ღერთა ლამპრობია (გვ.2.)

ტიპი: ხელნაწერი
დასახელება: ღერთა ლამპრობია (გვ.2.)
დასახელება (ორიგ.): ღერთარე ლამპრობ (გვ.2.)
ავტორისეული აღწერა: 02/02 „ღერთარე ლამპრობ“ 15/2
შინაარსი: ახლა, კვირა დღეს, ღერთა ლამპრობია, მაგრამ ის ყოველთვის კვირა დღეს არ ხვდება. მისი დღე ძველით 2 თებერვალია. ამ დღეს ერთი ლამპარი მიგვაქვს ხორბლის ყანაში და მეორე - კალოზე, იქ სადაც მარცვალს ვლეწავთ და ვანიავებთ. მერე ერთ ლამპარს ქალები აიღებენ და დადებენ მას სახლის შესასვლელში, ხოლო მამაკაცები, ჩვენსას, ავიტანთ ტაძარში და იქ ყველა როცა შევიკრიბებით, ანთებული ლამპრებით შემოვუვლით სოფელს. მივალთ ყველა ოჯახში და კართან დავიძახებთ „წელმა მოგახვავა, წელმა მოგახვავა“ და ამ ძახილით შემოვუვლით ოჯახის კერას მარჯვნივ და იქ მყოფ ოჯახის ქალს და ბავშვს ყველას გავმურავთ. ასე შემოვუვლით მთელს სოფელს მარჯვნივ. როცა მოვრჩებით ისევ ავდივართ ტაძარში და ტაძრის ეზოსაც შემოვუვლით მარჯვნივ ფერხულით. ფერხულით ჩამოვალთ სიფში და ამ ფერხულითვე შევალთ ერთ-ერთ ოჯახში. არ აქვს მნიშვნელობა ვისთან. იქ ოჯახის უფროსი გამოგვიტანს არაყს და დაგვლოცავს მაგრად. მერე ჩვენ ყველა ამ კაცს და მის ოჯახს დავლოცავთ და ისევ სიფში გავბრუნდებით და იქ სიმღერა, ფერხული და ცეკვა გვაქვს გამართული. ამის მერე ვიწყებთ მამაკაცების ხელში აყვანას, ვინც მოგვესურვება მისას და მაღლა მათ ურას ძახილით აგდებას. ამ კაცებს ამის მერე არაყი მოაქვთ. ისევ დავლოცავთ, დავლევთ და ასე ლხინით სავსენი ვბრუნდებით სახლებში.
დამატებითი ინფორმაცია: ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ნინო წერედიანმა
თემი: ლატალი
სოფელი:
ტერიტორია: ზემო სვანეთი
წელი:
მასალა: ქაღალდი, მელანი
ზომები: 39სმ × 21სმ
მდგომარეობა: დამაკმაყოფილებელი
დაზიანებები:
თეგები: კალოლოცვარიტუალიფერხულიღერთარე ლამპრობყანა

სხვა გვერდები:


ამავე ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ზემო სვანეთი)


...
ლიქვრეში (გვ.3.)

ჩვენი ვედრება თუკი შენთვის საკადრებელი იყოს და შენ გენებოს ჩვენზედ წყალობ...

...
შობა

ბარბარობის მერე სამი კვირა რომ გავა, მაშინ არის შობა. შობის ღამეს აკეთ...

...
ლილააშუნე (გვ.1.)

ხატიცხოველის მერე მეხუთე დღეს არის თესვის დღეობა (ლილააშუნე). იმ დ...

...
ჴეობ (გვ.5

ჴეობ- მოდიოდა ლალხორის შემდეგ კვირას. მთელი სოფლით ხდიდნენ არაყს. ლესკარები აცხ...

...
ბერიკაობა-ყეენობა (აღბალაღრალი) (გვ.5.)

გუნუაანთ ჩამეგიანთა ერთ–ერთი წინაპარი (ხოშა) დაჭერილი ყოფილა კა...

...
ისგლილჩალ (გვ.1.)

ლილაშუნედან ისგლინჩალამდე არის ერთი კვირა და სამი დღე. ისგლინჩაალის დღეს...

