თითნე ფხუ (გვ.2.)

ტიპი: ხელნაწერი
დასახელება: თითნე ფხუ (გვ.2.)
დასახელება (ორიგ.): თçთნე ფხუ
ავტორისეული აღწერა: 10/02 თçთნე ფხუ 23/02
შინაარსი: მეორე დღეს, ორშაბათს თçეთნე ფხუ ჰქვია. ამ დღეს ყველაფერი დასარეცხია: ტაბგა - მაგიდები, ჯარა, ჯამები, კოვზები, ყველანაირი ჭურჭელი, რადგან ამ დღეს უფროსები ქრისტესთვის არიან მომარხულენი. ამ დღისთვის გუიზი უკვე მზად გვაქვს: 6 ოჯახიდან ორ კაცზე ერთი კარუა გუიზის ფქვილია მოგროვილი. ის ჩაბარებულია დღეობის გამრიგე ოჯახისთვის. ამ დღესასწაულამდე ეს ოჯახი არაყსაც გამოხდის, სხვა საქმეებში, დღეობის დღეს, ყველა (ეს ექვსივე ოჯახი. ნ.წ) ვეხმარებით მორიგეს მომზადებაში. ლემზირების დაცხობის შემდეგ ამ ექვსი ოჯახიდან თითო მამაკაცი, ე.ი. სულ ექვსი, ერთად დადგება სალოცავ სარკმელთან სახლის შინაში და აღავლენს ლოცვას ლემზირებით. ეს ექვსი კაცი ხელში დაიჭერს თითოზე ექვს ცალ ლემზირს და ერთად აღავლენენ ლოცვას ხოშა ღერბეთის სახელზე მოდღესასწაულე ოჯახების მშვიდობისათვის. მერე აღავლენენ თითო სამ-სამი ლემზირით ლოცვას მაცხვარ ფხუს სახელზე. მასაც მშვიდობას, ჯანის სიმრთელეს ხვავს და ბარაქას შესთხოვენ. შემდეგი ლემზირებით იწყებენ ყველა იმ სალოცავის ვედრებას, რაც კია ლატალში. მოყვებიან მარჯვნიდან მარცხნივ. ლატალში 66 ტაძარია; მაცხვარიშში - მაცხçìრი და თìრინგზელი შყალერში - ჯგèრìგ, წეფლი ჯგèრìგ, მაცხçìრ კვერხიშ, გერბში მაცხçìრ, ჭალი ჯგèრìგ, Îელ მèჰíრიშ, ჯარ მêხèლდშიშ, ლაჰილში - ლêჰლა მაცხçìრ, ლაჰლა ჯგèრìგ, სკარლაში ლამìრია, მèჰერი თìრინგზელ, ლახუშდში - სგობლა მაცხçìრ, ლახუშდა მაცხçìრ, თანღი თìრინგზელ, ლემქèლდ ლამში - ლამა ნათèლმცემელ იენაშში - Îêნ სიდიანარში - გუჰლი თìრინგზელ, სიდიìნრი თìრინგზელ ლეშუკში - ჯგèრìგი, ლენთა ლამìრია იფხში - ლამìრია, ბìლა ჯგèრìგ კვანჭიანარში - ჭუშხუნი ი ჩარლèდა ლამìრია ამათ ყველას შეავედრებენ სურვილებს. მერე ამ ლემზირებს დაუფენენ სუფრაზე მიცვალებულებს და ლიფანეს შემდეგ ისადილებენ. მერე წავლენ თავთავიანთ ოჯახში. საღამოს ისევ შეიკრიბებიან და ისევ აღასრულებენ მსგავსი ლოცვის წესს. მეორე დღეს მეშხე ფხუს დღეა.
დამატებითი ინფორმაცია: ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ნინო წერედიანმა
თემი: ლატალი
სოფელი: მაცხვარიში
ტერიტორია: ზემო სვანეთი
წელი:
მასალა: ქაღალდი, მელანი
ზომები: 25სმ × 40სმ
მდგომარეობა: დამაკმაყოფილებელი
დაზიანებები:
თეგები: გუიზიდასუფთავებათითნე ფხურიტუალიტაბლა

სხვა გვერდები:


ამავე ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, მაცხვარიში, ზემო სვანეთი)


...
ყანების სახელები ფარის თემში

სავ ნამგომ ურულდ ჰიწნი გულბიშნი რობ ლზგა ლავგუსტ ნაროგ გნწშრ გვარმნი ჟი...

