| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ლამპრობა (ლაჰილი. გ.3) | |
| დასახელება (ორიგ.): | ლიმპარ (ლაჰილი. გ.3) | |
| ავტორისეული აღწერა: | 20/01 ლიმპარიშ დეშდი ლêდეღ 02/02 | |
| შინაარსი: | ლიმპარობის ორშაბათს ლაჰილელების ერთი ჯგუფი სოფლის აღმოსავლეთ მხარეს (იენაშს და ლახუშდს) დაუვლის და მეორე ქვედა მხარეს (მაცხვარიში, კუანჭიანარი) და მოაგროვებენ ოჯახ -ოჯახ ხორცს და ერთ ჯამ ხორბლის თეთრ ფქვილს. ასე დახუნძლულები დაბრუნდებიან ლაჰილში და მეორე დღეს (21/01) დააცხობენ პურებს და ვინც მლოცველი იქნება ის ზედაშეს წაიღებს და ევედრებიან ბარბალ - მèჰíრ თìრინგზელს ვაჟიშვილს. ეს ბედნიერების და ძე შვილის მომცემია და რაც არ უნდა გაჭირებული იყოს სოფელი, ან იქ სალოცავში მყოფი, მაინც ყველა მხიარულობს, ცეკვავს და მღერის. ეს ხდება სამშაბათს ლაჰილში. მუძღვნი მამაკაცი ლატალის ყველა სოფლიდან მიდის. ოჯახიდან მიდის ერთი ან ორი მამაკაცი. ქალები ოჯახიდან ერთი, ლადბაშზე წავა ლამარიაში, ან წმინდა ლოცვას აღავლენენ სახლის შინაში. მერე ჯგèრაგის ტაძარში წაიღებენ ნადბაშუნებს და ის სამი კაცი ლაჰილელი და ტაძრის გასაღების მეპატრონე, აღავლენენ მათთვის ლოცვას. ევედრებიან ბარბალ - მèჰერ თìრინგზელს; -„ გაჩენილი ნეტარი და ბედნიერი ქენი, გასაჩენით გაგვახარე. დღევანდელი ლოცვა გაგვიმარჯვე. როცა ცოლ-ქმარს გოგოები ჰყავს მარტო და ბიჭები არა- წაიღებენ ძღვენს ლაჰილის ჯგèრაგში. ეს ვერძია ზედაშით. სამი კაცია ლაჰილის ჯგèრაგის მავედრებლები (მომზèრი) ერთი შარგიანების გვარიდან და ორი პაკელიანების. თუ დღეობისას კარგი ამინდია - გარეთ გაშლიან სუფრებს და გამართავენ პურობას. თუ ცუდი ამინდია - სახლში გაუშლიან სუფრას. სვამენ სახ-სიგელით. გადარჩენილ სანოვაგეს ეს სამი ოჯახი გაინაწილებენ. გადარჩენილ ზედაშეს კი სახლში წაიღებს მომლოცველი. დღესასწაულისას მღერიან ცეკვავენ. | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ნინო წერედიანმა | |
| თემი: | ლატალი | |
| სოფელი: | ლაჰილი | |
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 40სმ × 21სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | ლაჰილილიმპარირიტუალი | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ლაჰილი, ზემო სვანეთი)
"თეთრი ფხუ ყველიერი ყველიერი (თაში აღაბ) შავი ფხუ ლითოდრი ხატიცხოველი ლილ...
ლიფანალის პირველ დღეს ჰქვია ადგომ. ადგომ ყოველთვის არის იანვრის ხუთში. იმ დღეს ა...
ლითოოდრი ხვდება პარასკევ დღეს. ამ დღეს მთელი სოფლის ბავშვები შეიკრიბებიან ...
მაშინ სხვა ხალხმაც, დანარჩენებმაც მიანებს თავი. ათას ცხრაას ოცდაორ წლამ...
მეისარაბის მეორე დღეს ჰქვია ლიმპარი. ლამპარს ვანთებთ ყველა მამაკაცი და მიგვაქვს ...
ერთ გიმუნდს ეკლესიის მინაშენთან, ლადბაშთან დადებს. ამ დიდ ჯოხს, ჭოკს (ლაყუ...
მესარაბი ყოველთვის შაბათ დღეს ხვდება. წინა დღეს, პარასკევ საღამოს დაკ...
თავთავიანთ სახლებში. სუფრის თავზე მდგომები (მეგნალ) მერიქიფე–მოსამსახურენი კი ...
თავთავის წილ ულუფას (თაინს). ლამპრობა არის კვირა დღეს და კვირა საღამოს, ...
მერე, ხუთშაბათს ისევ ქალების დღეა - „ზურêლìრე ცაìშ, რომლის წესებსაც ისე აღასრულე...
29/06 პარპოლდêშ 12/07 პარპოლდაშ ყოველთვის 28-29 ხვდება. იმ დღეს ჩვენ, იფხელებს,...
17/05 სენიმოხსნაბ 30/05 მერე „სინმოხსნაბ - სულთმოფენობა ყოველთვის ხვდება შაბათს....
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ლაჰილი, ზემო სვანეთი)
ყაუ - კერაზე ჩამოსაკიდი კავი ლაფთან - ხარის კუდისგან დამზადებული ბუხრის საწმენდ...
ღმერთისთვის შეწირულ ლალცხატის მინდორში შეკრებილი ლატალელები, შესაწირავით აღავლე...
შესაწირი ხარის დაკვლა უფლიშის დღესასწაულზე სოფელ იფხში ვოთავერ ნანსყანის სახლის ...
საბჭოს ხელახალი არჩევნების კამპანია ლათალის თემში ...
ფოტოზე მოცემულია მესტიის თემი. სოფელი ლაღამი ...
მარანი...
ფუსნახან ლიძჰენის დღესასწაული, სატრაპეზო სუფრა მსხვერპლშეწირვის შემდგომ ...
ცეცხლის საჩხრეკი ორთითა ...
სამამაკაცო ლამპრების დაწვა საფლავზე ლამპრობაზე ...
ფოტოზე აღბეჭდილია ტრაპეზი ლალცხატის მინდორში, დღეობა სიკობზე, მსხვერპლშეწირვის შ...
ფოტოზე დაფიქსირებულია ცხვრის შეწირვის ერთ-ერთი წესი- ბეწვის სანთლის ალით მოწვის...