შეშხვამ (გვ.2. ლატალის თემი)

ტიპი: ხელნაწერი
დასახელება: შეშხვამ (გვ.2. ლატალის თემი)
დასახელება (ორიგ.): შეშხçêმ (გვ.2. ლატალის თემი)
ავტორისეული აღწერა: 31.12 შეშხçêმ 13. 01
შინაარსი: შეშხვამის დღეს ტახს დავკლავთ და დაკვლისას ვამბობთ; -„წელი, უკეთესი წლით შეგვიცვალე, დალო Îეშხვამისაო“ საღამოს ერთი კაცი გავალთ ტყეში და თხილის ტოტს - გუიზს მოვჭრით. ასევე - მსხლის მსხვილ ტოტს - âულს. (იფხში მსხლის ტოტის მაგივრად არყის ხე გვჩვევია). თეთრი ნათი, ხის მოჭრისას თუ ზემოთ მოექცა, მასაც სახლში მოვიტანთ და კვეთში ჩავაგდებთ - რძის სიუხვე იცისო. გზად სადაც ნახავ ლამაზ თეთრ ქვას, მასაც თან წამოვიღებთ. მას ამ დროს ყველი ჰქვია. ამათ ყველაფერს შემოიტანს და დადებს გარეთ. როცა მზად ვიქნებით ამ ყველაფრის მომტანისთვის ლემზირს დავაცხობთ და აღვავლენთ âულთან; -„დალო იეშხვამისაო, კარგი წელი მოგვივლინე ჩვენ სახლს. კარგ გუნებაზე მოგვასწარი მრავალი დღევანდელი დღე“ მერე იქვე შეჭამს ამ âულის ლემზირს. მერე საკლავს დააჩარექებენ. ხერხემალს და თავ-ყბას ჩავადგამთ მოსახარშად. მოსახარშად ჩავადგამთ ასევე საკლავის ნაწლავებს და ფეხებს. მიცვალებულთათვის რასაც სუფრაზე გამოვიტანთ, ის ყველაფერი ჩვენვე უნდა შევჭამოთ - სხვამ არ უნდა ნახოს არც ესენი და არც ჩვენი სადილობა. ვინც ამ სადილის უნებლიე მოწმე გახდება, მას წლის ყველა საიდუმლო წესების შესრულებაზე დასწრების უფლება ეძლევა. თუ იმ წელს ჩვენი ოჯახის წევრი ხდება ვინმე, მაგ. სარძლო, მასაც დავისწრებთ ამ ლიფანეს წესზე. (ჩვენთან გუამ თავისი საცოლე მოიყვანა და ამიტომ მსგავს წესებზე დასწრება მას უკვე შეუძლია). მიცვალებულთათვის სუფრის წარდგმის მერე საჭმელს მიირთმევენ. ამის მერე კას ქვეშიდან შევუნთებთ და ვიწყებთ საფერხავი პურების დაცხობას. ცხვება ასევე პუხულდêრ. ერთი არის „ფუსნა მუჯეღუ“//“სეფსკუერ“, მეორე „ლესკარი“, მესამე „ფიშირ ლèმგენე“, მერე პუხუêრ. მათს დაცხობისას „სამკითხაოს“ ვამზადებთ სამ ცალს: ერთი „ლçნჯêრ“, მეორე - „ყუბ“, მესამე- „ფუტ“. მათ დავარქმევთ შერჩეულ წევრთა სახელებს: „ეს ჩუკურია, ეს ბეგლარ, ეს კარლო“ მერე ქუდში ჩაყრიან ამ სამს და აურევენ ერთმანეთში, მერე იტყვიან ; - „ჯგèრაგო, ვისი ფეხიც უკეთესი იყოს მას შეახვედრე“ კენჭებს აიღებს ერთი კაცი და ერთი ქალი. ამის მერე კენჭებს დავარქმევთ ერთს ცხენის და მეორეს ხარის სახელებს. ერთი კაცი ისევ აურევს ამ კენჭებს სვანურ ქუდში და მეორე აიღებს. ამის მერე ისევ დავარქმევთ ადამიანთა სახელებს ამ კენჭებს და ავირჩევთ იმ წელს „აღაბში“ ხარების წყალზე გამყვანს და ალპურ საძოვრებზე პირველად საქონლის გამრეკს; -„ჯგრაგ ჯèლიშ, ვინც მშვიდობით შეძლოს საქონლის მთაზე არეკვა, ჯèლêÎც (ჩანიშნული კენჭიც) მას შეახვედრე“ სულთათვის მაგიდის წარდგმის (ლიფëნე) შემდეგ ერთი კაცი ხით აჭრელებს (პურებს?) და გაიძახის „წლის სიბეჯითე, ადამიანის სიმრავლე, მშვიდობა, საქონლის სიმრავლე, ეს ხორბალი, ეს ქერი, ეს ფეტვი, ეს ხარი, ეს ძროხა. ძველ „ასაჭრელებელს“ (სამკაწრავს) დავწვამთ ზომხას ცეცხლის დანთებისას, ახალს -ს აყარზე შევდებთ. ძველად, ეშხვამის ღამეს, ყველანი, ფუძე სახლიდან განაყოფი ოჯახები, ერთად ფუძე სახლში შეიყრებოდნენ. ბევრიც რომ ყოფილიყვნენ მაშინაც კი, ერთი მეეკვლე უნდა ჰყოლოდათ - სახლის მეეკვლე. ხოლო წყაროზე გამსვლელნი იმდენი უნდა ყოფილიყვნენ, რამდენიც განაყოფი ოჯახი. აქ გარე მეეკვლე არ ვიცოდით, რადგან მის მოვალეობას სახლის მეეკვლე ასრულებდა - ის ერთ ღამეს გარეთ წვებოდა (სხვა სივრცეში და არა სგირ//მაჩუბში), წყაროზე გამსვლელი მეეკვლე - სახლში. წყაროზე გამსვლელი მეეკვლე ორი გვყავდა ერთი ქალი, მეორე მამაკაცი, ერთი ოჯახიდან. სოფელ იფხში ნანსყანებს ერთად ყოფნა სჩვევიათ ზომხასა და იეშხუამ ღამეს. წყაროზე წამსვლელ ორიდან ერთს კენჭს ვუყრით როგორც ცეცხლის დამთებს. ყველანაირი უწენა შეგვიძლია ჩვენ ერთმანეთისთვის.
დამატებითი ინფორმაცია: ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ნინო წერედიანმა
თემი: ლატალი
სოფელი:
ტერიტორია: ბალს ზემო სვანეთი
წელი:
მასალა: ქაღალდი, მელანი
ზომები: 23სმ × 21სმ
მდგომარეობა: დამაკმაყოფილებელი
დაზიანებები: არ აღენიშნება
თეგები: âულდალილიფანერიტუალიფუსნა მუჯეღუშეშხვამი

