| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | დიდი ხუთშაბათი კარგი ხუთშაბათი (გვ.2.) | |
| დასახელება (ორიგ.): | თამფა ცააშ | |
| ავტორისეული აღწერა: | ||
| შინაარსი: | აღდგომის ხუთშაბათს დღისით ვაკეთებთ ხორბლის ფაფას. საღამოს ვიტრაპეზებთ. ტრაპეზამდე შევალოცავთ ლამარიას: „ ლამარია, ხორბალი გაგვიბევრე, ბარაქიანი გაგვიხადე; ლამარია, შეეწიე ჩვენს მოსავალს და ჭირნახულს“. აღდგომის ხუთშაბათს გათენებამდე ოჯახში დიდი ქალი ყველას მარჯვენა ხელზე და მარჯვენა ფეხზე მოაბამს თანაფოლს. რიტუალს აღასრულებს მანამ, ვიდრე დანარჩენები წვანან საწოლში. და მაშინ გამოაბამს თანაფოლს საწოლში მწოლიარეებს. თანაფოლი ეს არის შალის ორწვერა, შინნაქსოვი შავი ძაფი (ჰაშკი). ჰაშკი – 1.შალის ორწვერა ძაფი 2. შინნაქსოვი შალი. (თოფ. ქალდ. სვანური ლექსიკონი, 2000: გვ. 894). თანაფოოლი ზოგს ერთ წელსაც კი აქვს მობმული, ვიდრე თავისით არ გაწყდება. თანაფოოლს თუკი ვინმე სხვა ადამიანი მოაჭრის, მაშინ ყველა ტკივილი და ავადმყოფობა იმაზე გადავაო. თანაფოოლს ოჯახის წევრებს უკეთებს და შეაბამს რიჟრაჟზე ოჯახის უფროსი ქალი უხმოდ, ულაპარაკოდ, ხმის ამოუღებლად. აღდგომის ხუთშაბათს ოჯახში უფროსი ქალი წავა მდინარის პირას და მოიტანს ნახევარ ვედრო (ლალხსგა). ქვიშას და რიყის ქვებს (კნინ. ფ. „ქვებუკანებს“). ამ პატარა კენჭებს ვდებთ ხოლმე რძის ჩასაკვეთშიც (ლალდრთეისგა) და საფუარშიც. ამ ადგილებში დებს ქვიშის მომტანი (მექშორალი ). ეს არის ავი თავალისგან დაცვის მიზნით. სწორედ გათვალვისგან დაცვის მიზნით სჩვევიათ ჭალებიდან რიყის ქვების და ქვიშის მოტანა. ქვიშას დავდებთ ხოლმე აივანზე (დეეფანზე) და განიავებისას ეზოში, კალოშიც. აღდგომის ხუთშაბათ ღამეს ვაკეთებთ ხორბლის ფაფას და იმ ღამეს შევალოცავთ ლამარიას, რომ წლის მოსავალი გაგვიმრავლოს, ხვავიან–ბარაქიანი გაგვიხადოს, და წლის მოსავალი და ჭირნახული იყოს უხვი და ბევრი. აღდგომის ხუთშაბათ დღეს ასტამზე ერთმანეთში აურევენ ქვიშას და ნაცარს, ამ დროს მეორე ოჯახის წევრი დახვდება კართან, აყრის საქონელს ამ ნაცარ–ტუტასა და ქვიშის ნარევს და ამბობს: „ცუდი თვალი და ყბა, ავი თვალი ასცდენოდეს ჩვენს საქონელს“. ადღგომის ხუთშაბათ დღეს ამის მეტი არაფერი გვჩვევია, უქმე არ არის. აღდგომის ხუთშაბათ დღეს მოსდევს ურიების პარასკევი. | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | მულახის თემი | |
| სოფელი: | ||
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 20სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | ავი თვალის დასაცავიაღდგომის ხუთშაბათითანაფოლიკენჭი ბარაქალამარიარიტუალიხორბლის ფაფა | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
ეს გვჩვევია ახალი წლის წინა დღეს. შუშხვამი უქმე არ არის. ისე თუ ...
აღდგომის მერე ორმოცი დღე რომ გავა, მაშინ არის ამაღლება. ამაღლების წინა ...
24/05 ჰèლშა საფტინ 06/04 ალèნგვერის მერე პირველი შაბათი არის ჰèლიში. . იმ კვირაშ...
პარასკევ დღეს კაიშობა ჰქვია. ის დღე უქმეა. მეწყერის საწინააღმდეგოდ. ლოცვას აღვ...
19/05 ალèნგçერ 01/04 მერე ორშაბათს ალèნგçერი ჰქვია. ამ დღეს თითო ქალი ოჯახიდან ...
იმ დღეს ცხრა ლემზირი გვჩვევია და დიდ ღმერთს შევალოცავთ: „ღმერთო, შენ მ...
ჰჷლიშიერ - სინნოხსნაბის შემდეგ კვირას სამი დღის ( შაბათი, კვირა, ორშაბათი) აღნიშ...
ამის მერე შედიან ეკლესიაში, მაშინ მღვდელი ამბობს: „ქრისდე აღსდგა!“ მრევლი (...
...
მერე, ოთხშაბათს, ჭაბგობ ჰქვია. უქმე გვაქვს „ჭაბიკç“ - ის სახელზე. იმ ღამეს ლოცვა...
მოცემულია ტარიჭაბუგვის // taritabűgv// tabgom-ის სახელით ცნობილი, აღდგომის შემდ...
ადგომის (მიცვალებულთა სულების კვირეულის დაწყების) მეორე დღეს არის ნათლი...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
ფოტოზე აღბეჭდილია რაჟდენ ქალდანის კოშკიანი საცხოვრებელი სახლი, მულახის თემის სოფ...
ყველის საწური კალათა ...
მღვდელი წლისთავზე აკურთხებს გარდაცვლილი ქალისთვის მიძღვნილ სუფრას...
მარანი...
ხის ჯამი ...
მულახელი ქალი სადღესასწაულო ჩაფრასტებიან სამოსში...
ფოტოზე მოცემულია მესტიის თემი. სოფელი ლაღამი ...
მიცვალებულის მოსახსენებელი დღე ლაგუან, გარდაცვლილის შემოსილი და იარაღასხმული მამ...
ლიმერიეს დღეს ახალი გარდაცვლილებისთვის საკურთხის გარდა იციან სამოსის მიძღვნაც, რ...
ფოტოზე გამოსახულია არყის ხისგან საქალებო ჩირაღდნების -ლამპრების გამოთლა მიცვალებ...
ფოტოზე მოცემულია მულახის თემის ტერიტორია...
სამეურნეო იარაღი თოხი...