| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ლიჰევწარი (გვ.1.) | |
| დასახელება (ორიგ.): | ლიჰეçცìრი (გვ.1.) | |
| ავტორისეული აღწერა: | 25/01 ლიჰეçცìრი 07/02 | |
| შინაარსი: | 25/01 ლიჰეçცìრი 07/02 შაბათს ლიჰევწარი ჰქვია. მენენი ჩამოყრის თივას სათივიდან და მისი დამთავრების მერე ჩვენ დავაცხობთ მისთვის ჰევწìრს, ხაჭაპურს და მარკუზანს. ფეტვის ფქვილს მოვცომავთ მჭადად და გამოვაცხობთ მაგრად. მერე მას ცხელსვე გავფშვნით და ჯარაში შევაზელთ ღორის ქონს. ამ მასას გამოვაცხობთ ხაჭაპურის მსგავსად ხორბლის ცომში. ამ პურს ჰქვია ჰევწარი. მას აიტანს მენენი დარბაზზე და აღუვლენს ჯგèრìგს ჰევწარისას. შესთხოვს საქონლის მატებას, ჯანს და მშვიდობით ყოფნას. აქვე შესჭამს. იმ დროს როდესაც მენენი დარბაზზე ჰევწარს აღავლენს, სახლის მახვში დაბლა, სალოცავ სარკმელთან ლემზირებით ხელში ევედრება ჯგèრაგს ლიჰევწარისას - საქონლის სიმრავლეს, მშვიდობას და ჯანმრთელობას. ამასობაში ერთ-ერთი ქალი ოთხ ცალ ლემზირს დადებს აყარის კუთხეებში თითო თითოზე და მას საღამოს ოჯახის ყველა ქალი ერთად შესჭამს. ამის ჭამა მამაკაცებსაც შეუძლიათ, მაგრამ არ ჭამენ. ამ ლემზირებსაც ჰევწìრი ჰქვია. იფხელები ლიჰევწარის დღეს ჰევწარს თივასთან ერთად ჩამოყრიან ლუკმა ლუკმა დაქუცმაცებულს და ბავშვები დაერევიან ამ თივას, ცდილობენ იპოვონ ეს ლუკმები და სურვილის შესაბამისად შეჭამენ მათ, ან ხარებს შეურებვენ თივაში. | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ნინო წერედიანმა | |
| თემი: | ლატალი | |
| სოფელი: | იფხი | |
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 26სმ × 21სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | ლიჰევწარიმარკუზანირიტუალიხაჭაპურიჰევწìრი | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, იფხი, ზემო სვანეთი)
ლიქშორალი ჰქვია მდინარის პირას ქვიშაზე რიტუალებს. აღდგომის ხუთშაბათ დღეს...
აღბიერში პირველ პარასკევს ჰქვია ტახრე უებიშ. ლალჩადან ლიმპარიმდე ერთი კვირის მან...
გულბანების ზემდგომებად, ზედამხედველებად სხვა თემის კაცებს აყენებენ და ირჩ...
ძირითადად, მეტწილად ამას მოაყრიან ხოლმე ორშაბათ დღეს, ხუთშაბათს და შაბათ ...
მოცემულია ტარიჭაბუგვის // taritabűgv// tabgom-ის სახელით ცნობილი, აღდგომის შემდ...
შობის მეორე დღეს არის ქრისტეშობა. ქრისტეშობა დღეს გვჩვევია ასე: ...
მოცემულია ტარიჭაბუგვის // taritabűgv// tabgom-ის სახელით ცნობილი, აღდგომის შემდ...
თოთობი -ჰჷლიშიერ-ის ორშაბათი, რომლის დროსაც სრულდება ქალების საიდუმლო ლოცვა, რო...
„ლინშდაქçრი“ ოჯახი, როცა მკას მორჩება, მაშინ „ლინშდაქçრე“ ჰქვია. იქ ღამე ლამარია...
სავ ნამგომ ურულდ ჰიწნი გულბიშნი რობ ლზგა ლავგუსტ ნაროგ გნწშრ გვარმნი ჟი...
აღდგომის მეორე დღეს არის მიცვალებულთა დღე – კურთხევის ორშაბათი. იმ დღეს ...
ამის მერე, ოთხშაბათს, არის ისგ ლილჩìლ (დიდმარხვის შუა პერიოდი) და ამ დღეს იციან ...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, იფხი, ზემო სვანეთი)
ფოტოზე მოცემულია ბეჩოს უღელტეხილი...
საკურთხი სუფრები საფლავებზე მარიამობა ( ლიმერიე) დღეს. ...
ბეჩოს თემის ქალების სალოცავი ჯგერან, რომელშიც ინახება ნაყოფიერების (მომტანი) ქვე...
მიცვალებულის მოსახსენებელი დღე ლაგუან, გარდაცვლილის შემოსილი და იარაღასხმული მამ...
1. მეყვჟაალა — თემის (ლასკარ) რვა რჩეული მამაკაცი, რომელთაც ევალებოდათ სამსხვერპ...
ლიმერიეს დღეს ახალი გარდაცვლილებისთვის საკურთხის გარდა იციან სამოსის მიძღვნაც, რ...
ფოტოზე მოცემულია მესტიის თემი. სოფელი ლაღამი ...
სარიტუალო, ხელებით გადაჭაჯვული საფერხულო ცეკვა , დღესასწაულის მასპინძლის კერიის...
მარანი...
ფოტოზე აღბეჭდილია ტრაპეზი ლალცხატის მინდორში, დღეობა სიკობზე, მსხვერპლშეწირვის შ...
ფოტოზე აღბეჭდილია ,,ბემბღუს " რიტუალი, გამომშრალი ხის ტოტზე , საახალწლო ,,ხულ-"...