ლითოოდრი

ტიპი: ხელნაწერი
დასახელება: ლითოოდრი
დასახელება (ორიგ.): ლითოოდრი
ავტორისეული აღწერა:
შინაარსი: ლითოოდრი ხვდება პარასკევ დღეს. ამ დღეს მთელი სოფლის ბავშვები შეიკრიბებიან სადმე, სადაც ურჩევნიათ. თან დაიკავებენ დიდ გობს (ლალაშს ) და გამოყვებიან ოჯახ–ოჯახ, კარდაკარ. თითოეულ ოჯახს ლოცავენ ასე: „ღმერთო დალოცე ამ სახლის მოზარდები, ამრავლე ადამიანები და სულდმული, საქონელი“. ლოცვის ტექტს ამბობს ერთი, დანარჩენები კი პასუხობენ: „აამინ!“ ამის მერე, ის ოჯახი, რომელიც დალოცეს, ამ ბავშვებს გამოუტანს ცერცვს, გამომცხვარ პურს, ანდა ფულს, ან ჩირს... ახალი მიცვალებულის პატრონი ოჯახები ზოგჯერ მიცვალებულის სულსაც დაალოცვინებენ ბავშვებს. და ამის მერე კიდევ დამატებითაც აძლევენ ბავშვებს საჩუქრებს. ასე შემოივლიან ბავშვები სოფლის ყველა მოსახლეს. საღამოს კი შეიკრიბებიან ერთ რომელიმე ოჯახში, სადაც უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს, ანდა უკაცრიელ სახლში. იქ ჩაადგამენ მოსახარშად ან ცერცვს ან კარტოფილს. ბავშვები ამ ღამეს ძალიან დიდხანს არიან ერთად, თამშობენ, მღერიან, ცეკვავენ და იქვე ივახშმებენ ხოლმე. გვიანობას დაიშლებიან და წავლენ თავთავიანთ სახლეში. (ეს ბავშვები ასაკით არიან 8 –დან 17 წლამდე). შაბათ საღამოს კვლავ შეიკრიბებიან და პარასკევის საღამოს მსგავსად კვლავ ერთად მოიმზადებენ ვახშამს, მხიარულობენ, ცეკვავენ, მღერიან და გვიან დაიშლებიან ხოლმე. კვირა დღეს ლითოდრის მონაწილე ბავშვებს შეუერთდებიან ასევე ქალიშვილები და ვაჟკაცები (15 –დან 30 წლამდე ასაკისა). ამ დღეს ყველანი შინიდან, საკუთარი სახლიდან მოიტანს და ასე მოაგროვებენ ხოლმე ყველს, ფქვილს და არაყს. არაყს ყიდულობენ ლიკნის სანაცვლოდ. ამა თუ იმ ოჯახს რომ სოფლის ქალიშვილები და ვაჟები შეეწევიან და ხელს შეაშველებენ ან თიბვაში, ან მკაში ამას ჰქვია (ლიკნი). ამ ღამეს გააჩაღებენ ხოლმე მხიარულებას თავდავიწყებამდე და კარგ ვახშამს გაამზადებენ აუცილებლად. მთელი საღამო ახალგაზრდები ხუმრობენ, ოხუნჯობენ და გვიანობას იშლებიან. (ზოგჯერ მოტაცებებიც ხდება ასეთ საღამოებზე (ლიცხუპინაალ). ლითოდრიზე სჩვევიათ ასეთი სიმღერა: „ესა, ესე ძეები და ვაჟები ამრავლე, ამ სახლს ვაჟიანობა ჰქონოდეს, ძეები გაუმრავლდეს“. ყველას უსურვებენ ვაჟების სიმრავლეს და ყველას სახლთან ამ სიმღერას მღერიან. ლითოდრის დღეს წესად გვაქვს საქონლისთვის კუდების ბალანის მოჭრა და მოწესრიგება. მოჭრილ კუდებს ააგდებენ (ლაწდრეეცათე ) მაღლა და ასე იტყვიან ხოლმე: „ამოდენამც გაზრდილიყვნენ“.
დამატებითი ინფორმაცია: ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე ქეთევან მარგიანმა
თემი: მულახის თემი
სოფელი:
ტერიტორია: ზემო სვანეთი
წელი:
მასალა: ქაღალდი, მელანი
ზომები: 20სმ × 17სმ
მდგომარეობა: დამაკმაყოფილებელი
დაზიანებები:
თეგები: ლითოოდრილიკნიშსაწირიცეკვა

სხვა გვერდები:


ამავე ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)


...
ლიქშორალი

ლიქშორალი ჰქვია მდინარის პირას ქვიშაზე რიტუალებს. აღდგომის ხუთშაბათ დღეს...

