აღდგომის ხუთშაბათი დიდი ხუთშაბათი (გვ.1)

ტიპი: ხელნაწერი
დასახელება: აღდგომის ხუთშაბათი დიდი ხუთშაბათი (გვ.1)
დასახელება (ორიგ.): თამფა ცააშ
ავტორისეული აღწერა:
შინაარსი: აღდგომის ხუთშაბათს დღისით ვაკეთებთ ხორბლის ფაფას. საღამოს ვიტრაპეზებთ. ტრაპეზამდე შევალოცავთ ლამარიას: „ ლამარია, ხორბალი გაგვიბევრე, ბარაქიანი გაგვიხადე; ლამარია, შეეწიე ჩვენს მოსავალს და ჭირნახულს“. აღდგომის ხუთშაბათს გათენებამდე ოჯახში დიდი ქალი ყველას მარჯვენა ხელზე და მარჯვენა ფეხზე მოაბამს თანაფოლს. რიტუალს აღასრულებს მანამ, ვიდრე დანარჩენები წვანან საწოლში. და მაშინ გამოაბამს თანაფოლს საწოლში მწოლიარეებს. თანაფოლი ეს არის შალის ორწვერა, შინნაქსოვი შავი ძაფი (ჰაშკი). ჰაშკი – 1.შალის ორწვერა ძაფი 2. შინნაქსოვი შალი. (თოფ. ქალდ. სვანური ლექსიკონი, 2000: გვ. 894). თანაფოოლი ზოგს ერთ წელსაც კი აქვს მობმული, ვიდრე თავისით არ გაწყდება. თანაფოოლს თუკი ვინმე სხვა ადამიანი მოაჭრის, მაშინ ყველა ტკივილი და ავადმყოფობა იმაზე გადავაო. თანაფოოლს ოჯახის წევრებს უკეთებს და შეაბამს რიჟრაჟზე ოჯახის უფროსი ქალი უხმოდ, ულაპარაკოდ, ხმის ამოუღებლად. აღდგომის ხუთშაბათს ოჯახში უფროსი ქალი წავა მდინარის პირას და მოიტანს ნახევარ ვედრო (ლალხსგა). ქვიშას და რიყის ქვებს (კნინ. ფ. „ქვებუკანებს“). ამ პატარა კენჭებს ვდებთ ხოლმე რძის ჩასაკვეთშიც (ლალდრთეისგა) და საფუარშიც. ამ ადგილებში დებს ქვიშის მომტანი (მექშორალი ). ეს არის ავი თავალისგან დაცვის მიზნით. სწორედ გათვალვისგან დაცვის მიზნით სჩვევიათ ჭალებიდან რიყის ქვების და ქვიშის მოტანა. ქვიშას დავდებთ ხოლმე აივანზე (დეეფანზე) და განიავებისას ეზოში, კალოშიც. აღდგომის ხუთშაბათ ღამეს ვაკეთებთ ხორბლის ფაფას და იმ ღამეს შევალოცავთ ლამარიას, რომ წლის მოსავალი გაგვიმრავლოს, ხვავიან–ბარაქიანი გაგვიხადოს, და წლის მოსავალი და ჭირნახული იყოს უხვი და ბევრი. აღდგომის ხუთშაბათ დღეს ასტამზე ერთმანეთში აურევენ ქვიშას და ნაცარს, ამ დროს მეორე ოჯახის წევრი დახვდება კართან, აყრის საქონელს ამ ნაცარ–ტუტასა და ქვიშის ნარევს და ამბობს: „ცუდი თვალი და ყბა, ავი თვალი ასცდენოდეს ჩვენს საქონელს“. ადღგომის ხუთშაბათ დღეს ამის მეტი არაფერი გვჩვევია, უქმე არ არის. აღდგომის ხუთშაბათ დღეს მოსდევს ურიების პარასკევი.
დამატებითი ინფორმაცია: ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე ქეთევან მარგიანმა
თემი: მულახის თემი
სოფელი:
ტერიტორია: ზემო სვანეთი
წელი:
მასალა: ქაღალდი, მელანი
ზომები: 20სმ × 17სმ
მდგომარეობა: დამაკმაყოფილებელი
დაზიანებები:
თეგები: ავი თვალის დასაცავიაღდგომის ხუთშაბათითანაფოლიკენჭი ბარაქალამარიარიტუალიხორბლის ფაფა

ამავე ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)


...
ლამპრობა (გვ.4.)

