორნამენტირებული ტიხარი...