| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ხვალმი (გვ.2) | |
| დასახელება (ორიგ.): | ხვალმი | |
| ავტორისეული აღწერა: | ||
| შინაარსი: | ხვალმი ხვდება ლიქვრეშის ხუთშაბათ დღეს (ლიქვრეშის წინა ხუთშაბათს). ამ დღეს წესია ლოცვა თვალების ტკივილისგან და ხველისგან დასაცავად. ამ დღეს დილას დააცხობენ სეფისკვერებს, ლოცულობენ და ილოცებიან. ვინც მოვალეა, ვისაც მართებს ლოცვა, იმის სახლეზე აცხობენ სამ–სამ მომცრო ზომის სეფისკვერს სულადობის შესაბამისად, ოღონდ ვისაც მართებს ლოცვა. მართებს ლოცვა ნიშნავს იმას, ჰქვია იმას, რომ თუკი ვინმეს სტკივა თვალები, და შეპირდება ხვალმის შეწირვას და ლოცვას, მაშინ ის უკვე ყოველწლიურად უნდა შეალოცავერს და სწირავდეს ხვალმის დღეს სამ სეფისკვერს, მამლის მწვადს და კვერცხს (ლუგრილს). მამალს დავკლავთ ხოლმე სახლში და ვისაც მართებს ლოცვა, ის ჭამს მამლის ხორცს მალულად. სეფისკვერებს შეალოაცვენ ხოლმე დასავლეთის მხარეს, ხვალმის დღეს შეიძლება, ნებადართულია ღორის ხორცის შელოცვაც. ლოცვის ტექსტია ასეთია: „წმინდა გიორგი ხვალმისაო, იმისი თვალების ტკივილი, გაატანე დაღმა წყალს და აღმა – ქარს (შესაბამისად, ახსენებენ იმის სახლს, ვისაც მართებს ლოცვა, ვინც მოვალეა, აღასრულოს ხვალმის ლოცვის რიტუალი). გაუნათე ხედვა და ჩვენ, შესაბამისად არ დავივიწყებთ შენზე ლოცვას, შენს შემოვედრებას!“ მერე უკვე ვისაც მართებდა ლოცვა, ის დაჯდება და მიირთმევს (შეჭამს). ხვალმი ჰქვია ადგილს მულახში. ქვემო მულახის დასავლეთით ნამეწყრალში (ჩამონაწყდომში) დგას ერთი ფიჭვი, იმას აქვს ფუღურო და ახლაც დგას ის ხე. და ვინც ამ ხეს აუვლიდა და ჩაუვლიდა აღმოსავლეთით თუ დასავლეთით, ყველა ტოვებდა აქ ან ფულს, ან მძივებს, ან ღილებს, ზოგი – რას და ზოგი – რას. ხვალმის დღეს, ვისაც აკრძალული აქვს (ლცხატ ხარ) ის არ მუშაობს. ისე კი ეს დღე არ არის უქმე. | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე | |
| თემი: | მულახის თემი | |
| სოფელი: | ||
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 20სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | თვალილიქვრეშილოცვალუგრილლცხატ ხარიმამალისეფისკვერიწმინდა გიორგიხვალმიხველა | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
08/ 05 ანღლაბ 21/05 ანღლაბ ყოველთვის არის აღდგომიდან ორმოცი დღის მერე. ამაღლ...
აღდგომის მეორე დღეს არის მიცვალებულთა დღე – კურთხევის ორშაბათი. იმ დღეს ...
ლასმანდარ – ტაბიკები იფრა – იფანი ლაყულა – გასაყოფი, გასამიჯნი ...
მოცემულია ტარიჭაბუგვის // taritabűgv// tabgom-ის სახელით ცნობილი, აღდგომის შემდ...
ხორცის აღაპის მეორე დღეს ორშაბათ დღეს არის თეთრი ფხუ. იმ დღეს იფარ...
მერე სამშაბათს, მაცხუარ თახაშია. ოჯახიდან თითო კაცი მივდივართ და იქ საკლავს დავკ...
აღდგომის მერე ორმოცი დღე რომ გავა, მაშინ არის ამაღლება. ამაღლების წინა ...
მიცვალებულის დატირება. სარიტუალო პურების ცხობა და შესაწირის გაცემა...
24/05 ჰèლშა საფტინ 06/04 ალèნგვერის მერე პირველი შაბათი არის ჰèლიში. . იმ კვირაშ...
ბაიას მეორე დღესვე, ორშაბათ დღეს ჭინკების, ეშმაკების, კუდიანების კვირეული...
ხარება ყოველთვის ოცდახუთ მარტს ხვდება. იმ დღეს უქმეა. მუშაობა არ შეიძლება....
ახალი წლის დილას რიჟრაჟზე, გამთენიისას დგებიან მეკვლეები. ამ დროს სახლ...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
შრომის იარაღები საფარცხავი, ნაჯახი, ბარი, წერაქვი ...
ნიჩაბი, ფოცხი, თოხი,ხორბლის სახვეტი ნიჩაბი, მცირე ზომის ხის ურო, ტყავის დასამუშა...
ლიმერიეს დღეს მღვდლის მიერ არყის მიწაზე ლიბაცია და სასაფლაოზე მიტანილი სანოვაგის...
ფოტოზე მოცემულია ბეჩოს მყინვარი ...
ერთ-ერთი ეპიზოდი აღბალაღრალის დღესასწაულის რიტუალიდან...
ხის მორისგან გამოთლილი წყლის ჭურჭელი ...
მიცვალებულის სულის მოსახსენებლად წლისთავზე (სურვილის მიხედვით) არაყის სმა ეზოში ...
ქალები, ბავშვები და მამაკაცები მულახის თემიდან...
ეპიზოდი დღესასწაულიდან აღბა-ლაღრალი, საქმისაი ფალოსით და მისი ამალა...
ქალების ქვევით ვედრების რიტუალი - ჩუბავ ლიმზირ, ჯგირანის სალოცავის შიგნით ...
ფოტოზე ხის ძველი წისქვილია აღბეჭდილი...
ქალების სალოცავი ჯგირან სოფ. ჟამუშში, მულახის საზოგადოება ...