| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ლალხორის შაბათი | |
| დასახელება (ორიგ.): | ლალხორა საპტან | |
| ავტორისეული აღწერა: | ||
| შინაარსი: | ლალხორის შაბათ დღეს სულები მიდიან ლახორში (საკრებულოში) და იქ მსჯელობენ, წყვეტენ (ალხუერიხ) (საოცარი ზმნაა აქ გამოყენებული ალხუერიხ!) თავიანთი ოჯახის წევრების საქმეებს. სწორედ იქ წყვეტენ, მედიატორობენ თუ ვინც იქნება ამ წლის განმავლობაში იმვეყნად წამსვლელი, იმას გადაჭრიან. თავთავიანთ სახლებში ოჯახის წევრების ბედზე, კარგად და ცუდად რა წაუვათ იმ წლის განმავლობაში, იმას მსჯელობენ, მედიატორობენ. ლახორში წასვლამდე, ოჯახის წევრები საკურთხის სუფრას, ტაბლას უფრო ადრე ამზადებენ და ქა ხოფაანეხ (უკურთხებენ). სუფრის მაკურთხებელი ლაპარაკობს ასე: „ჩვენო ძვირფასო მიცვალებულებო, კარგი ნააზრევი, კარგი ნამსჯელი, კარგი ნამედიატორალი (ნალხორი) მოგვიტანეთ; ადამიანის სული არ გამოგვაკლოთ, ყველაფერი სხვა მოიხმარეთ. კვირა საღამოს მიცვალებულთა სულები ლახორიდან სახლში ბრუნდებიან. ამ დროს შინ მათ უკეთებენ ფაფას: ან რძის, ან ცირცმელისა. | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | მულახის თემი | |
| სოფელი: | ||
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 20სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | მიცვალებულირიტუალიხოფაანე ლალხორი | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
ცუდი ოთხსაბათი არის ასეთივე, როგორც ცუდი პარასკევი. იმ დღეს არ შეიძლება ს...
სათითაოდ დაუყენებენ სამ სეფისკვერს (ტაფ ლემზირს). ამის გარდა აცხობენ ერთ...
ხვალმობა ყოველთვის ხუთშაბათსაა. დილით, ახალგათენებულზე ადგებიან. პირველად პატარა...
მეორე დღეს, შაბათს, დილით, ღამე, ერთი საათი რომ იქნება დარჩენილი ავდგებით, ფან...
დაფქვავს ხოლმე. ამ ფქვილს აღდგომის გვიზი (თანფა გვიზი) ეწოდება. და როცა ...
მოცემულია ტარიჭაბუგვის // taritabűgv// tabgom-ის სახელით ცნობილი, აღდგომის შემდ...
მესამე დღეს არის მიცვალებულთა ლახორში (იმქვეყნიურ საკრებულოში) წასვლა. გ...
ხორცის აღაპი გვჩვევია ორი კვირა. აღაპების კვირეულში ყველა ოჯახს, ყვე...
მერე, ოთხშაბათს, ჭაბგობ ჰქვია. უქმე გვაქვს „ჭაბიკç“ - ის სახელზე. იმ ღამეს ლოცვა...
ხარება ყოველთვის ოცდახუთ მარტს ხვდება. იმ დღეს უქმეა. მუშაობა არ შეიძლება....
ბადექონს მიიტანენ ერთ რომელიმე ოჯახში, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ ოჯახ...
აღდგომის მერე ერთი კვირა რომ გავა, იმ კვირადღეს ჰქვია დიდი აღდგომა (ხო...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
წლისთავზე გარდაცვლილი ქალისთვის სუფრის კურთხევა მღვდლის მიერ...
გარდაცვლილის გამოსახულება წლისთავის სუფრასთან...
ქელეხის სუფრა ლატალის თემში, ეზოში სატრაპეზოდ სხედან მამაკაცები, ქალები და ბავშვ...
მამაკაცების მიერ გარდაცვლილის დატირების მეორე მომენტი ...
მიცვალებულის სულის მოსახსენებლად წლისთავზე (სურვილის მიხედვით) არაყის სმა ეზოში ...
ხის ჯამი ...
ცეცხლის საჩხრეკი ორთითა ...
ფოტოზე მოცემულია მულახის თემის ტერიტორია...
ფოტოზე მოცემულია ბეჩოს მყინვარი ...
კერა...
ქალები, ბავშვები და მამაკაცები მულახის თემიდან...
აღბა-ლაღრალის დღესასწაული, საქმისაი ფალოსით და ჯოხით...