ტიპი: | ხელნაწერი | |
---|---|---|
დასახელება: | შეშხვამი (გვ.1. ლატალის თემი) | |
დასახელება (ორიგ.): | შეშხçêმ (გვ.1. ლატალის თემი) | |
ავტორისეული აღწერა: | 31.12 შეშხçêმ 13. 01 | |
შინაარსი: | შეშხვამის დღეს ტახს დავკლავთ და დაკვლისას ვამბობთ; -„წელი, უკეთესი წლით შეგვიცვალე, დალო Îეშხვამისაო“ საღამოს ერთი კაცი გავალთ ტყეში და თხილის ტოტს - გუიზს მოვჭრით. ასევე - მსხლის მსხვილ ტოტს - âულს. (იფხში მსხლის ტოტის მაგივრად არყის ხე გვჩვევია). თეთრი ნათი, ხის მოჭრისას თუ ზემოთ მოექცა, მასაც სახლში მოვიტანთ და კვეთში ჩავაგდებთ - რძის სიუხვე იცისო. გზად სადაც ნახავ ლამაზ თეთრ ქვას, მასაც თან წამოვიღებთ. მას ამ დროს ყველი ჰქვია. ამათ ყველაფერს შემოიტანს და დადებს გარეთ. როცა მზად ვიქნებით ამ ყველაფრის მომტანისთვის ლემზირს დავაცხობთ და აღვავლენთ âულთან; -„დალო იეშხვამისაო, კარგი წელი მოგვივლინე ჩვენ სახლს. კარგ გუნებაზე მოგვასწარი მრავალი დღევანდელი დღე“ მერე იქვე შეჭამს ამ âულის ლემზირს. მერე საკლავს დააჩარექებენ. ხერხემალს და თავ-ყბას ჩავადგამთ მოსახარშად. მოსახარშად ჩავადგამთ ასევე საკლავის ნაწლავებს და ფეხებს. მიცვალებულთათვის რასაც სუფრაზე გამოვიტანთ, ის ყველაფერი ჩვენვე უნდა შევჭამოთ - სხვამ არ უნდა ნახოს არც ესენი და არც ჩვენი სადილობა. ვინც ამ სადილის უნებლიე მოწმე გახდება, მას წლის ყველა საიდუმლო წესების შესრულებაზე დასწრების უფლება ეძლევა. თუ იმ წელს ჩვენი ოჯახის წევრი ხდება ვინმე, მაგ. სარძლო, მასაც დავისწრებთ ამ ლიფანეს წესზე. (ჩვენთან გუამ თავისი საცოლე მოიყვანა და ამიტომ მსგავს წესებზე დასწრება მას უკვე შეუძლია). მიცვალებულთათვის სუფრის წარდგმის მერე საჭმელს მიირთმევენ. ამის მერე კას ქვეშიდან შევუნთებთ და ვიწყებთ საფერხავი პურების დაცხობას. ცხვება ასევე პუხულდêრ. ერთი არის „ფუსნა მუჯეღუ“//“სეფსკუერ“, მეორე „ლესკარი“, მესამე „ფიშირ ლèმგენე“, მერე პუხუêრ. მათს დაცხობისას „სამკითხაოს“ ვამზადებთ სამ ცალს: ერთი „ლçნჯêრ“, მეორე - „ყუბ“, მესამე- „ფუტ“. მათ დავარქმევთ შერჩეულ წევრთა სახელებს: „ეს ჩუკურია, ეს ბეგლარ, ეს კარლო“ მერე ქუდში ჩაყრიან ამ სამს და აურევენ ერთმანეთში, მერე იტყვიან ; - „ჯგèრაგო, ვისი ფეხიც უკეთესი იყოს მას შეახვედრე“ კენჭებს აიღებს ერთი კაცი და ერთი ქალი. ამის მერე კენჭებს დავარქმევთ ერთს ცხენის და მეორეს ხარის სახელებს. ერთი კაცი ისევ აურევს ამ კენჭებს სვანურ ქუდში და მეორე აიღებს. ამის მერე ისევ დავარქმევთ ადამიანთა სახელებს ამ კენჭებს და ავირჩევთ იმ წელს „აღაბში“ ხარების წყალზე გამყვანს და ალპურ საძოვრებზე პირველად საქონლის გამრეკს; -„ჯგრაგ ჯèლიშ, ვინც მშვიდობით შეძლოს საქონლის მთაზე არეკვა, ჯèლêÎც (ჩანიშნული კენჭიც) მას შეახვედრე“ სულთათვის მაგიდის წარდგმის (ლიფëნე) შემდეგ ერთი კაცი ხით აჭრელებს (პურებს?) და გაიძახის „წლის სიბეჯითე, ადამიანის სიმრავლე, მშვიდობა, საქონლის სიმრავლე, ეს ხორბალი, ეს ქერი, ეს ფეტვი, ეს ხარი, ეს ძროხა. ძველ „ასაჭრელებელს“ (სამკაწრავს) დავწვამთ ზომხას ცეცხლის დანთებისას, ახალს -ს აყარზე შევდებთ. ძველად, ეშხვამის ღამეს, ყველანი, ფუძე სახლიდან განაყოფი ოჯახები, ერთად ფუძე სახლში შეიყრებოდნენ. ბევრიც რომ ყოფილიყვნენ მაშინაც კი, ერთი მეეკვლე უნდა ჰყოლოდათ - სახლის მეეკვლე. ხოლო წყაროზე გამსვლელნი იმდენი უნდა ყოფილიყვნენ, რამდენიც განაყოფი ოჯახი. აქ გარე მეეკვლე არ ვიცოდით, რადგან მის მოვალეობას სახლის მეეკვლე ასრულებდა - ის ერთ ღამეს გარეთ წვებოდა (სხვა სივრცეში და არა სგირ//მაჩუბში), წყაროზე გამსვლელი მეეკვლე - სახლში. წყაროზე გამსვლელი მეეკვლე ორი გვყავდა ერთი ქალი, მეორე მამაკაცი, ერთი ოჯახიდან. სოფელ იფხში ნანსყანებს ერთად ყოფნა სჩვევიათ ზომხასა და იეშხუამ ღამეს. წყაროზე წამსვლელ ორიდან ერთს კენჭს ვუყრით როგორც ცეცხლის დამთებს. ყველანაირი უწენა შეგვიძლია ჩვენ ერთმანეთისთვის. | |
დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე გადათარგმნა ნინო წერედიანმა | |
თემი: | ||
სოფელი: | ||
ტერიტორია: | ||
წელი: | ||
მასალა: | ||
ზომები: | - | |
მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
დაზიანებები: | ||
თეგები: | âულდალილესკარილიფანემეკვლეპუხუêრრიტუალისამკითხაოფიშირ ლèმგენეფუსნა მუჯეღუშეშხვამი |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში ()
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში ()