ლიფანაალი ადგომ (გვ.1.)

ტიპი: ხელნაწერი
დასახელება: ლიფანაალი ადგომ (გვ.1.)
დასახელება (ორიგ.): ლიფანაალი ადგომ (გვ.1.)
ავტორისეული აღწერა: ლიფანაალი 0.5.0.1 ადგომ 18. 01
შინაარსი: ლიფანალის პირველ დღეს ჰქვია ადგომ. ადგომ ყოველთვის არის იანვრის ხუთში. იმ დღეს ავეჯი,... ყველაფერი გასარეცხია. ხსნილი არ შეიძლება, წმინდად (მარხვით) უნდა დახვდე სტუმრებს. მზის ჩასვლის მერე კის ქვეშ შევუნთებთ ცეცხლს. (უფროსი მამაკაცი, რომელიც ქუნების მოსაპატიჯებლად უნდა წავიდეს, იმ დღეს მარხულობს, საჭმელს არ ჭამს. ასე იქცევა მერბიელიც. ამ საქმისთვის მას დაუცხობენ ექვს ცალ ლემზირს. მათ სასაფლაოზე წასული თან წაიღებს. პირველად ლამარიაში შევა და იქიდან გავა თავისი მიცვალებულის საფლავზე. ლამარიაში მარჯვნივ შემოტრიალებისას იტყვის: -„ჩვენს ფუსდ დალებს კარგი ფეხი მოგეტანოთ“. სახლში მოსულს âულთან ორი კაცი და ერთი ბავშვი დახვდებათ და ისინი ამ âულს სამ ნაწილად დაჭრიან. მას აქეთ იქით ორი კაცი ხელს მოჰკიდებს, შუაზე ბალიშს დადებენ და მასზე ბავშვს დასვამენ, შევლენ სახლში და იტყვიან; - „âიშამბუ, ბიბამბუ!“ თან ბავშვს გვერდებზე პწკენენ ოჯახში მყოფნი. კერას გარს შემოვლის შემდეგ იქ სადაც კვარის ადგილია ბავშვს გადააგორებენ. იქ სამ ლემზირს დაახვედრებენ და ოჯახის უფროსი ამ ლემზირებს დანით დაჭრის პატარ-პატარა ნაჭრებად და გადაუყრის ბავშვებს. მაშინ ბავშვები დაესევიან და დაინაწილებენ ამ ლუკმებს. ოჯახის უფროსი პურების დაჭრისას, რამდენჯერაც დანას გადაუსვამს, იმდენჯერ იტყვის: წლის სიბეჯითე, ადამიანის მშვიდობა, საქონლის სიმრავლე. ამ ექვსი ლემზირიდან სამს ყველა შეჭამს, სამს კი „ჯðდი ჰამისთვის“ გადაინახავენ. ამის შემდეგ ტაბაგს გააწყობენ სამარხო საკვებით, სანთელს დაანთებენ. âულთან ბავშვების მაგიდას გაშლიან . ოჯახის უფროსი დაიწყებს ლიფანეს. ჯერ სასკამთან (საკარცხულთან) ახსენებს „ ქრისდე ფუსდ მაცხოვარო, შეივედრე ჩვენი შესანდობრების სული, ღვთის დიდებას გთხოვთ და სულის შენდობას, ამ მადლით ყოფილიყოს ჩვენი დრო - ჟამი სავსე“. მერე, მეორე ტაბაგთან გადაუქცევს არაყს, მიწაზე დაასხამს მას შენდობისას. ტაბაგს როცა გავანთავისუფლებთ, ბანდარზე - გრძელი საქალებო მერხი, უზურგო - გადავატრიალებთ და ამ ბანდარზე „ჯოდი ჰამამდე“ გვეკრძალება დასხდომა. ამის მერე შევსჭამთ ამ დაფენილ საჭმელს და მერე დავწვამთ გუიზს. გუიზ როცა დაიწვება, ჩაიმუხლებს ხოშა მაარე და რკინის ასაღებით ნაკვერჩხალს აიღებს და დადებს კაზე, იტყვის: ამით ლამარიამ ხორბლის მოსავლის სიუხვით გაგვახაროსო, ამით ფეტვის მოსავლით, ამით ქერის მოსავლით, ამით სიმინდის მოსავლით, ამით ჭვავის მოსავლით, ამით ცერცვის მოსავლით, ამით კანაფის მოსავლით და ჩამოთვლიდა ყველა იმ მარცვლეულს და ბოსტნეულს, რომელიც კი ითესება მათ ყანებში და ბოსტანში, მერე ისევ ჩამოთვლიდა: ეს ხორბლის დამატება, ეს ქერის დამატება და ა. შ. გავიდოდა ბოლომდე ამას მოყვებოდა ზღაპრების მოყოლის პროცესი, არაკების მოყოლის ვალდებულება. მთელი ლიფანალის მანძილზე კერაში ცეცხლი არ უნდა ჩამქრალიყო. ყოველი ლიფანალისას ხმამაღლა ძახილი და საუბარიც არ შეიძლება. არ შეიძლება ნახე - ხანჯალი, ნაჯახი, თოფი, ნემსი, დანა... ესენი არ უნდა ჩანდეს არსად მეორე დღეს ხსნილით უნდა ვუკურთხოთ სუფრა - განცხდაბია!
დამატებითი ინფორმაცია: ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ნინო წერედიანმა
თემი: ლატალი
სოფელი:
ტერიტორია: ზემო სვანეთი
წელი:
მასალა: ქაღალდი, მელანი
ზომები: 26სმ × 21სმ
მდგომარეობა: დამაკმაყოფილებელი
დაზიანებები:
თეგები: ადგომბებღუდალოცვალიფანაალიმიცვალებულისტუმარი

