| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ლიâდçში// ლიქçრეში (გვ.1.) | |
| დასახელება (ორიგ.): | ლიâდçში// ლიქçრეში (გვ.1.) | |
| ავტორისეული აღწერა: | 26/01 ლიâდçში// ლიქçრეში 08/02 | |
| შინაარსი: | მერე, კვირა დღეს ჰქვია ლიâდუში. ამ დღეს გირგვლიანები, სტეფლიანები და თამლიანები ოჯახიდან ორ-ორი ვიკრიბებით ერთ მორიგე ოჯახში და მიგვაქვს ერთი ჯამი დაკეპილი ხორცი - თეთრი, მსუქანი. შემოდგომაზე ამ დღეობისთვის ყველა მოდღესასწაულე ოჯახი ავაგროვებთ თითო კარან ხორბალს ლემზირებისთვის და თითო კარან ქერს სასმელისთვის. ახლა მხოლოდ ხორცი მიგვაქვს. ხორცს ერთად მოაგროვებენ, დააყრიან თეთრ მარილს, საწყაოთი გაზომავენ და დააცხობენ მისგან კუბდარებს. აცხობენ ლემზირებს. ამის მერე მლოცველი კაცები ერთად აღავლენენ ლოცვას მოდღესასწაულე ოჯახისთვის. ევერდებიან ჯგèრìგ ლიâდუშის; -„შენ შეეწიე და მოუმარჯვე საკეთებელ საქმეში ყოველ მაცხვარიშელს. სანანებელი საქმე არ გვაკეთებინო არავის, არასდროს“ ლიმზირის შემდეგ დასხდებიან პურის საჭმელად და ამ პურობისას ისევ აგრძელებენ ლხინს და ვედრებას; ამბობენ დიდი ღმერთისას, მèქემ თარინგზელისას, ჯგèრìგისას, სარვაშ-სააყანისას და მერე თამადობენ. ირჩევენ თამადას და აგრძელებენ სმა-ჭამას. თამადა ყველას ადღეგრძელებს. მერე მთავრდება ლამარიათი სუფრა. ქალები აალაგებენ და ნარჩენები რჩებათ მორიგე ოჯახს. ამასობაში ღამდება და ყველა თავ - თავის სახლში ბრუნდება. | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ნინო წერედიანმა | |
| თემი: | ლატალი | |
| სოფელი: | ||
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 21სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | გირგვლიანებითამლიანებილემზირირიტუალისტეფლიანები | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ზემო სვანეთი)
„ადამიანის მშვიდობა და სიმრავლე, სულდგმულის, საქონლის სიმრავლე: სახარე არი...
ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათ საღამოს როცა ყველა სახლშია, ბავშვები ადგებიან, ერ...
მეშხე ფხუს მერე არის ლითოდრი. ყოველთვის ლითოდრი ხვდება შაბათს. ლითოდრის ...
იქვე თვითონ ანთებენ სანთლებს და აკმევენ საკმეველს. ერთი კაცი მლოცველა...
მეისარაბის მეორე დღეს ჰქვია ლიმპარი. ლამპარს ვანთებთ ყველა მამაკაცი და მიგვაქვს ...
ისგლინჩაალის მერე პირველ კვირადღეს აია (ა) ჰქვია. იმ დღისთვის ხორბლის ფქ...
ბაიას მეორე დღესვე, ორშაბათ დღეს ჭინკების, ეშმაკების, კუდიანების კვირეული...
ლიჯგრი საფტინს არის მიცვალებულთა ხსენება. ლიფანეა ხორცით, პურით და არაყით. ძველა...
აღდგომის ხუთშაბათს დღისით ვაკეთებთ ხორბლის ფაფას. საღამოს ვიტრაპეზებთ. ტრა...
მამაკაცებს და ბაშვებს და ამათ უკვე საგანგებო სადილს გავუმზადებთ ხოლმე. ...
14/11 „ლიუჭმìლ“ 27/11 „ლიუჭმìლ (მარხვა) მეხუთე დღეს, გიორგობის მერე ხვდება. იმ დ...
ლიფანაალი 06.01 განცხდაბ 19/01 ადგომის მერე მეორე დღეს განცხდაბ ჰქვია. საკლავ...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ზემო სვანეთი)
მღვდელი წლისთავზე აკურთხებს გარდაცვლილი ქალისთვის მიძღვნილ სუფრას...
მარილის ქვასანაყი ...
ქვაბში ხორცის ამოსარევი ხის ჯოხი ...
ფოტოზე აღბეჭდილია ლატალის ხედი. ზემო სვანეთი ...
ფოტოზე აღბეჭდილია ტრაპეზი ლალცხატის მინდორში, დღეობა სიკობზე, მსხვერპლშეწირვის შ...
მართკუთხა ფორმის ქაღალდზე შავი ფანქრით ჩახატული ტაბლა ...
ბეჩოს საავადმყოფოდან ეცერის თემის გარდაცვლილი მამაკაცის სულის გადაყვანის რიტუა...
გარდაცვლილის გამოსახულება წლისთავის სუფრასთან...
ფოტოზე მოცემულია ხიდი მდ. ენგურზე ...
ფოტოზე მოცემულია მესტიის თემი. სოფელი ლაღამი ...
ყაუ - კერაზე ჩამოსაკიდი კავი ლაფთან - ხარის კუდისგან დამზადებული ბუხრის საწმენდ...
ფოტოზე გამოსახულია არყის ხისგან საქალებო ჩირაღდნების -ლამპრების გამოთლა მიცვალებ...