ლითოდრი (გვ.1.)

ტიპი: ხელნაწერი
დასახელება: ლითოდრი (გვ.1.)
დასახელება (ორიგ.):
ავტორისეული აღწერა:
შინაარსი: მეშხე ფხუს მერე არის ლითოდრი. ყოველთვის ლითოდრი ხვდება შაბათს. ლითოდრის წინა დღეს, პარასკევ დღეს, მამაკაცები ერთად შეიკრიბებიან ხოლმე მიტოვებულ, ცარიელ, უკაცრიელ სახლში, ქალები კი ცალკე შეიკრიბებიან ასევე უკაცრიელ სახლში. პარასკევ დღესვე მოაგროვებენ ცერცვს და ფქვილს. შეჭამანდად, მისაყოლებელ კერძად მოხარშავენ და შეკაზმავენ ცერცვს, სახლიდან მიაქვთ ასევე გამომცხვარი პური. ამ შეკრებას ჰქვია მასხრობა, შექცევა, გართობა (ლიჯღეევი). შაბათ დღეს, გამთენიისას, მოსახლეების ადგომამდე ახალბედა ბიჭები, ვაჟკაცები დაყვებიან კარდაკარ, კომლიდან კომლამდე და ყველას დალოცავენ, (ლაკურიელას ხაჭიმხ) კვირიას თქმით დაივლიან სოფელს! ამ დროს მლოცველი არის ერთი მამაკაცი, რომელიც ილოცება ასე: „ლითოდრის წმინდა გიორგი, დალოცე ეს ოჯახი“. ყველანი დანარჩენები ერთხმად პასუხობენ, ამბობენ: „ამინ“. მოთავე, დამწყები კვლავ აგრძელებს დალოცვას: „საითაც კი, სადაც კი თესლი, ერთი მარცვალიც კი გადააგდონ, დათესონ, ყველგან ეხაროს და ჯირჯვიანი ყლორტი, ამონაყარი გამოეშვას“. დანარჩენები კვლავაც ერთხმად პასუხობენ: „ამინ!“ მოთავე კვლავაც აგრძელებს დალოცვას: „ ლევანის და მისი ცოლის „ჭიშუ, ჭიშუ, ჭიშუ“. ის რომ ამას ამბობს, სხვები ყველანი მოთავესთან ერთადვე ამბობენ: „ჭიშუ, ჭიშუ, ჭიშუ“. და ამდაგვარად, ოჯახში რამდენი სულიც არის, რიგრიგობით ყველას სათითაოდ სიმღერით დალოცავენ. კვირიას თქმით დალოცვას რომ მორჩებიან, (ლიკურიერე ნიშნავს კვირიას თქმით დალოცვას)! ლიკურიერის დასრულების მერე ყველანი ბრუნდებიან იმ სახლში, სადაც მასხარაობა– გართობა (ლიჯღეევე) აქვთ დაგეგმილი. ოჯახები, მოსახლეები თითო პურს ყველანი დაუცხობენ ხოლმე მოლაყფეებს, მომასხრეებს (მუკურიელას). სადილობის დროისთვის მომასხრეები (მეჯღეევა, იგივე ხუმარები) ოჯახებში, მოსახლეებთან გააგზავნიან ხოლმე უმცროსებს. ისინი დაჰყვებიან კარდაკარ (მეზგან ი მეზგან) და თითო პურს ართმევენ და ერთად აგროვებენ. ამ პურებს ზოგს ქალებსაც უწილადებენ ხოლმე. ხუმრობა–მასხრობისას (ლიჯღეევიჟი) ქალები და მამაკაცები ერთმანეთთან მიდი–მოდიან ხოლმე და თავს იქცევენ, ერთობიან, მღერიან, ცეკვავენ, ფერხულს უვლიან. (ჭიშხშეხ). ღამით ამ დღეობაზე მამაკაცები ზოგჯერ გამასხარავების მიზნით ფანჯრებიდან თოვლს შეუყრიან ხოლმე ქალებს და ასე აშინებენ. მასხარები (მეჯღეევა) კვირა ღამემდე სამასხარაოდ არიან წასულები. იმ ღამეს დააცხობენ პურებს და ივახშმებენ; ნავახშმევს სახლის პატრონს დალოცავენ და დაიშლებიან ხოლმე და
დამატებითი ინფორმაცია: ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე გადათარგმნა ქეთევან მარგიანმა
თემი: იფარი
სოფელი:
ტერიტორია: ზემო სვანეთი
წელი:
მასალა: ქაღალდი, მელანი
ზომები: 20სმ × 15სმ
მდგომარეობა: დამაკმაყოფილებელი
დაზიანებები:
თეგები: ლიკნიშესაწირიცეკვა

სხვა გვერდები:


ამავე ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (იფარი, ზემო სვანეთი)


...
ბარბარობის დღესასწაული სვანეთში (გვ.3.)

