ლიფანაალი ადგომ (გვ.2.)

ტიპი: ხელნაწერი
დასახელება: ლიფანაალი ადგომ (გვ.2.)
დასახელება (ორიგ.): ლიფანაალი ადგომ (გვ.2.)
ავტორისეული აღწერა: ლიფანაალი 0.5.0.1 ადგომ 18. 01
შინაარსი: ლიფანაალი 0.5.0.1 ადგომ 18. 01 ლიფანალის პირველ დღეს ჰქვია ადგომ. ადგომ ყოველთვის არის იანვრის ხუთში. იმ დღეს ავეჯი,... ყველაფერი გასარეცხია. ხსნილი არ შეიძლება, წმინდად (მარხვით) უნდა დახვდე სტუმრებს. მზის ჩასვლის მერე კის ქვეშ შევუნთებთ ცეცხლს. (უფროსი მამაკაცი, რომელიც ქუნების მოსაპატიჯებლად უნდა წავიდეს, იმ დღეს მარხულობს, საჭმელს არ ჭამს. ასე იქცევა მერბიელიც. ამ საქმისთვის მას დაუცხობენ ექვს ცალ ლემზირს. მათ სასაფლაოზე წასული თან წაიღებს. პირველად ლამარიაში შევა და იქიდან გავა თავისი მიცვალებულის საფლავზე. ლამარიაში მარჯვნივ შემოტრიალებისას იტყვის: -„ჩვენს ფუსდ დალებს კარგი ფეხი მოგეტანოთ“. სახლში მოსულს âულთან ორი კაცი და ერთი ბავშვი დახვდებათ და ისინი ამ âულს სამ ნაწილად დაჭრიან. მას აქეთ იქით ორი კაცი ხელს მოჰკიდებს, შუაზე ბალიშს დადებენ და მასზე ბავშვს დასვამენ, შევლენ სახლში და იტყვიან; - „âიშამბუ, ბიბამბუ!“ თან ბავშვს გვერდებზე პწკენენ ოჯახში მყოფნი. კერას გარს შემოვლის შემდეგ იქ სადაც კვარის ადგილია ბავშვს გადააგორებენ. იქ სამ ლემზირს დაახვედრებენ და ოჯახის უფროსი ამ ლემზირებს დანით დაჭრის პატარ-პატარა ნაჭრებად და გადაუყრის ბავშვებს. მაშინ ბავშვები დაესევიან და დაინაწილებენ ამ ლუკმებს. ოჯახის უფროსი პურების დაჭრისას, რამდენჯერაც დანას გადაუსვამს, იმდენჯერ იტყვის: წლის სიბეჯითე, ადამიანის მშვიდობა, საქონლის სიმრავლე. ამ ექვსი ლემზირიდან სამს ყველა შეჭამს, სამს კი „ჯðდი ჰამისთვის“ გადაინახავენ. ამის შემდეგ ტაბაგს გააწყობენ სამარხო საკვებით, სანთელს დაანთებენ. âულთან ბავშვების მაგიდას გაშლიან . ოჯახის უფროსი დაიწყებს ლიფანეს. ჯერ სასკამთან (საკარცხულთან) ახსენებს „ ქრისდე ფუსდ მაცხოვარო, შეივედრე ჩვენი შესანდობრების სული, ღვთის დიდებას გთხოვთ და სულის შენდობას, ამ მადლით ყოფილიყოს ჩვენი დრო - ჟამი სავსე“. მერე, მეორე ტაბაგთან გადაუქცევს არაყს, მიწაზე დაასხამს მას შენდობისას. ტაბაგს როცა გავანთავისუფლებთ, ბანდარზე - გრძელი საქალებო მერხი, უზურგო - გადავატრიალებთ და ამ ბანდარზე „ჯოდი ჰამამდე“ გვეკრძალება დასხდომა. ამის მერე შევსჭამთ ამ დაფენილ საჭმელს და მერე დავწვამთ გუიზს. გუიზ როცა დაიწვება, ჩაიმუხლებს ხოშა მაარე და რკინის ასაღებით ნაკვერჩხალს აიღებს და დადებს კაზე, იტყვის: ამით ლამარიამ ხორბლის მოსავლის სიუხვით გაგვახაროსო, ამით ფეტვის მოსავლით, ამით ქერის მოსავლით, ამით სიმინდის მოსავლით, ამით ჭვავის მოსავლით, ამით ცერცვის მოსავლით, ამით კანაფის მოსავლით და ჩამოთვლიდა ყველა იმ მარცვლეულს და ბოსტნეულს, რომელიც კი ითესება მათ ყანებში და ბოსტანში, მერე ისევ ჩამოთვლიდა: ეს ხორბლის დამატება, ეს ქერის დამატება და ა. შ. გავიდოდა ბოლომდე ამას მოყვებოდა ზღაპრების მოყოლის პროცესი, არაკების მოყოლის ვალდებულება. მთელი ლიფანალის მანძილზე კერაში ცეცხლი არ უნდა ჩამქრალიყო. ყოველი ლიფანალისას ხმამაღლა ძახილი და საუბარიც არ შეიძლება. არ შეიძლება ნახე - ხანჯალი, ნაჯახი, თოფი, ნემსი, დანა... ესენი არ უნდა ჩანდეს არსად მეორე დღეს ხსნილით უნდა ვუკურთხოთ სუფრა - განცხდაბია!
დამატებითი ინფორმაცია: ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ნინო წერედიანმა
თემი: ლატალი
სოფელი:
ტერიტორია: ზემო სვანეთი
წელი:
მასალა: ქაღალდი, მელანი
ზომები: 25სმ × 21სმ
მდგომარეობა: დამაკმაყოფილებელი
დაზიანებები:
თეგები: ადგომბარაქაბებმღულიფანაალიმერბიელიმიცვალებულირიტუალი

სხვა გვერდები:


ამავე ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ზემო სვანეთი)


...
ხრაბ, ლიგერგი (გვ.1)

კრაბ არის ლიგერგის წინადღე. სრულდება შესაწირავები დიდი ღმერთისთვის. მეორე დღეს ...

