| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ლითოდრი (გვ.2.) | |
| დასახელება (ორიგ.): | ||
| ავტორისეული აღწერა: | ||
| შინაარსი: | მეშხე ფხუს მერე არის ლითოდრი. ყოველთვის ლითოდრი ხვდება შაბათს. ლითოდრის წინა დღეს, პარასკევ დღეს, მამაკაცები ერთად შეიკრიბებიან ხოლმე მიტოვებულ, ცარიელ, უკაცრიელ სახლში, ქალები კი ცალკე შეიკრიბებიან ასევე უკაცრიელ სახლში. პარასკევ დღესვე მოაგროვებენ ცერცვს და ფქვილს. შეჭამანდად, მისაყოლებელ კერძად მოხარშავენ და შეკაზმავენ ცერცვს, სახლიდან მიაქვთ ასევე გამომცხვარი პური. ამ შეკრებას ჰქვია მასხრობა, შექცევა, გართობა (ლიჯღეევი). შაბათ დღეს, გამთენიისას, მოსახლეების ადგომამდე ახალბედა ბიჭები, ვაჟკაცები დაყვებიან კარდაკარ, კომლიდან კომლამდე და ყველას დალოცავენ, (ლაკურიელას ხაჭიმხ) კვირიას თქმით დაივლიან სოფელს! ამ დროს მლოცველი არის ერთი მამაკაცი, რომელიც ილოცება ასე: „ლითოდრის წმინდა გიორგი, დალოცე ეს ოჯახი“. ყველანი დანარჩენები ერთხმად პასუხობენ, ამბობენ: „ამინ“. მოთავე, დამწყები კვლავ აგრძელებს დალოცვას: „საითაც კი, სადაც კი თესლი, ერთი მარცვალიც კი გადააგდონ, დათესონ, ყველგან ეხაროს და ჯირჯვიანი ყლორტი, ამონაყარი გამოეშვას“. დანარჩენები კვლავაც ერთხმად პასუხობენ: „ამინ!“ მოთავე კვლავაც აგრძელებს დალოცვას: „ ლევანის და მისი ცოლის „ჭიშუ, ჭიშუ, ჭიშუ“. ის რომ ამას ამბობს, სხვები ყველანი მოთავესთან ერთადვე ამბობენ: „ჭიშუ, ჭიშუ, ჭიშუ“. და ამდაგვარად, ოჯახში რამდენი სულიც არის, რიგრიგობით ყველას სათითაოდ სიმღერით დალოცავენ. კვირიას თქმით დალოცვას რომ მორჩებიან, (ლიკურიერე ნიშნავს კვირიას თქმით დალოცვას)! ლიკურიერის დასრულების მერე ყველანი ბრუნდებიან იმ სახლში, სადაც მასხარაობა– გართობა (ლიჯღეევე) აქვთ დაგეგმილი. ოჯახები, მოსახლეები თითო პურს ყველანი დაუცხობენ ხოლმე მოლაყფეებს, მომასხრეებს (მუკურიელას). სადილობის დროისთვის მომასხრეები (მეჯღეევა, იგივე ხუმარები) ოჯახებში, მოსახლეებთან გააგზავნიან ხოლმე უმცროსებს. ისინი დაჰყვებიან კარდაკარ (მეზგან ი მეზგან) და თითო პურს ართმევენ და ერთად აგროვებენ. ამ პურებს ზოგს ქალებსაც უწილადებენ ხოლმე. ხუმრობა–მასხრობისას (ლიჯღეევიჟი) ქალები და მამაკაცები ერთმანეთთან მიდი–მოდიან ხოლმე და თავს იქცევენ, ერთობიან, მღერიან, ცეკვავენ, ფერხულს უვლიან. (ჭიშხშეხ). ღამით ამ დღეობაზე მამაკაცები ზოგჯერ გამასხარავების მიზნით ფანჯრებიდან თოვლს შეუყრიან ხოლმე ქალებს და ასე აშინებენ. მასხარები (მეჯღეევა) კვირა ღამემდე სამასხარაოდ არიან წასულები. იმ ღამეს დააცხობენ პურებს და ივახშმებენ; ნავახშმევს სახლის პატრონს დალოცავენ და დაიშლებიან ხოლმე და | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე გადათარგმნა ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | იფარი | |
| სოფელი: | ||
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 20სმ × 15სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | ლითოდრილიკნიშესაწირიცეკვა | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (იფარი, ზემო სვანეთი )
შეალოცავენ და სწირავენ ისინიც გულბანების მსგავსად სამყაროს შემოქმედს (ფუს...
კერიიდან ნაცარს ამოიღებს ხოლმე და ერთ ადგილას შეინახავს კედელში ჩაშენებ...
გუთნის, თოხის, ლაჭაადირის, ხორბლის თავთავებისა, ქერის თავთავებისა, ცერცვის ...
გიორგობის მერე ზუზადამდე (ზუზადამდე) თითქმის ორი კვირაა. იმ დღეს ქარის სა...
თუკი ვინმეს სჭირს მუნი (მახეერა), მაშინ დააცხობენ სეფისკვერს. ამ სეფისკვერს...
ყველას, ყველას, ადამიანთა და სულდგმულთა მშვიდობიანობით გაგვახარე“. ამის მე...
მიცვალებულის სახლეზე რასაც გაამზადებენ საკურთხს (საჭმელსაც და სამოსსაც), ი...
გიორგობა 1912 წ. ამ გიორგობას ათას ცხრაას თორმეტ წელს 1912 წ. ერთ დ...
ხორცის აღაპის მეორე დღეს ორშაბათ დღეს არის თეთრი ფხუ. იმ დღეს იფარ...
აიას მერე მეორე კვირადღეს ბაია (ბა) ჰქვია. იმ დღისთვის ქალები ხორბლის ...
დიდ აღდგომას, ხოშა თანაფს ერთი გვარის წარმომადგენლები ერთად იკრიბებიან, ა...
დღეობის რიტუალს და სადილს რომ მორჩებიან, სუფრის წევრები ანუ თანამეინახენი ...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (იფარი, ზემო სვანეთი )
ოქტომბრის დღესასწაული იფარის თემში. სკოლის მოსწავლე გოგონა ამბობს ლექსს, 1930წ. ...
გიორგობის დღესასწაული იფარში, ნაკიფარის ჯგრაგის ეკლესიის ეზო...
ქალქვა (გადმოცემით დედა-შვილი) — შვილიერებისა და მეძუძური დედების მფარველი წმინ...
წმინდა გიორგის ეკლესია სოფელ ნაკიფარში, იფარის საზოგადოება ...
ეკლესია "ფეხ" სოფ. წვირმში, იფარის საზოგადოება ...
დაკრძალვა იფარის თემში, სოფ. ნაკიფარში.ფოტოზე აღბეჭდილია სოფ. ნაკიფარის ეკლესია,...