| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | შავი ფხუ | |
| დასახელება (ორიგ.): | მეშხა ფხუ | |
| ავტორისეული აღწერა: | ||
| შინაარსი: | შავი ფხუს დღეს უყველო სეფისკვერებს აცხობენ და შევალოცავთ ხოლმე თესვა–მთესველის სახელზე. ამ დღეს ცოტ–ცოტას ყველაფერს გამოარჩევენ თესლეულებიდან: ხორბლიდან, ქერიდან, ცერცვიდან, სიმინდიდან და ყველაფრიდან. კერიის გვერდზე დადებდნენ ამოწვერებული სახით (ჟიაკოჩალდახ) და დატოვებდნენ ასე. მაცხოვარს ელოცებოდნენ და შესთხოვდნენ რომ მხვნელ–მთესველის ნაშრომი, განარჯევი, ნაჯაფარი ჭირნახული წინ წასწიოს. სეფისკვერს აცხობენ იმდენს, რამდენი სულიც არის ოჯახში. შეალოცავენ ან სამს ერთად, ან ექვსს, ან ცხრას. საღამოს საკურთხისთვის ცერცვს დააგამენ მოსახარშად. საკურთხის ტაბლა ვინც უნდა აკურთხოს (მეფანე) , ის საჭმელს არ ჭამს მთელი დღის განმავლობაში. ამ ღამეს ლიფაანეს რიტუალი სრულდება უფრო ადრე. ამ ღამეს ლიფაანეს აკეთებენ ჟოჟუაის და ბოჟუაისთვის, ესენი ყოფილან წყლის და მიწის განმკარგველნი (მახუში), უფროსები. ამ შემთხვევაში შენდობას აკეთებენ წყლით და ცერცვს და ოსპს (უისპა) უკურთხებენ ამათ. იმ ღამეს სხვა მიცვალებულებს არ უდგამენ საკუთხის ტაბლებს და რაც ახსენებენ. | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | მულახის თემი | |
| სოფელი: | ||
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 20სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | ბოჟუაიმახუშიოსპიჟოჟაიუისპაშავი ფხუცერცვი | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
18/ 01 ჯêნგლობ 31/01 ამ ღამით კოჭლი სულები მოდიან სახლში და როგო...
იქ, იმ ფიჩქთან ხოფანეხ, ბავშვების სული ამ სკამტაბლასთან მოიხსენებენ. მერე ...
დღესასწაულთა თავი ბარბლაშია. ბარბალობა დღეს სხვის კარზე დაძახება არ შეიძლება - კ...
ხვალმი ხვდება ლიქვრეშის ხუთშაბათ დღეს (ლიქვრეშის წინა ხუთშაბათს). ამ დღე...
ლიკლაურე როცა ოჯახი კალოობას მორჩება, ლიკლაურე ჰქვია. საკლავს დავკლავთ და შევავე...
ძველ დროში ერთი კაცი, რომელსაც მაღალი ხმის ტემბრი (დიდი ხმა) ჰქონდა, სახა...
მერე არის შაბათი და ამ დღეს ჰქვია თამფê საფტინ. ამ დღეს გვჩვევია ჯგèრაგში სალადბ...
23/04 ლიგიერგი ლუფხêშ 06/04 გაზაფხულის გიორგობა ყოველთვის 23 აპრილს (ძვ. სტ) ხ...
20/01 ლიმპარიშ დეშდი ლêდეღ 02/02 ლიმპარობის ორშაბათს ლაჰილელების ერთი ჯგუფი სოფ...
გიორგობის მერე პირველი ორშაბათი უქმეა. სახლიდან რაიმეს გატანა გვეკრძალება. დაძახ...
მერე, ოთხშაბათს, ჭაბგობ ჰქვია. უქმე გვაქვს „ჭაბიკç“ - ის სახელზე. იმ ღამეს ლოცვა...
ლიხვდიშის დღისთვის ქალები თარგლეზერის ქვაბში ხდიან არაყს. აცხობენ ყველიანებს და...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
სცენები აღბალაღრალის დღესასწაულიდან, საქმისაი ფალოსით, ნიღბით, ,,იარაღით" თავის ...
ქვაბში ხორცის ამოსარევი ხის ჯოხი ...
მიცვალებულის მოსახსენებელი დღე ლაგუან, გარდაცვლილის შემოსილი და იარაღასხმული მამ...
ყველის საწური კალათა ...
სამიწათმოქმედო იარაღები-გუთანი და გუთნის ნაწილები განმარტებებით ...
ფოტოზე მოცემულია მესტიის თემი. სოფელი ლაღამი ...
ფოტოზე ხის ძველი წისქვილია აღბეჭდილი...
აღბა-ლაღრალის დღესასწაული, საქმისაი ფალოსით და ჯოხით...
ფოტოზე გამოსახულია ლატალის თემის სოფ. იენაშის მკვიდრის ბიაზრუკ წერედიანის დატირ...
მარანი...
ფარცხი - მოხვნის შემდეგ მიწის მოსასწორებელი...
გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად გარეთ გაშლილი სუფრები...