| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ბარბარობა (გვ.1.). ლატალის თემი | |
| დასახელება (ორიგ.): | ბარბლêშ | |
| ავტორისეული აღწერა: | 4.12/5.12/6/12 ბარბლêშ 17.12/18. 12/ 19.12 | |
| შინაარსი: | დღესასწაულთა თავი ბარბლაშია. ბარბალობა დღეს სხვის კარზე დაძახება არ შეიძლება - კარზე უნდა დააკაკუნო. ღამე გუიზად გვჩვევია ხორბლის პური (თუ იმ წელს იეშხუამს არ იქნები სახლში, ამ ღამინდელ გუიზს ვერ დაესწრები; უნდა გადახვიდე უკაცრიელ სახლში) მენენს, ბარბალობა ღამეს, ორ ლემზირს და ხაჭაპურს უცხობენ. მათ აიტანს დარბაზზე და აღუვლენს ბარბოლს: შესთხოვს: -„ბარბოლ ბარაქა მიეცი ჩვენს თივას, ამრავლე საქონელი ამ ოჯახში; იქვე, ლოცვის მერე, ისაუზმებს. სანთელი აქვს ხელში, კვარი - არა. კვარი არ აგვაქვს დარბაზზე; იმიტომ არ აგვაქვს კვარი დარბაზზე, რომ საშიშია მისი ნაპერწკალი. (ს. იფხი ამ დღეს ლემზირებს დარბაზზე არ ავიტანთ) ახლა, ჩამოვა დარბაზიდან და ბარბოლს სახლში აღუვლენს ლემზირებს; -„თუ ვინმეს ბედნიერად გამარჯვებია დღევანდელი გუიზობის ლოცვა, მეორედ ჩვენს ოჯახს გაუმარჯვე“ მერე, მთელი ოჯახი ისაუზმებს. რაც დარჩება გუიზის პურიდან, ძაღლს შევაჭმევთ, ღორებს - არა! თუ კიდევ გადაგვრჩა, მეორე დღისთვის შევინახავთ და შევჭამთ. იმ კვირაში, სამი დღე, ხარების შრომა გვეკრძალება. ოჯახის დაძახება მხოლოდ ერთ დღეს არ შეიძლება - გუიზის დღეს. ბარბლაშის პირველ დღეს პურის მცხობელი ქალები გუიზის დაცხობამდე საჭმლის ჭამას იკრძალავენ. თუ მაინც შეეშალათ და დაარღვიეს, მეორე კვირაში ვალს დაუბრუნებს წესის დამრღვევი; ისევ არ შეჭამს საჭმელს, გუიზს დააცხობს და შეევედრება ბარბოლს - „მაპატიეო“ | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ნინო წერედიანმა | |
| თემი: | ლატალი | |
| სოფელი: | ||
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 36სმ × 21სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | ბარბარობაბარბლაშგუზილემზირილოცვარიტუალი | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ზემო სვანეთი)
ლიფანაალი 06.01 განცხდაბ 19/01 ადგომის მერე მეორე დღეს განცხდაბ ჰქვია. საკლავ...
იმ დღეს იშიმშილებს ის ადამიანი, ვისაც ქარი სტკივა, ქარი აქვს. იმ ღამეს სე...
ლალჩას შემდეგ პირველ სამშაბათს ხვდება ხუარსობ. ეს არის საქონლისთვის ლოცვა მუნის ...
გუნუაანთ ჩამეგიანთა ერთ–ერთი წინაპარი (ხოშა) დაჭერილი ყოფილა კახეთ...
აღდგომის შაბათ დღეს მღვდელი და დიაკონი ოჯახიდან ოჯახში დადიან აღდგომის კვი...
29/06 პარპოლდêშ 12/07 პარპოლდაშ ყოველთვის 28-29 ხვდება. იმ დღეს ჩვენ, იფხელებს,...
ჴეობ- მოდიოდა ლალხორის შემდეგ კვირას. მთელი სოფლით ხდიდნენ არაყს. ლესკარები აცხ...
თავთავის წილ ულუფას (თაინს). ლამპრობა არის კვირა დღეს და კვირა საღამოს, ...
18/ 01 ჯêნგლობ 31/01 ამ ღამით კოჭლი სულები მოდიან სახლში და როგო...
სçიმნი ნამპრობ ყოველთვის გვჩვევია ძველით პირველ თებერვალს. საღამოს, ან კარგად ...
ლიჯგრი საფტინს არის მიცვალებულთა ხსენება. ლიფანეა ხორცით, პურით და არაყით. ძველა...
ბარბალობის კვირეულში სამი დღის განმავლობაში ყველა ჭოლაშელი ქალი მიდის...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ზემო სვანეთი)
ფუსნახან ლიძჰენის დღესასწაული, სატრაპეზო სუფრა მსხვერპლშეწირვის შემდგომ ...
ყაუ - კერაზე ჩამოსაკიდი კავი ლაფთან - ხარის კუდისგან დამზადებული ბუხრის საწმენდ...
საფერხულო ცეკვა ლაჭიშხაშ...
ფოტოზე გამოსახულია ლატალელთა საძოვრები მთაში, შორს მოჩანს უშბის მთის მასივი ...
ცეცხლის საჩხრეკი ორთითა ...
ლიმერიეს დღეს ახალი გარდაცვლილებისთვის საკურთხის გარდა იციან სამოსის მიძღვნაც, რ...
ფოტოზე აღბეჭდილია ახალი წლის დილა, მეკვლემ ხართან ერთად მოილოცა წყაროზე და დაბრუ...
გარდაცვლილის სულის მოსახსენიელბელ დღეს მოხარშული ხორცით გაკეთებული საკურთხი ...
ფარცხი - მოხვნის შემდეგ მიწის მოსასწორებელი...
ფოტოზე აღბეჭდილია ლატალის ხედი. ზემო სვანეთი ...
წმ.ღვია და წმ.მსხალი ფარის თემში. ...
ფოტოზე აღბეჭდილია "ლაჰლათახაშ" დღესასწაულზე , სოფელ ლაჰილში შეკრებილი ლატალის ს...