19/01 20/01 21/01 ლიმპარი 01/02 02/02 03/02 მეისარაბის მეორე დღეს ჰქვია ...

...
ლალჩა

კვირას ლალჩა არის. საღამოს ლალყêჯს დავკლავთ. ზოგს (იენაშელებს) გოჭი სჩვევიათ. ამ...

...
შუშხვამი-ბედობის დღესასწაული სვანეთში (გვ.1.)

ეს გვჩვევია ახალი წლის წინა დღეს. შუშხვამი უქმე არ არის. ისე თუ ...

...
სიმნი ნამპრობ

სçიმნი ნამპრობ ყოველთვის გვჩვევია ძველით პირველ თებერვალს. საღამოს, ან კარგად ...

...
ყველიერის სამშაბათი

ყველიერის სამშაბათს გვჩვეოდა ლოცვა. ველოცებოდით ქუთაისის ღვთისმშობელს ...

...
შიხარ ცააშ (გვ.2)

იმ დღეს დილით გვჩვევია: ერთი კაცი ადრე ადგება და გავა ეკლის მოსაჭრელად. დავუვლით...

...
ხადობ (გვ.2)

აღწერილია ხადობის დღეს მუცლის სალოცავი რიტუალის ჩატარების წესები. ხადობის ლამარი...

...
ხატენცხოვლობა

ამ დღეს ზოგი მარხულობს ავადმყოფობაზე. საღამოს აღუვლენენ ხორბლის პურის ლემზირს ხა...

...
ლამპრობა (ლაჰილი. გ.2)

20/01 ლიმპარიშ დეშდი ლêდეღ 02/02 ლიმპარობის ორშაბათს ლაჰილელების ერთი ჯგუფი სოფ...

...
ლილააშუნე. თესვის დღეობა (გვ.2.)

გუთნის, თოხის, ლაჭაადირის, ხორბლის თავთავებისა, ქერის თავთავებისა, ცერცვის ...

...
ხორცის აღაპი

ხორცის აღაპი გვჩვევია ორი კვირა. აღაპების კვირეულში ყველა ოჯახს, ყვე...

...
ზომხა-ახალი წლის დღესასწაული სვანეთში (გვ.2)

„ადამიანის მშვიდობა და სიმრავლე, სულდგმულის, საქონლის სიმრავლე: სახარე არი...

სხვა ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)


...
სამფეხა დაბალი მაგიდა-ტაბლა

მართკუთხა ფორმის ქაღალდზე შავი ფანქრით ჩახატული ტაბლა ...

...
ფარცხი

ფარცხი - მოხვნის შემდეგ მიწის მოსასწორებელი...

...
თოხი

სამეურნეო იარაღი თოხი...

...
ცეცხლის საჩხრეკი ორთითა

ცეცხლის საჩხრეკი ორთითა ...

...
საფუარის დასაყენებელი ხის კასრი

საფუარის დასაყენებელი ხის კასრი ...

...
გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი სუფრა

გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად გარეთ გაშლილი სუფრები...

...
დაკრძალვა იფარის თემში

დაკრძალვა იფარის თემში, სოფ. ნაკიფარში.ფოტოზე აღბეჭდილია სოფ. ნაკიფარის ეკლესია,...

...
მიცვალებულების სულების გამასპინძლება ლიფანალის დღეებში

გარდაცვლილთა სულების მიღება-გამასპინძლება "ლიფანალის" დღეებში...

...
მარიამობა (ლიმირიე) მულახში

მარიამობა მულახში...

...
აღბალაღრალის დღესასწაული

ერთ-ერთი ეპიზოდი აღბალაღრალის დღესასწაულის რიტუალიდან...

...
მიცვალებულთა სულების მობრძანების დღეს საქალებო ჩირაღდნების გამოთლა არყის ხისგან

ფოტოზე გამოსახულია არყის ხისგან საქალებო ჩირაღდნების -ლამპრების გამოთლა მიცვალებ...