...
ლამპრობა (გვ.3)

თავთავის წილ ულუფას (თაინს). ლამპრობა არის კვირა დღეს და კვირა საღამოს, ...

...
ლიფანაალი-ადგომ (გვ.1.)

ახალი წლიდან, (ზომხანღო) მეხუთე დღეს არის „ხვდება“ ადგომი. წყალკურთხევი...

...
შუშხვამი-ბედობის დღესასწაული სვანეთში (გვ.2.)

შუშხვამის დღეს უქმე არ არის. საღამოს ყველა მოსახლიდან ერთი კაცი წავა ...

...
დიდი ხუთშაბათი (თანფა ცააშ) (გვ.3)

აიღებს კალათას (ცხიკს) და ქვიშობანას შესასრულებლად (ლაქშორალთე ლიზი) წავა....

...
ქაშუეთობის შაბათი

მერე, შაბათს ისევ ქაშუათობის შაბათი ჰქვია. იმ დღეს რამდენი სტუმარიც სოფელში მოგ...

...
ყორლიკრალი-კარის გაღება (გვ.1.)

კარის გაღება (ყორლიკრალ) ყოველთვის ხვდება მაშინ, როცა ორი კვირა რჩება...

სხვა ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ზემო სვანეთი)


...
ახალგარდაცვლილის საფლავზე გასვლა

ლიმერიეს დღეს ახალი გარდაცვლილებისთვის საკურთხის გარდა იციან სამოსის მიძღვნაც, რ...

...
დაკრძალვა იფარის თემში

დაკრძალვა იფარის თემში, სოფ. ნაკიფარში.ფოტოზე აღბეჭდილია სოფ. ნაკიფარის ეკლესია,...

...
გარდაცვლილის სულის მოსახსენებელ დღეს გაკეთებული საკურთხი მოხარშული ხორცით

გარდაცვლილის სულის მოსახსენიელბელ დღეს მოხარშული ხორცით გაკეთებული საკურთხი ...

...
ხვამლობის დღესასწაული

ხვამლობის დღესასწაულის დილას ოჯახის უფროსის მიერ ლოცვის აღვლენა და სარიტუალო პურ...

...
ახალი გარდაცვლილის საფლავზე ტანსცმლის მიტანა, საფლავზე გაშლა და საფლავის კურთხევა

ლიმერიეს დღეს მღვდლის მიერ არყის მიწაზე ლიბაცია და სასაფლაოზე მიტანილი სანოვაგის...

...
მსხვერპლშეწირვა ფუსნახან ლითუალის დღესასწაულზე

1. მეყვჟაალა — თემის (ლასკარ) რვა რჩეული მამაკაცი, რომელთაც ევალებოდათ სამსხვერპ...

...
მიცვალებულის ნეშტთან მამაკაცების დატირების ერთ-ერთი მომენტი

ფოტოზე გამოსახულია ლატალის თემის სოფ. იენაშის მკვიდრის ბიაზრუკ წერედიანის დატირ...

...
საახალწლო ციკლის დღესასწაული ,,ბემბღუ

ფოტოზე აღბეჭდილია ,,ბემბღუს " რიტუალი, გამომშრალი ხის ტოტზე , საახალწლო ,,ხულ-"...

...
სახლების დიდებით შემოვლა გარდაცვლილ სულთა წასვლის დღეს (ლიფანალის დასრულებისას).

სახლების დიდებით შემოვლა გარდაცვლილ სულთა წასვლის დღეს (ლიფანალის დასრულებისას)...

...
მიცვალებულთა სულების მობრძანების დღეს საქალებო ჩირაღდნების გამოთლა არყის ხისგან

ფოტოზე გამოსახულია არყის ხისგან საქალებო ჩირაღდნების -ლამპრების გამოთლა მიცვალებ...

...
ხიდი მდ. ენგურზე

ფოტოზე მოცემულია ხიდი მდ. ენგურზე ...

...
მამაკაცების გლოვის მეორე მომენტი

მამაკაცების მიერ გარდაცვლილის დატირების მეორე მომენტი ...