...
ლიფანაალი ადგომ (გვ.2.)

ლიფანაალი 0.5.0.1 ადგომ 18. 01 ლიფანალის პირველ დღეს ჰქვია ადგომ. ადგომ ყოველ...

...
ზომხა. ახალი წელი სვანეთში (გვ.1.)

ახლა მეორე დღეს არის ზომხა. დილით ახალგათენებულზე სამი მეეკვლე; ერთი ხარი, ერთი ...

...
აღდგომა (თანაფ) (გვ.6.)

აღდგომის მერე ერთი კვირა რომ გავა, იმ კვირადღეს ჰქვია დიდი აღდგომა (ხო...

...
ლალხორ საფტინ

შაბათს საღამოს სულები ლალხორში მიდიêნ. მაშინ სკამზე და ბანდარზე დასხდომა შეუძლია...

...
ლამპრობა (გვ.3)

თავთავის წილ ულუფას (თაინს). ლამპრობა არის კვირა დღეს და კვირა საღამოს, ...

...
ღუეშგე ლიმერიე (გვ.1)

ღუეშე ლიმერიე მარიამობის შემდეგი კვირაა, რომლის დროსაც კარგი მოსავლისთვის იწირე...

...
შიხარ ცააშ (გვ.2)

იმ დღეს დილით გვჩვევია: ერთი კაცი ადრე ადგება და გავა ეკლის მოსაჭრელად. დავუვლით...

...
მაცხუარი თახაშ

01/04 მაცხუარ თახაშ 14/04 მერე სამშაბათს, მაცხუარ თახაშია. ოჯახიდან თითო კაცი...

...
ბარბარობის დღესასწაული სვანეთში (გვ.3.)

ეკლესიის მინაშენის (ლადბაშის) გარეთ ერთ ადგილას და დაანთებდნენ ვეებრეთელა ...

...
მიცვალებულთა დღე; კურთხევის ორშაბათი (გვ.2)

აღდგომის მეორე დღეს არის მიცვალებულთა დღე – კურთხევის ორშაბათი. იმ დღეს ...

სხვა ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)


...
ქვაბში ხორცის ამოსარევი ხის ჯოხი

ქვაბში ხორცის ამოსარევი ხის ჯოხი ...

...
ბეჩოს უღელტეხილი (3375მ)

ფოტოზე მოცემულია ბეჩოს უღელტეხილი...

...
ხის მორისგან გამოთლილი წყლის ჭურჭელი

ხის მორისგან გამოთლილი წყლის ჭურჭელი ...

...
სამამაკაცო ლამპრების დაწვა საფლავებზე ლამპრობა დღეს

სამამაკაცო ლამპრების დაწვა საფლავზე ლამპრობაზე ...

...
სულის მოსახსენებელი სუფრა მიცვალებულის სახლში

სულის მოსახსენებელი სუფრა მიცვალებულის სახლში ...

...
ქელეხის სუფრა სასაფლაოზე

ქელეხის სუფრა ლატალის თემში, ეზოში სატრაპეზოდ სხედან მამაკაცები, ქალები და ბავშვ...

...
ცეცხლის საჩხრეკი ორთითა

ცეცხლის საჩხრეკი ორთითა ...

...
მულახელები

ფოტოზე აღბეჭდილნი არიან მულახელები...

...
სამეურნეო იარაღები

სამეურნეო იარაღები მარცვლეული კულტურების მოსავლის ასაღებად. კევრი და უღელი, ღვლე...

...
მესტიის თემი. სოფელი ლაღამი

ფოტოზე მოცემულია მესტიის თემი. სოფელი ლაღამი ...

...
გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი სუფრა

გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად გარეთ გაშლილი სუფრები...

...
წლისთავის სუფრის კურთხევა

წლისთავზე გარდაცვლილი ქალისთვის სუფრის კურთხევა მღვდლის მიერ...