| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ზომხა-ახალი წლის დღესასწაული სვანეთში (გვ.2) | |
| დასახელება (ორიგ.): | ზომხა | |
| ავტორისეული აღწერა: | მასალა ჩაწერილია 1930 წელს | |
| შინაარსი: | „ადამიანის მშვიდობა და სიმრავლე, სულდგმულის, საქონლის სიმრავლე: სახარე არის ხარებით სავსე; საძროხე არის ძროხებით სავსე; სათხებო არის თხებით სავსე; საცხვარებო არის ცხვრებით სავსე; საცხენე არის ცხენებით სავსე; კიდობნები არის ხორბლით, მარცვლეულით სავსე!“. ამის მერე უკვე შემოდიან სახლში, მთლიანად დაივლიან სახლს, შემოუვლიან მარჯვნივ. ახლა დააბეს ხარი, გობი (ლალშ) დადგა სამზარეულოში, ცომეულთან და საცხობებთან. ამის შემდეგ ყველანი დგებიან, დაიბანენ ხელებს, მაშინ ქალი აიღებს ფუსნ მუჟეღს მთავარ სარიტუალო სეფისკვერს (ფუსტის წინამძღოლს), აიღებს თომის (წერექვის) კონას, დადებს ყველს ფუსნ მუჟეღზე ფუსტის წინამძღოლზე და ჩაატარებენ ლიშშის (ხელის ახსნის რიტუალს). ხელს აუხსნიან (აშიაშიხ) ყველას, მთელ ხალხს. ოჯახის მეკვლე ქალი და სახლში მყოფნი ახლა სამეკვლეოებს (ნაჭშხუნვარს) შეჭამენ. სამეკვლეოები (ნაჭშხუნვარი) ოჯახის წევრის გარდა სხვამ, გარე პირმა რომ ნახოს, ის არაფრით არ შეიძლება! ამის შემდგომ მოდის გარე მეკვლე. ამ მეკვლეს ეზოშივე შეაგებებენ სავსე გობს (ლალშს), დანარჩენ სეფისკვერებს და ფუსნ მუჟეღს მთავარ სარიტუალო პურს, ფუსტის წინამძღოლს. გარე მეკვლე ლოცვით შემოვა სახლში: „ბედნიერი ახალი წელიმც გქონოდეთ თქვენ, მთელ თქვენს სახლეულს, ადამიანებს და სხვა სულდგმულთ; მატებით და ზრდითამც ყოფილიყავით გახარებულები.“ შემდგომ | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | მულახის თემი | |
| სოფელი: | ჭოლაში | |
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | 1930 | |
| მასალა: | ქაღალდი, მუყაო | |
| ზომები: | 20სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | ზომხალემზირლოცვამუჟეღფუსნა | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ჭოლაში, ზემო სვანეთი)
"15/04 ლითხêრ 28/04 მერე, სამშაბათ დღეს, „ლითხêრ: ჰქვია. იმ დღს მწყემსებს ხაჭა...
არაყს დალევენ იმ დღეს. მოგროვებული ფულის ნაწილის არაყში იხდიან, ნაწილს კ...
ამის მერე შედიან ეკლესიაში, მაშინ მღვდელი ამბობს: „ქრისდე აღსდგა!“ მრევლი (...
იმ დღეს იშიმშილებს ის ადამიანი, ვისაც ქარი სტკივა, ქარი აქვს. იმ ღამეს სე...
სრულდება ტაბლაობა (ჩუ იტბგალხ ) და ამის შემდგომ უკვე იწყებენ მხიარულებას დ...
ხვალმი ხვდება ლიქვრეშის ხუთშაბათ დღეს (ლიქვრეშის წინა ხუთშაბათს). ამ დღე...
აღდგომის მერე ორმოცი დღე რომ გავა, მაშინ არის ამაღლება. ამაღლების წინა ...
გუთნის, თოხის, ლაჭაადირის, ხორბლის თავთავებისა, ქერის თავთავებისა, ცერცვის ...
ადგომის (მიცვალებულთა სულების კვირეულის დაწყების) მეორე დღეს არის ნათლი...
მუხობ- ანღლაბის შემდგომ პირველი კვირა. აღწერილია ამ დღეს შესასრულებელი წეს-ჩვეუ...
იმ დღეს ცარიელი ლემზირებით ლოცვა გვჩვევია. ხორბლის პურს შეალოცავენ მაცხოვარ...
აღდგომის მერე ერთი კვირა რომ გავა, იმ კვირადღეს ჰქვია დიდი აღდგომა (ხო...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ჭოლაში, ზემო სვანეთი)
ფოტოზე მოცემულია მესტიის თემი. სოფელი ლაღამი ...
ლიმერიეს დღეს ახალი გარდაცვლილებისთვის საკურთხის გარდა იციან სამოსის მიძღვნაც, რ...
ლიმერიეს დღეს მღვდლის მიერ არყის მიწაზე ლიბაცია და სასაფლაოზე მიტანილი სანოვაგის...
ხის ჯამი ...
მულახელი ქალი სადღესასწაულო ჩაფრასტებიან სამოსში...
ქვაბში ხორცის ამოსარევი ხის ჯოხი ...
ფოტოზე მოცემულია ბეჩოს მყინვარი ...
მამაკაცების მიერ გარდაცვლილის დატირების მეორე მომენტი ...
ფოტოზე გამოსახულია ლატალის თემის სოფ. იენაშის მკვიდრის ბიაზრუკ წერედიანის დატირ...
სამეურნეო იარაღები მარცვლეული კულტურების მოსავლის ასაღებად. კევრი და უღელი, ღვლე...
სახლების დიდებით შემოვლა გარდაცვლილ სულთა წასვლის დღეს (ლიფანალის დასრულებისას)...