სხვა გვერდები:


ამავე ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ბალს ზემო სვანეთი)


...
ქალების დღე

მერე, ხუთშაბათს ისევ ქალების დღეა - „ზურêლìრე ცაìშ, რომლის წესებსაც ისე აღასრულე...

...
მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებანი სვანეთში

მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებანი სვანეთში...

...
ყველიერის სამშაბათი

მეორე დღეს, ყველიერის სამშაბათს, მოსაკითხის მიტანაა: არაყი მიაქვს მოსაკითხად მა...

...
შვიდი მაისი

07 შუიდ მაისი 20/05 ამ დღეს ხორბლის ყანებში ვიცით ლიდბêში. ნადბêშუნს დააცხობენ...

...
მეისრაბი (გვ.2.). სოფელი იფხი

ს. იფხი დავით çოტაშერ ნანსყანი. მეისარობა დღეს, პირველად, ღორის ხორცის ჭამა ჩვენ...

...
მიცვალებულის დაკრძალვისა და დატირების წესები სვანეთში (გვ.2.)

მიცვალებულის დაკრძალვისა და დატირების წესები...

...
მეისრაბი (გვ.2.)

მეორე დღეს, შაბათს, დილით, ღამე, ერთი საათი რომ იქნება დარჩენილი ავდგებით, ფან...

...
გიმი ხურუარე ლიშედალ

15 მარტს მიწის ხვრელების ამოყრაა. ამ დღესაც უქმეა. ახალ მოტანილ წყალს არ სვამენ...

...
მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები

მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები. შესაწირი, სუფრა და ა.შ....

...
ებრაელების პარასკევი

მეორე დღეს არის „ებრაელების პარასკევი“ (çირიêÎ- ებრაელი!) იმ დღეს ჩვენ არაფერი ა...

...
ჯოდი ჰამ (გვ.1.)

13/01 ჯçðდი ჰêმ 26/01 ჯოდი ჰამ ყოველთვის ორშაბათი დღეა. მამლის ყივილზ...

სხვა ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ბალს ზემო სვანეთი)


...
საახალწლო ციკლის დღესასწაული ,,ბემბღუ

ფოტოზე აღბეჭდილია ,,ბემბღუს " რიტუალი, გამომშრალი ხის ტოტზე , საახალწლო ,,ხულ-"...

...
მიცვალებულების სულების გამასპინძლება ლიფანალის დღეებში

გარდაცვლილთა სულების მიღება-გამასპინძლება "ლიფანალის" დღეებში...

...
ქელეხის სუფრა სასაფლაოზე

ქელეხის სუფრა ლატალის თემში, ეზოში სატრაპეზოდ სხედან მამაკაცები, ქალები და ბავშვ...

...
ახალი წლისთვის თხილის , მსხლის ტოტების და თეთრი ქვის შეგროვება

ფოტოზე ასახულია საახალწლოდ ტყიდან მსხლის ღეროების, თხილის ტოტების კონის მოტანი...

...
მსხვერპლშეწირვა ფუსნახან ლითუალის დღესასწაულზე

1. მეყვჟაალა — თემის (ლასკარ) რვა რჩეული მამაკაცი, რომელთაც ევალებოდათ სამსხვერპ...

...
ტრაპეზი , დღესასწაული ფუსნახან ლითუალ" ,

ფოტოზე აღბეჭდილია ტრაპეზი შეწირვის რიტუალის შემდგომ დღესასწაულ ფუსნახან ლიძჰენზე...

...
მიცვალებულის ნეშტთან მამაკაცების დატირების ერთ-ერთი მომენტი

ფოტოზე გამოსახულია ლატალის თემის სოფ. იენაშის მკვიდრის ბიაზრუკ წერედიანის დატირ...

...
გარდაცვლილის სულის მოსახსენებელ დღეს გაკეთებული საკურთხი მოხარშული ხორცით

გარდაცვლილის სულის მოსახსენიელბელ დღეს მოხარშული ხორცით გაკეთებული საკურთხი ...

...
სოფ. იფხი, ლატალის თემი

ლატალის თემი, სოფ.იფხი, კოშკის სახურავზე ხეა ამოსული...

...
უფლის ხარის დღესასწაული, ფუსნახანი ლითუალი

სარიტუალო, ხელებით გადაჭაჯვული საფერხულო ცეკვა , დღესასწაულის მასპინძლის კერიის...

...
მეკვლეობა ახალი წლის დილას

ახალი წლის დილას ოჯახის უფროსის, შინაური მეკვლის მიერ კერიას გარშემო ხარის სამჯ...