სვანური ხალხური დღესასწაულები

დასახელება: სვანური ხალხური დღესასწაულები
დასახელება (ორიგ.):
ავტორისეული აღწერა:
შინაარსი: 24. 12 შობ 06. 01 შობა დღეს ქალები უქმობენ და კაცებს ხარები ტყეში შეშაზე მიყავთ. ქალები ფაფას აკეთებენ დარჩეული ხორბლისგან. ის ხელის საფქვავით აქვთ დაღერღილი. გამზადებულს გააციებენ, ცხელი - უგემურია. შობა ღამეს აღუვლენს ამ ფაფას უფროსი მამაკაცი მუჯორთან ერთად სალოცავ სარკმელთან შობა ლამარიას; „- ლამარია კარგი ბედი და ბარაქა მოგვეცი.-შენი წყალობა უხვად და ულევად!“ მერე ერთ ჯამ ფაფას და სამ ცალ ლემზირს, ახალგათლილ ხის კოვზთან ერთად გუემში წაიღებს მერბიელი და ბედისა და ბარაქისათვის ევედრება აქ შობა ლამარიას. ამ ღამით ალილოს დაივლიან მამაკაცები სოფელში და ყველას კარზე იტყვიან: -„ალილო, შობის მახარობელი ვარ, ოცდახუთსა დეკემბერსა, შობის მახარობელი ვარ, ქრისტე შობა გაგითენოს, აქა მშვიდობა“ შობ იმიტომ ჰქვია, რომ მაშობელი არის ქრისდესი და მეორე დღეს არის ქრისტეს შობა - ქრისტესი ამიტომ ჰქვია. ქრისტიანი ყველა ამ დღეს დღესასწაულობს! ახალ წლამდე უქმეები გვაქვს.
დამატებითი ინფორმაცია: ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ნინო წერედიანმა
გვერდები:
  1. შობა
  2. იენშიერი
  3. ქრისდეშ-ი
  4. ლიურაში
  5. შეშხვამი (გვ.1. ლატალის თემი)
  6. შეშხვამ (გვ.2. ლატალის თემი)
თემი: ლატალი,
სოფელი:
თეგები: თავითვალიიენშირილემზირიმჭადირიტუალიტკივილიხაჭაპურილამარიამუჯორიფაფაშობალიჯგრი დეშდიშ ზაგრარში გოჭი „უწíნა ლêლყêჯ“ქრისდíშქრისტეშკარçა ავადმყოფობალიურაშიმარხვაâულდალილესკარილიფანემეკვლეპუხუêრსამკითხაოფიშირ ლèმგენეფუსნა მუჯეღუშეშხვამი