შინაარსი: |
მერე, კვირა დღეს ჰქვია ლიâდუში. ამ დღეს გირგვლიანები, სტეფლიანები და თამლიანები ოჯახიდან ორ-ორი ვიკრიბებით ერთ მორიგე ოჯახში და მიგვაქვს ერთი ჯამი დაკეპილი ხორცი - თეთრი, მსუქანი.
შემოდგომაზე ამ დღეობისთვის ყველა მოდღესასწაულე ოჯახი ავაგროვებთ თითო კარან ხორბალს ლემზირებისთვის და თითო კარან ქერს სასმელისთვის. ახლა მხოლოდ ხორცი მიგვაქვს.
ხორცს ერთად მოაგროვებენ, დააყრიან თეთრ მარილს, საწყაოთი გაზომავენ და დააცხობენ მისგან კუბდარებს. აცხობენ ლემზირებს. ამის მერე მლოცველი კაცები ერთად აღავლენენ ლოცვას მოდღესასწაულე ოჯახისთვის. ევერდებიან ჯგèრìგ ლიâდუშის; -„შენ შეეწიე და მოუმარჯვე საკეთებელ საქმეში ყოველ მაცხვარიშელს. სანანებელი საქმე არ გვაკეთებინო არავის, არასდროს“ ლიმზირის შემდეგ დასხდებიან პურის საჭმელად და ამ პურობისას ისევ აგრძელებენ ლხინს და ვედრებას; ამბობენ დიდი ღმერთისას, მèქემ თარინგზელისას, ჯგèრìგისას, სარვაშ-სააყანისას და მერე თამადობენ. ირჩევენ თამადას და აგრძელებენ სმა-ჭამას. თამადა ყველას ადღეგრძელებს. მერე მთავრდება ლამარიათი სუფრა. ქალები აალაგებენ და ნარჩენები რჩებათ მორიგე ოჯახს. ამასობაში ღამდება და ყველა თავ - თავის სახლში ბრუნდება.
|