სახლისა და საგვარეულოს (საძმოს) მიცვალებულებს, ვისგანაც ჩვენ ოდნავადაც კი ი...

...
თეთრი ფხუ

ხორცის აღაპის მეორე დღეს ორშაბათ დღეს არის თეთრი ფხუ. იმ დღეს იფარ...

...
გაზაფხულის გიორგობა (გვ.5.)

არაყს დალევენ იმ დღეს. მოგროვებული ფულის ნაწილის არაყში იხდიან, ნაწილს კ...

...
ლითხêრ

"15/04 ლითხêრ 28/04 მერე, სამშაბათ დღეს, „ლითხêრ: ჰქვია. იმ დღს მწყემსებს ხაჭა...

...
შუშხვამი-ბედობის დღესასწაული სვანეთში (გვ.2.)

დღეს გობში (ლალშში „სათესურში“) ჩააწყობენ და ამაში აქვთ ასევე წერექვის...

...
ჯანგლობ

18/ 01 ჯêნგლობ 31/01 ამ ღამით კოჭლი სულები მოდიან სახლში და როგო...

...
დიდი ხუთშაბათი (თანფა ცააშ) (გვ.2)

კერიიდან ნაცარს ამოიღებს ხოლმე და ერთ ადგილას შეინახავს კედელში ჩაშენებ...

...
შობის დღესასწაული სვანეთში. შობა – ფაფის მოყვარული, შუშხვამი – გოჭის მოყვარული!

ქრისტეშობის წინა ღამეს ჩვენ ვეძახით შობას. ამ დღეს ვაკეთებთ ხორბლის ფაფას. ...

...
ყორლიკრალი-კარის გაღება (გვ.2.)

სათითაოდ დაუყენებენ სამ სეფისკვერს (ტაფ ლემზირს). ამის გარდა აცხობენ ერთ...

...
მიცვალებულის დაკრძალვა და ქელეხი

მიცვალებულის დატირება და დაკრძალვა, სარიტუალო საკვების მომზადება და ქელეხი....

...
ზეცის ლამპრობა (დეცე ლამპრობ)

ზეცის ლამპრობა ხვდება ორ თებერვალს. იმ ღამეს არ აცხობენ სეფისკვერებს, არაა ...

სხვა ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (იფარი, ზემო სვანეთი)


...
მესტიის ხიდი

ფოტოზე მოცემულია მესტიის ხიდი (1927 წელი) ...

...
ოქტომბრის დღესასწაული იფარში

ოქტომბრის დღესასწაული იფარის თემში. სკოლის მოსწავლე გოგონა ამბობს ლექსს, 1930წ. ...

...
მიცვალებულის მოსახსენებელი დღე - ლაგუან

მიცვალებულის მოსახსენებელი დღე ლაგუან, გარდაცვლილის შემოსილი და იარაღასხმული მამ...

...
გარდაცვლილის სულის მოსახსენებელ დღეს გაკეთებული საკურთხი მოხარშული ხორცით

გარდაცვლილის სულის მოსახსენიელბელ დღეს მოხარშული ხორცით გაკეთებული საკურთხი ...

...
მარიამობა (ლიმირიე) მულახში

მარიამობა მულახში...

...
ქვაბში ხორცის ამოსარევი ხის ჯოხი

ქვაბში ხორცის ამოსარევი ხის ჯოხი ...

...
ქალების სალოცავი ჯგერან

ბეჩოს თემის ქალების სალოცავი ჯგერან, რომელშიც ინახება ნაყოფიერების (მომტანი) ქვე...

...
ნაკიფარის წმ.გიორგის ეკლესია

წმინდა გიორგის ეკლესია სოფელ ნაკიფარში, იფარის საზოგადოება ...

...
მარანი

მარანი...

...
ცეცხლის საჩხრეკი ორთითა

ცეცხლის საჩხრეკი ორთითა ...

...
დეტალი საზამთრო საცხოვრისის, მსხვილფეხა საქონლის სადგომიდან

ფოტოზე მოჩანს მაჩუბის ბაგის ორნამენტირებული ტიხარი...

...
სამფეხა დაბალი მაგიდა-ტაბლა

მართკუთხა ფორმის ქაღალდზე შავი ფანქრით ჩახატული ტაბლა ...