| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ლიჰევწარი (გვ.2.) | |
| დასახელება (ორიგ.): | ლიჰევწარი (გვ.2.) | |
| ავტორისეული აღწერა: | 25/01 ლიჰეçცìრი 07/02 | |
| შინაარსი: | 25/01 ლიჰეçცìრი 07/02 შაბათს ლიჰევწარი ჰქვია. მენენი ჩამოყრის თივას სათივიდან და მისი დამთავრების მერე ჩვენ დავაცხობთ მისთვის ჰევწìრს, ხაჭაპურს და მარკუზანს. ფეტვის ფქვილს მოვცომავთ მჭადად და გამოვაცხობთ მაგრად. მერე მას ცხელსვე გავფშვნით და ჯარაში შევაზელთ ღორის ქონს. ამ მასას გამოვაცხობთ ხაჭაპურის მსგავსად ხორბლის ცომში. ამ პურს ჰქვია ჰევწარი. მას აიტანს მენენი დარბაზზე და აღუვლენს ჯგèრìგს ჰევწარისას. შესთხოვს საქონლის მატებას, ჯანს და მშვიდობით ყოფნას. აქვე შესჭამს. იმ დროს როდესაც მენენი დარბაზზე ჰევწარს აღავლენს, სახლის მახვში დაბლა, სალოცავ სარკმელთან ლემზირებით ხელში ევედრება ჯგèრაგს ლიჰევწარისას - საქონლის სიმრავლეს, მშვიდობას და ჯანმრთელობას. ამასობაში ერთ-ერთი ქალი ოთხ ცალ ლემზირს დადებს აყარის კუთხეებში თითო თითოზე და მას საღამოს ოჯახის ყველა ქალი ერთად შესჭამს. ამის ჭამა მამაკაცებსაც შეუძლიათ, მაგრამ არ ჭამენ. ამ ლემზირებსაც ჰევწìრი ჰქვია. იფხელები ლიჰევწარის დღეს ჰევწარს თივასთან ერთად ჩამოყრიან ლუკმა ლუკმა დაქუცმაცებულს და ბავშვები დაერევიან ამ თივას, ცდილობენ იპოვონ ეს ლუკმები და სურვილის შესაბამისად შეჭამენ მათ, ან ხარებს შეურებვენ თივაში. | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ნინო წერედიანმა | |
| თემი: | ლატალი | |
| სოფელი: | იფხი | |
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 26სმ × 21სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | ლიჰევწარიმარკუზანირიტუალიხაჭაპურიჰევწìრი | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, იფხი, ზემო სვანეთი)
მერე იმას ჯამში ჩადებენ, წყალს ჩაასხამენ და დააბრუნებენ (შეაცურებენ) სიღ...
"სათიბების სახლები: ვიდერ, ნენგვლი, ჟვნიშ ჭიბ, ელვერ, ლემუნდ, ჭიბრილ, ლაჭვრი...
გუნუაანთ ჩამეგიანთა ერთ–ერთი წინაპარი (ხოშა) დაჭერილი ყოფილა კ...
აღდგომის შაბათ ღამისთვის საფქვავში (ლაშირაქა) ხორბლის მარცვალს დაფქვავენ. ...
ქრისტეს შობასა და ზომხას შორის პერიოდს ჰქვია ÎêრნეÎსგა. ამ კვირაში უქმეა, მუშა...
ახალი წლის მეორე დღეს რატომღაც არავის უნდა, არ სურს არც მგზავრობა ...
ახალი წლის ღამეს გვჩვევია ხულის მოტანა სახლში სარკმელების და ფანჯრების ...
გუნუაანთ ჩამეგიანთა ერთ–ერთი წინაპარი (ხოშა) დაჭერილი ყოფილა კ...
19/01 20/01 21/01 ლიმპარი 01/02 02/02 03/02 მეისარაბის მეორე დღეს ჰქვია ...
მოცემულია ტარიჭაბუგვის // taritabűgv// tabgom-ის სახელით ცნობილი, აღდგომის შემდ...
იქვე თვითონ ანთებენ სანთლებს და აკმევენ საკმეველს. ერთი კაცი მლოცველა...
ეს გვჩვევია ახალი წლის წინა დღეს. შუშხვამი უქმე არ არის. ისე თუ ...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, იფხი, ზემო სვანეთი)
ფოტოზე აღბეჭდილია ტრაპეზი შეწირვის რიტუალის შემდგომ დღესასწაულ ფუსნახან ლიძჰენზე...
მიცვალებულის მოსახსენებელი დღე ლაგუან, გარდაცვლილის შემოსილი და იარაღასხმული მამ...
დღესასწაულ ,, ფუსნახან ლიძჰენი "-ის აღნიშვნა ლატალის თემის სოფელ იენაშში, საფერხ...
სარიტუალო, ხელებით გადაჭაჯვული საფერხულო ცეკვა , დღესასწაულის მასპინძლის კერიის...
ლატალის თემი, სოფ.იფხი, კოშკის სახურავზე ხეა ამოსული...
საკურთხი სუფრები საფლავებზე მარიამობა ( ლიმერიე) დღეს. ...
საფუარის დასაყენებელი ხის კასრი ...
ფოტოზე აღბეჭდილია გუარამ გირგვლიანის ოჯახში, ლიფაანალის პირველ ,,განცხდაბ" დღეს,...
ბეჩოს თემის ქალების სალოცავი ჯგერან, რომელშიც ინახება ნაყოფიერების (მომტანი) ქვე...
ფოტოზე ასახულია საახალწლოდ ტყიდან მსხლის ღეროების, თხილის ტოტების კონის მოტანი...
ღმერთისთვის შეწირულ ლალცხატის მინდორში შეკრებილი ლატალელები, შესაწირავით აღავლე...
ფოტოზე მოცემულია ხიდი მდ. ენგურზე ...