სხვა გვერდები:


ამავე ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ზემო სვანეთი)


...
ტარიჯმაშის დღესასწაული (გვ.5)

მოცემულია ტარიჭაბუგვის // taritabűgv// tabgom-ის სახელით ცნობილი, აღდგომის შემდ...

...
ისგლილჩალ (გვ.3.)

ლილაშუნედან ისგლინჩალამდე არის ერთი კვირა და სამი დღე. ისგლინჩაალის დღეს...

...
მიცვალებულის დატირებისა და შესაწირის გაცემის წეს-ჩვეულებანი სვანეთში

მიცვალებულის დატირება. სარიტუალო პურების ცხობა და შესაწირის გაცემა...

...
შობა

24. 12 შობ 06. 01 შობა დღეს ქალები უქმობენ და კაცებს ხარები ტყეში შეშაზე მიყავთ...

...
ჰèლშა საფტინ (გვ.1.)

24/05 ჰèლშა საფტინ 06/04 ალèნგვერის მერე პირველი შაბათი არის ჰèლიში. . იმ კვირაშ...

...
ისგლილჩალ (გვ.2.)

ისგლილჩალი ყოველთვის ოთხშაბათ დღეს ხვდება დიდმარხვაში. იმ ღამეს ი...

...
ზომხა-ახალი წლის დღესასწაული სვანეთში (გვ.4.)

სამეკვლეოს, სარიტუალო პურებს ხელად დაჭრიან იმ დროს, როცა ოჯახის წევრე...

...
ლიჰევწარი (გვ.2.)

25/01 ლიჰეçცìრი 07/02 შაბათს ლიჰევწარი ჰქვია. მენენი ჩამოყრის თივას სათივიდან...

...
ქალების დღე

მერე, ხუთშაბათს ისევ ქალების დღეა - „ზურêლìრე ცაìშ, რომლის წესებსაც ისე აღასრულე...

...
თითნე ფხუ (გვ.2.)

მეორე დღეს, ორშაბათს თçეთნე ფხუ ჰქვია. ამ დღეს ყველაფერი დასარეცხია: ტაბგა - მაგ...

...
ლიფანაალი გაცხდაბ (გვ.1.)

ადგომის მერე მეორე დღეს განცხდაბ ჰქვია. საკლავს დავკლავთ და აღვუვლენთ ლიმზირს სა...

...
ლალჩა

კვირას ლალჩა არის. საღამოს ლალყêჯს დავკლავთ. ზოგს (იენაშელებს) გოჭი სჩვევიათ. ამ...

სხვა ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ზემო სვანეთი)


...
მარანი

მარანი...

...
მესტიის თემი. სოფელი ლაღამი

ფოტოზე მოცემულია მესტიის თემი. სოფელი ლაღამი ...

...
ხვამლობის დღსასწაული

სამსხვერპლო მამლის დაკვლა ხვალმობ-აზე, ხველების თავიდან ასაცილებლად ...

...
მეკვლეობა ახალი წლის დილას

ახალი წლის დილას ოჯახის უფროსის, შინაური მეკვლის მიერ კერიას გარშემო ხარის სამჯ...

...
ლოცვის აღვლენა საქონლის გასამრავლებლად

ფოტოზე აღბეჭდილია ოჯახის უფროსი მოსალოცი ფიჩქით ხელში, რომელზედაც ალაგია ლემზირი...

...
წლისთავის სუფრის კურთხევა

მღვდელი წლისთავზე აკურთხებს გარდაცვლილი ქალისთვის მიძღვნილ სუფრას...

...
ბეჩოს უღელტეხილი (3375მ)

ფოტოზე მოცემულია ბეჩოს უღელტეხილი...

...
უფლის ხარის დღეობა, ,,ფუსნახა ლითუალი

დღესასწაულ ,, ფუსნახან ლიძჰენი "-ის აღნიშვნა ლატალის თემის სოფელ იენაშში, საფერხ...

...
ლიფანაალი, მიცვალებულთა სულების გაცილება

ფოტოზე აღბეჭდილია უთენია, ხალხის მსვლელობა სასაფლაოსკენ ...

...
მოსახსენებელი სუფრები საფლავებზე მარიამობა დღეს

საკურთხი სუფრები საფლავებზე მარიამობა ( ლიმერიე) დღეს. ...

...
წლისთავის სუფრის კურთხევა

წლისთავზე გარდაცვლილი ქალისთვის სუფრის კურთხევა მღვდლის მიერ...

...
ლატალის თემის მთის საძოვრები

ფოტოზე გამოსახულია ლატალელთა საძოვრები მთაში, შორს მოჩანს უშბის მთის მასივი ...