| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ყორლიკრალი-კარის გაღება (გვ.2.) | |
| დასახელება (ორიგ.): | ყორლიკრალ | |
| ავტორისეული აღწერა: | ||
| შინაარსი: | სათითაოდ დაუყენებენ სამ სეფისკვერს (ტაფ ლემზირს). ამის გარდა აცხობენ ერთ დიდ ხაჭაპურს, ამას ჰქვია „ღვენზილი“. „ღვენზილს“ დაუყენებენ ცხრა სეფისკვერს (ტაფ ლემზირს). ცხობის დამთავრების შემდეგ, მანამ ვიდრე ღუმელს და საცხობ ფიქალ ქვას მოშორდებიან, ასრულებენ და ახორციელებენ განსაკუთრებული ლოცვის რიტუალს (ტაფ ლიმზირს). დაანთებენ სამ სანთელს, სამ კელაპტარს. ქალი, რომელმაც განსაკუთრებული ლოცვის რიტუალი უნდა აღასრულოს, ჩაიმუხლებს კერიასთან. აიღებს ერთ სეფისკვერს, თუკი ქალი ერთია ოჯახში, ანდა თითოეულის რაოდენობის შესაბამისად სამ–სამს. და მერე უკვე ილოცებს და დაალოცავს კერიის ფეხთან მუხლმოყრილი. ამ სეფისკვერებს სწირავენ, შეალოცავენ ღვთისმშობელს (ლამარიას) და სთხოვენ: „ღვთისმშობელო, სვე და ბარაქამც მომანიჭე და მომეციო, მეწველი საქონელი მიმრავლეო!“ როცა ლოცვის რიტუალს უკვე ამთავრებენ, მაშინ სეფისკვერებს სამჯერ კერიის ფეხის ირგვლივ შემოატარებენ. აქვე, თან აქვთ ასევე ნათავედი არაყი პატარა ბოთლით, ამასაც შესწირავენ, შეალოცავენ ღვთისმშობელს. ძველ დროში ერთ სეფისკვერს ამ დროს მეზირის სახლზე შესწირავდნენ თურმე და დამარხავდნენ კერიის ფეხთან. მეზირი არის თურმე თეთრი პატარა თაგუნა. ეს მეზირი ყოფილა ბარაქის მიმცემი და მიმნიჭებელი წველადობის, ცხობისა და ცომეულისა და ყველის ამოყვანისა. ამ ლოცვისას, ამ რიტუალის შესრულებისას გარეშეს არავის არა აქვს უფლება დასწრებისა და ამ სახლში ყოფნისა. ლოცვა რომ დამთავრდება, მაშინ გაშლიან ტაბლას და გააკეთებენ ლიფაანეს მიცვალებულებისათვის, მერე დასხდებიან და დაპურდებიან. თუკი პურობის მერე დარჩა ნაწილი შენაწირი სეფისკვერებისა, იმას აუცილებლად მალულად მიირთმევენ. მერე უკვე ამას ყველაფერს შეინახავენ და დაუძახებენ სახლში | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | მულახის თემი | |
| სოფელი: | ||
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 20სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | გვიზკარის გაღებალამარიალესკარილუკნეებმეზირი ლიფაანესტაფ ლემზირსღვენზილყორლიკრალჯგერან„ჯგერან ფუსდ | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
„უბნა კçეცნა ლიკედ“ როცა ხორბლის მარაგს პირველად ვიწყებთ, მაშინ დიასახლისი გავა ...
ჴეობ- მოდიოდა ლალხორის შემდეგ კვირას. მთელი სოფლით ხდიდნენ არაყს. ლესკარები აცხ...
ამ დღეს არაფერი ჩვევა არ გვაქვს. ამ დღეს თურმე ურიებმა დააღალატეს ქრისტ...
გიორგობა 1912 წ. ამ გიორგობას ათას ცხრაას თორმეტ წელს 1912 წ. ერთ დ...
სინნოხსნაბ - ხადობის შედეგი პირველი შაბათი, რომლიც მიცვალებულის სულის დღედ ითვლ...
ადგომის (მიცვალებულთა სულების კვირეულის დაწყების) მეორე დღეს არის ნათლი...
აიღებს კალათას (ცხიკს) და ქვიშობანას შესასრულებლად (ლაქშორალთე ლიზი) წავა....
ლიჯგრი საფტინს არის მიცვალებულთა ხსენება. ლიფანეა ხორცით, პურით და არაყით. ძველა...
ლილაშუნედან ისგლინჩალამდე არის ერთი კვირა და სამი დღე. ისგლინჩაალის დღეს...
ლალხორი ეწოდება ოქტომბრის პირველ კვირას. ამ დღეს ყველა ღმერთს ეწირებოდა ლემზირებ...
ბარბარობის მერე სამი კვირა რომ გავა, მაშინ არის შობა. შობის ღამეს აკეთ...
ახალი წლის ღამეს გვჩვევია ხულის მოტანა სახლში სარკმელების და ფანჯრების ...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
ფოტოზე მოცემულია მულახის თემის ტერიტორია...
ფოტოზე მოცემულია ბეჩოს მყინვარი ...
ცეცხლის საჩხრეკი ორთითა ...
დაკრძალვა იფარის თემში, სოფ. ნაკიფარში.ფოტოზე აღბეჭდილია სოფ. ნაკიფარის ეკლესია,...
ხის მორისგან გამოთლილი წყლის ჭურჭელი ...
ფოტოზე მოჩანს მაჩუბის ბაგის ორნამენტირებული ტიხარი...
ფოტოზე ხის ძველი წისქვილია აღბეჭდილი...
ფოტოზე გამოსახულია ლატალის თემის სოფ. იენაშის მკვიდრის ბიაზრუკ წერედიანის დატირ...
სამეურნეო იარაღები მარცვლეული კულტურების მოსავლის ასაღებად. კევრი და უღელი, ღვლე...
ფოტოზე მოცემულია მესტიის ხიდი (1927 წელი) ...
მარიამობა მულახში...
აღბა-ლაღრალის დღესასწაული, საქმისაი ფალოსით და ჯოხით...