| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ბარბარობის დღესასწაული სვანეთში (გვ.1.) | |
| დასახელება (ორიგ.): | ბარბლაშ | |
| ავტორისეული აღწერა: | მულახი, სოფ. ჭოლაში, ჩაწერილია 1930 წელს 90 წლის ემზა გუჯეჯიანისაგან | |
| შინაარსი: | ბარბალობის კვირეულში სამი დღის განმავლობაში ყველა ჭოლაშელი ქალი მიდის ლადბაშში (ეკლესიის მინაშენში). აცხობენ იქ სეფისკვერებს, აცხობენ ბევრ პატარა სეფისკვერს. შეალოცავენ ბარბარეს თითოეული ადამიანი სახელზე (კაცის სულზე) სამ სეფისკვერს, ევედრებიან: „ ბარბარე, დიდებამც გქონია (ამოგსვლია), შეეწიე ჩვენს სახლეულობას: ადამიანებს და საქონელს; თვალის სინათლით, გულის მხიარულებით გაახარე ჩვენს სახლში მყოფი ადამიანი და ამრავლე საქონელი; გაგვიმარჯვე (წინ წაგვწიე!) ეს ბარბარეს ეკლესია და ლადბაში დგას ქვიშში. სამი დღის განმავლობაში მუდმივად ასე აკეთებენ. როდესაც შინისაკენ მოდიან ქალები, მაშინ ვინც კი გზაზე შემოხვდებათ, ყველას ერთ პურს აძლევენ. პურის უწილადებლად, პურის მიუცემლად თუკი ჩაუვლის, ის არაფრით არ შეიძლება, აკრძალულია. ამის გარდა ბავშვები ამ სოფლისა მოჭრიან არყის ხის ტოტებს, კარგად, უხვად დაფოთლილ ტოტებს და აიტანენ ბარბარეს ეკლესიაში. იქ ყველანი ერთ ადგილას დაანთებენ ცეცხლს: „ბარბარე თვალთ გაგვინათე მე და ჩემს სახლეულს (ჩემს სახლში მყოფ ადამიანებს)“. | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | მულახის თემი | |
| სოფელი: | ჭოლაში | |
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | 1930 | |
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 20სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | ცუდი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | ბარბალობაეკლესიალ;ოცვასეფისკვერი | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ჭოლაში, ზემო სვანეთი)
ლასმანდარ – ტაბიკები იფრა – იფანი ლაყულა – გასაყოფი, გასამიჯნი ...
მერე, კვირა დღეს ჰქვია ლიâდუში. ამ დღეს გირგვლიანები, სტეფლიანები და თამლიანები ...
ხვალმობა ყოველთვის ხუთშაბათსაა. დილით, ახალგათენებულზე ადგებიან. პირველად პატარა...
ამაღლება დღეს, დილით ერთი კაცი ადგება ხმისამოუღებლად, ულაპარაკოდ, უბრად ა...
ისგლინჩაალის მერე პირველ კვირადღეს აია (ა) ჰქვია. იმ დღისთვის ხორბლის ფქ...
იმ ოჯახში, რომელიც კუბდარებს უცხობს. იქ ხარის გულ–ღვიძლს დასერავენ, დაჭრი...
მეისარაბის მეორე დღეს ჰქვია ლიმპარი. ლამპარს ვანთებთ ყველა მამაკაცი და მიგვაქვს ...
დაფქვავს ხოლმე. ამ ფქვილს აღდგომის გვიზი (თანფა გვიზი) ეწოდება. და როცა ...
სინნოხსნაბ - ხადობის შედეგი პირველი შაბათი, რომლიც მიცვალებულის სულის დღედ ითვლ...
მერე, კვირა დღეს არის „უფლიშ“. ამ დღეს მოლასკრენი ხარებს და ვერძებს კლავენ ლასკა...
კი მოიხელთებენ. როგორც ამბობენ, კარგად, გვარიანად გამურვამ კარგი ახალი წ...
ღუეშე ლიმერიე მარიამობის შემდეგი კვირაა, რომლის დროსაც კარგი მოსავლისთვის იწირე...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ჭოლაში, ზემო სვანეთი)
ერთ-ერთი ეპიზოდი აღბალაღრალის დღესასწაულის რიტუალიდან...
ეპიზოდი დღესასწაულიდან აღბა-ლაღრალი, საქმისაი ფალოსით და მისი ამალა...
ფოტოზე მოცემულია ბეჩოს მყინვარი ...
სცენები აღბალაღრალის დღესასწაულიდან, საქმისაი ფალოსით, ნიღბით, ,,იარაღით" თავის ...
მარანი...
მიცვალებულის სულის მოსახსენებლად წლისთავზე (სურვილის მიხედვით) არაყის სმა ეზოში ...
საკურთხი სუფრები საფლავებზე მარიამობა ( ლიმერიე) დღეს. ...
ფოტოზე მოცემულია მულახის თემის ტერიტორია...
მართკუთხა ფორმის ქაღალდზე შავი ფანქრით ჩახატული ტაბლა ...
არყის ხისგან სამამაკაცო ლამპრების დამზადება მიცვალებულთა სულების მობრძანების დღ...
მამაკაცების მიერ გარდაცვლილის დატირების მეორე მომენტი ...
ფოტოზე გამოსახულია არყის ხისგან საქალებო ჩირაღდნების -ლამპრების გამოთლა მიცვალებ...