...
შობის დღესასწაული სვანეთში-ქრისდეეშ

ქრისტეშობა დღეს გამთენიისას (გათენებამდე) ქალები აცხობენ კვანჭილებს, და ხაჭაპ...

...
აღბიერი ტახრე უებიშ

აღბიერში პირველ პარასკევს ჰქვია ტახრე უებიშ. ლალჩადან ლიმპარიმდე ერთი კვირის მან...

...
ბარბარობის დღესასწაული სვანეთში (გვ.3.)

ეკლესიის მინაშენის (ლადბაშის) გარეთ ერთ ადგილას და დაანთებდნენ ვეებრეთელა ...

...
მიცვალებულთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებანი

მიცვალებულთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებანი ზემო სვანეთში...

...
პარპოლდაში

29/06 პარპოლდêშ 12/07 პარპოლდაშ ყოველთვის 28-29 ხვდება. იმ დღეს ჩვენ, იფხელებს,...

...
ნალტახურა ლეთ

16/01 ნალტახურა ლíთ 29/01 ნალტახურა ლეთ ხუთშაბათსაა. ამ დღეს როგორც ლიფანალისა...

...
ლამპრობა (გვ.2.)

გულს და სეფისკვერებს საყდარში, ეკლესიაში შესაწირად წაიღებს ის, ვინც ოჯახში ...

...
შუშხვამი-ბედობის დღესასწაული სვანეთში (გვ.1.)

ეს გვჩვევია ახალი წლის წინა დღეს. შუშხვამი უქმე არ არის. ისე თუ ...

...
გაზაფხულის გიორგობა

23/04 ლიგიერგი ლუფხêშ 06/04 გაზაფხულის გიორგობა ყოველთვის 23 აპრილს (ძვ. სტ) ხ...

...
ყველიერი (გვ.1.)

თეთრი ფხუს ორშაბათიდან კვირა საღამომდე არის ყველიერის კვირა. ყველი...

...
მუჰობ (გვ2)

მუჰობ- ანღლაბის შემდგომ პირველი კვირა. აღწერილია ამ დღეს შესასრულებელი წეს-ჩვეუ...

სხვა ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, მაცხვარიში, ზემო სვანეთი)


...
სოფ. იფხი, ლატალის თემი

ლატალის თემი, სოფ.იფხი, კოშკის სახურავზე ხეა ამოსული...

...
დაკრძალვა იფარის თემში

დაკრძალვა იფარის თემში, სოფ. ნაკიფარში.ფოტოზე აღბეჭდილია სოფ. ნაკიფარის ეკლესია,...

...
სამიწათმოქმედო იარაღები

სამიწათმოქმედო იარაღები-გუთანი და გუთნის ნაწილები განმარტებებით ...

...
მიცვალებულის მოსახსენებელი დღე - ლაგუან

მიცვალებულის მოსახსენებელი დღე ლაგუან, გარდაცვლილის შემოსილი და იარაღასხმული მამ...

...
ქელეხის სუფრა სასაფლაოზე

ქელეხის სუფრა ლატალის თემში, ეზოში სატრაპეზოდ სხედან მამაკაცები, ქალები და ბავშვ...

...
ცეკვა ლაჭიშხაშ

საფერხულო ცეკვა ლაჭიშხაშ...

...
მამაკაცების გლოვის მეორე მომენტი

მამაკაცების მიერ გარდაცვლილის დატირების მეორე მომენტი ...

...
მიცვალებულთა სულების მობრძანების დღეს საქალებო ჩირაღდნების გამოთლა არყის ხისგან

ფოტოზე გამოსახულია არყის ხისგან საქალებო ჩირაღდნების -ლამპრების გამოთლა მიცვალებ...

...
უფლის ხარის დღეობა, ,,ფუსნახა ლითუალი

დღესასწაულ ,, ფუსნახან ლიძჰენი "-ის აღნიშვნა ლატალის თემის სოფელ იენაშში, საფერხ...

...
მსხვერპლშეწირვის რიტუალი

ფოტოზე დაფიქსირებულია ცხვრის შეწირვის ერთ-ერთი წესი- ბეწვის სანთლის ალით მოწვის...

...
მარანი

მარანი...

...
დღესასწაული ,,უფლიშ

მომლოცველი მამაკაცების მიერ, ხარის გულ-ღვიძლის შეწირვა და ლოცვა ლატალში დღესასწა...