შინაარსი: |
მეორე დღეს, ორშაბათს თçეთნე ფხუ ჰქვია. ამ დღეს ყველაფერი დასარეცხია: ტაბგა - მაგიდები, ჯარა, ჯამები, კოვზები, ყველანაირი ჭურჭელი, რადგან ამ დღეს უფროსები ქრისტესთვის არიან მომარხულენი.
ამ დღისთვის გუიზი უკვე მზად გვაქვს: 6 ოჯახიდან ორ კაცზე ერთი კარუა გუიზის ფქვილია მოგროვილი. ის ჩაბარებულია დღეობის გამრიგე ოჯახისთვის. ამ დღესასწაულამდე ეს ოჯახი არაყსაც გამოხდის, სხვა საქმეებში, დღეობის დღეს, ყველა (ეს ექვსივე ოჯახი. ნ.წ) ვეხმარებით მორიგეს მომზადებაში.
ლემზირების დაცხობის შემდეგ ამ ექვსი ოჯახიდან თითო მამაკაცი, ე.ი. სულ ექვსი, ერთად დადგება სალოცავ სარკმელთან სახლის შინაში და აღავლენს ლოცვას ლემზირებით. ეს ექვსი კაცი ხელში დაიჭერს თითოზე ექვს ცალ ლემზირს და ერთად აღავლენენ ლოცვას ხოშა ღერბეთის სახელზე მოდღესასწაულე ოჯახების მშვიდობისათვის. მერე აღავლენენ თითო სამ-სამი ლემზირით ლოცვას მაცხვარ ფხუს სახელზე. მასაც მშვიდობას, ჯანის სიმრთელეს ხვავს და ბარაქას შესთხოვენ. შემდეგი ლემზირებით იწყებენ ყველა იმ სალოცავის ვედრებას, რაც კია ლატალში. მოყვებიან მარჯვნიდან მარცხნივ. ლატალში 66 ტაძარია;
მაცხვარიშში - მაცხçìრი და თìრინგზელი
შყალერში - ჯგèრìგ, წეფლი ჯგèრìგ, მაცხçìრ კვერხიშ, გერბში მაცხçìრ, ჭალი ჯგèრìგ, Îელ მèჰíრიშ, ჯარ მêხèლდშიშ,
ლაჰილში - ლêჰლა მაცხçìრ, ლაჰლა ჯგèრìგ, სკარლაში ლამìრია, მèჰერი თìრინგზელ,
ლახუშდში - სგობლა მაცხçìრ, ლახუშდა მაცხçìრ, თანღი თìრინგზელ, ლემქèლდ
ლამში - ლამა ნათèლმცემელ
იენაშში - Îêნ
სიდიანარში - გუჰლი თìრინგზელ, სიდიìნრი თìრინგზელ
ლეშუკში - ჯგèრìგი, ლენთა ლამìრია
იფხში - ლამìრია, ბìლა ჯგèრìგ
კვანჭიანარში - ჭუშხუნი ი ჩარლèდა ლამìრია
ამათ ყველას შეავედრებენ სურვილებს. მერე ამ ლემზირებს დაუფენენ სუფრაზე მიცვალებულებს და ლიფანეს შემდეგ ისადილებენ. მერე წავლენ თავთავიანთ ოჯახში. საღამოს ისევ შეიკრიბებიან და ისევ აღასრულებენ მსგავსი ლოცვის წესს. მეორე დღეს მეშხე ფხუს დღეა.
|