...
უფლიშის დღესასწაული (გვ.1.)

უფლიში ლიფხჟìლ გოცობის მერე, როცა დაგვიმთავრდება ლასკარის ხარჯი, ფქვილი და ხარი...

...
ისგ ლილჩალ

ამის მერე, ოთხშაბათს, არის ისგ ლილჩìლ (დიდმარხვის შუა პერიოდი) და ამ დღეს იციან ...

...
ლიმერიე, ლინშდექურე (გვ.1)

ლიმერიე 15 აგვისტო. ახალი კარგი მოსავლისთვის სახლში გამომცხვარი პურების შეწირვის...

...
მიცვალებულის დატირების რიტუალი

მიცვალებულის დატირება. კარგი მოგონებების გახსენება, კარგი ფეხის დატოვება ...

...
ლითოოდრი

ლითოოდრი ხვდება პარასკევ დღეს. ამ დღეს მთელი სოფლის ბავშვები შეიკრიბებიან ...

...
გაზაფხულის გიორგობა (გვ.13.)

დღეობის რიტუალს და სადილს რომ მორჩებიან, სუფრის წევრები ანუ თანამეინახენი ...

...
ბერიკაობა-ყეენობა (აღბალაღრალი) (გვ.4.)

გუნუაანთ ჩამეგიანთა ერთ–ერთი წინაპარი (ხოშა) დაჭერილი ყოფილა კ...

...
თითნე ფხუ (გვ.2.)

მეორე დღეს, ორშაბათს თçეთნე ფხუ ჰქვია. ამ დღეს ყველაფერი დასარეცხია: ტაბგა - მაგ...

...
ყორლიკრალი-კარის გაღება (გვ.4.)

ქალები გააკეთებენ ლიფაანეს და მხოლოდ თვითონ მიირთმევენ ხოლმე. სარიტუალო კ...

...
ტარიჯმაშის დღესასწაული (გვ.5)

მოცემულია ტარიჭაბუგვის // taritabűgv// tabgom-ის სახელით ცნობილი, აღდგომის შემდ...

...
ახანახა. თიბვის დასაწყისი (გვ.2.)

პეტრეპავლობის მერე მაცხვარიშელები და Îენაშელები, ლახუშდელები და ლაჰილელები ნადს...

სხვა ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ზემო სვანეთი)


...
გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი სუფრა

გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად გარეთ გაშლილი სუფრები...

...
მიცვალებულის მოსახსენებელი დღე - ლაგუან

მიცვალებულის მოსახსენებელი დღე ლაგუან, გარდაცვლილის შემოსილი და იარაღასხმული მამ...

...
ნათლისღების დღესასწაული

განცხდაბ — წყალკურთხევა ნათლისღების დღესასწაულზე, , სადღესასწაულო ღვთისმსახურებ...

...
ახალი წლის დილის რიტუალი კერასთან

ფოტოზე აღბეჭდილია საახალწლო რიტუალი კერასთან, სადაც ალაგია სამეკვლეო, სარიტუალო ...

...
საახალწლო ციკლის დღესასწაული ,,ბემბღუ

ფოტოზე აღბეჭდილია ,,ბემბღუს " რიტუალი, გამომშრალი ხის ტოტზე , საახალწლო ,,ხულ-"...

...
ხის ჯამი

ხის ჯამი ...

...
სამეურნეო იარაღები

სამეურნეო იარაღები მარცვლეული კულტურების მოსავლის ასაღებად. კევრი და უღელი, ღვლე...

...
ახალი წლისთვის თხილის , მსხლის ტოტების და თეთრი ქვის შეგროვება

ფოტოზე ასახულია საახალწლოდ ტყიდან მსხლის ღეროების, თხილის ტოტების კონის მოტანი...

...
დღესასწაული ფუსნახან ლითუალი"

ფუსნახან ლიძჰენის დღესასწაული, სატრაპეზო სუფრა მსხვერპლშეწირვის შემდგომ ...

...
დღესასწაული ლაჰლათახაშ

ფოტოზე აღბეჭდილია "ლაჰლათახაშ" -ის დღესასწაულზე , სოფელ ლაჰილში შეკრებილი, ლატ...

...
მზადება ბარბარობის დღესასწაულისთვის

ფოტოზე აღბეჭდილია ზითანაი ფარჯიანის ოჯახში, ბარბარობის დღისთვის სარიტუალო პურე...

...
ახალი გარდაცვლილის საფლავზე ტანსცმლის მიტანა, საფლავზე გაშლა და საფლავის კურთხევა

ლიმერიეს დღეს მღვდლის მიერ არყის მიწაზე ლიბაცია და სასაფლაოზე მიტანილი სანოვაგის...