| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | შობის დღესასწაული სვანეთში. შობა – ფაფის მოყვარული, შუშხვამი – გოჭის მოყვარული! | |
| დასახელება (ორიგ.): | შობ | |
| ავტორისეული აღწერა: | შობა – ფაფის მოყვარული, შუშხვამი – გოჭის მოყვარული! | |
| შინაარსი: | ქრისტეშობის წინა ღამეს ჩვენ ვეძახით შობას. ამ დღეს ვაკეთებთ ხორბლის ფაფას. ფაფისთვის ხორბლის მარცვალს საფქვავში დავფქვავთ. მერე დავდგამთ მოსახარშად და იხარშება დილიდან საღამომდე. საღამო ჟამს ქვაბს ჩამოვიღებთ და დავდგამთ გასაგრილებლად სუფთა, წმინდა ადგილას, სადაც ვტოვებთ გვიანობამდე. საღამოს ვიწყებთ ცხობას, ცომი მოზელილი გვიდგას დიდი ვარცლით, და ვაცხობთ სეფისკვერებს და შევალოცავთ ფაფას და სეფისკვერებს ერთად ლამაარიას, ღვთის მშობელს ვევედრებით წლის მოსავალს და ბარაქას. ამ ღამეს ლამაარია წასულა ბეთლემში და ქრისტე დაბადაო. ფაფის და სეფისკვერების შეწირვის, შელოცვის შემდგომ ვაკეთებთ ლიფაანეს, მიცვალებულებს ვუკურთხებთ პურს და ფაფას. ამ ღამეს გვჩვევია ასევე მოჯორის გაკეთება. მოჯორს აკეთებენ კანაფის თესლის ფქვილისაგან. ავდგებით და ადუღებულ წყალში ვაყრით კანაფის ფქვილს, მოვურევთ ლაფერთხათი (ჟიიშხათი), მოვაყრით მარილს. მერე ფაფიან ჯამებს შუაში ჩავაღრმევებთ, იმ ჩაღრმავებულში ვასხამთ მოჯორს და ამგვარად შევატანთ ფაფას მოჯორს. ვივახშმეთ ასე და მერე კი დავწვებით ხოლმე. | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | მულახის თემი | |
| სოფელი: | ჭოლაში | |
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | 1930 | |
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 20სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | ლამარიამოჯორისებისკვერიფაფაშობაშუშხვამი | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ჭოლაში, ზემო სვანეთი)
მოცემულია ტარიჭაბუგვის // taritabűgv// tabgom-ის სახელით ცნობილი, აღდგომის შემდ...
ცუდი პარასკევი ჰქვია პარასკევს აღაპების კვირეულში. იმ დღეს რომ არ შეიძ...
ხვალმი ხვდება ლიქვრეშის ხუთშაბათ დღეს (ლიქვრეშის წინა ხუთშაბათს). ამ დღე...
მოცემულია ტარიჭაბუგვის // taritabűgv// tabgom-ის სახელით ცნობილი, აღდგომის შემდ...
თუკი ვინმეს სჭირს მუნი (მახეერა), მაშინ დააცხობენ სეფისკვერს. ამ სეფისკვერს...
ახალი წლის დღეს გამთენიისას ოჯახის მეკვლეები ვინც არიან, ქალი და მამაკ...
მარხვის მეხუთე კვირა არის აია. ეს დღეც უქმეა. ...
ჭინკების კვირეულის მერე არის დიდი ხუთშაბათი იგივე აღდგომის ხუთშაბათი (თანფ...
ცვილის სანთლებს ამატებენ ბევრს და ასე ნელ–ნელა გააქვთ კარში გარე გასასვლე...
...
მუხობ- ანღლაბის შემდგომ პირველი კვირა. აღწერილია ამ დღეს შესასრულებელი წეს-ჩვეუ...
– „ყველაფერი მხოლოდდამხოლოდ კარგი: ადამიანის და საქონლის, სულდგმულის სიმრავლ...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ჭოლაში, ზემო სვანეთი)
არყის ხისგან სამამაკაცო ლამპრების დამზადება მიცვალებულთა სულების მობრძანების დღ...
გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად გარეთ გაშლილი სუფრები...
ფოტოზე მოცემულია ბეჩოს უღელტეხილი...
მარილის ქვასანაყი ...
ლიმერიეს დღეს ახალი გარდაცვლილებისთვის საკურთხის გარდა იციან სამოსის მიძღვნაც, რ...
ქალები, ბავშვები და მამაკაცები მულახის თემიდან...
მამაკაცების მიერ გარდაცვლილის დატირების მეორე მომენტი ...
აღბა-ლაღრალის დღესასწაული, საქმისაი ფალოსით და ჯოხით...
ქალების სალოცავი ჯგირან სოფ. ჟამუშში, მულახის საზოგადოება ...
ლიმერიეს დღეს მღვდლის მიერ არყის მიწაზე ლიბაცია და სასაფლაოზე მიტანილი სანოვაგის...
ერთ-ერთი ეპიზოდი აღბალაღრალის დღესასწაულის რიტუალიდან...