| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ბარბარობის დღესასწაული სვანეთში (გვ.2.) | |
| დასახელება (ორიგ.): | ბარბლაშ | |
| ავტორისეული აღწერა: | მულახი, სოფ. ჭოლაში, ჩაწერილია 1930 წელს 90 წლის ემზა გუჯეჯიანისაგან | |
| შინაარსი: | ბარბარობის ღამეს ქალები პირველად დააცხობენ ცარიელ პურებს. ივახშმებენ, დაპურდებიან. ნავახშმევს ბავშვი გავა და გომურის სარკმლიდან (ლანგულიდან) შემოსძახებს: „დედე ნადიარობულე, დედა ნავახშმევისაო, კერიის ბუნხულაო, ხელახლა ხაჭაპურის ცხობააო“. მამაკაცი წამოდგება და სანთებელებს აიღებს. სამჯერ ასწევს კერიას კვნესით–დარდით და მაშინ ის მამაკაცი სამჯერ ამბობს: „მტიუ, მტიუ, მტიუ!“. მერე უკვე კერიას ზემოთ ასწევს და შეუნთებს ცეცხლს. მაშინ ქალები იწყებენ ცხობას. დააცხობენ ხაჭაპურებს. მერე ამ ხაჭაპურებს შეალოცავენ, შესწირავენ წმინდა ბარაბრეს: „დიდებამც გქონია ბარბარეს, გაგვიმარჯვე, შეგვეწიე შენზე მლოცველებს, შეეწიე ჩვენს სახლში მყოფ ადამიანებს, ჩვენი თვალის, გულის სატკივარი და დაავადება დაღმა – წყალს, აღმა კი ქარს გაატანე! (დასავლეთით წყალს გაატანე, აღმოსავლეთით კი მიეცი ქარს). მერე მიცვალებულებს უკურთხებენ სუფრას, (ხოფაანეხ) ხაჭაპურებს: „შენდობამც გქონიათ ჩვენს მიცვალებულებს, თუკი იკადრებოდეს, მისავალი ყოფილიყოს თქვენთვის (ესფაანედ). ჩვენმა უფროსმა და უმცროსმა, ძველმა და ახალმა მიცვალებულებმა, მე სახელდებით ვერ ჩამოგთვლით, მხოლოდ წარმოსახვით წარმომიდგენიხართ... და შენდობამც გქონიათ ჩვენი | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | მულახის თემი | |
| სოფელი: | ჭოლაში | |
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | 1930 | |
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 20სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | ცუდი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | ბარბალობაეკლესიალ;ოცვასეფისკვერი | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ჭოლაში, ზემო სვანეთი)
გულს და სეფისკვერებს საყდარში, ეკლესიაში შესაწირად წაიღებს ის, ვინც ოჯახში ...
მეორე დღეს არის ნათლისღება, წყალკურთხევა (განცხდაბი). (შდრ. ძველი ქართ. ...
მოცემულია ტარიჭაბუგვის // taritabűgv// tabgom-ის სახელით ცნობილი, აღდგომის შემდ...
ცუდი პარასკევი ჰქვია პარასკევს აღაპების კვირეულში. იმ დღეს რომ არ შეიძ...
15 მარტს მიწის ხვრელების ამოყრაა. ამ დღესაც უქმეა. ახალ მოტანილ წყალს არ სვამენ...
ცუდი ოთხსაბათი არის ასეთივე, როგორც ცუდი პარასკევი. იმ დღეს არ შეიძლება ს...
ჭინკების კვირეულის მერე არის დიდი ხუთშაბათი იგივე აღდგომის ხუთშაბათი (თანფ...
მეისარაბის მეორე დღეს ჰქვია ლიმპარი. ლამპარს ვანთებთ ყველა მამაკაცი და მიგვაქვს ...
გუნუაანთ ჩამეგიანთა ერთ–ერთი წინაპარი (ხოშა) დაჭერილი ყოფილა კახეთ...
ჰჷლიშიერ - სინნოხსნაბის შემდეგ კვირას სამი დღის ( შაბათი, კვირა, ორშაბათი) აღნიშ...
ერთ გიმუნდს ეკლესიის მინაშენთან, ლადბაშთან დადებს. ამ დიდ ჯოხს, ჭოკს (ლაყუ...
დღეობის რიტუალს და სადილს რომ მორჩებიან, სუფრის წევრები ანუ თანამეინახენი ...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ჭოლაში, ზემო სვანეთი)
ქვაბში ხორცის ამოსარევი ხის ჯოხი ...
შრომის იარაღები საფარცხავი, ნაჯახი, ბარი, წერაქვი ...
ფოტოზე მოცემულია ბეჩოს მყინვარი ...
ფოტოზე მოცემულია ხიდი მდ. ენგურზე ...
საკურთხი სუფრები საფლავებზე მარიამობა ( ლიმერიე) დღეს. ...
მართკუთხა ფორმის ქაღალდზე შავი ფანქრით ჩახატული ტაბლა ...
ყაუ - კერაზე ჩამოსაკიდი კავი ლაფთან - ხარის კუდისგან დამზადებული ბუხრის საწმენდ...
ფოტოზე გამოსახულია არყის ხისგან საქალებო ჩირაღდნების -ლამპრების გამოთლა მიცვალებ...
საფუარის დასაყენებელი ხის კასრი ...
ფოტოზე მოცემულია მესტიის ხიდი (1927 წელი) ...
ეპიზოდი დღესასწაულიდან აღბა-ლაღრალი, საქმისაი ფალოსით და მისი ამალა...
მარილის ქვასანაყი ...